მოიძებნა 668045 ჩანაწერი
99601.
ავტორეფერატი | ენობრივი ეკვივალენტობის საკითხები გერმანიკული წარმოშობის ლექსიკის მაგალითზე (ინგლისური, გერმანული, შვედური ენების მასალაზე)
ნაშრომის მეცნიერულ სიახლედ შეიძლება ჩაითვალოს უცხოურ ენებში აქტუალიზებული სიტყვათხმარების შემთხვევების დეტალური ანალიზი ვრცელი ტექსტური კორპუსების გამოყენებით.
The scientific novelty of the thesis may be considered to consist in the application of inclusive electronic text corpora in the process of detailed analysis of word usage, actualized in foreign languages.
99602.
ავტორეფერატი | ენობრივი ეკვივალენტობის საკითხები გერმანიკული წარმოშობის ლექსიკის მაგალითზე (ინგლისური, გერმანული, შვედური ენების მასალაზე)
ძირითადად ამ მიზნით ვეყრდნობოდით სიტყვათშეხამებითი მოდელების საძიებო სისტემას „სკეჩ-ენჯინს“, რომელიც, პრაქტიკულად, ტექსტური კორპუსების ვრცელ კრებულს წარმოადგენს.
For that purpose we mainly used the corpus manager and analysis software Sketch Engine, which, in effect, constitutes an extensive collection of electronic text corpora.
99603.
ავტორეფერატი | ენობრივი ეკვივალენტობის საკითხები გერმანიკული წარმოშობის ლექსიკის მაგალითზე (ინგლისური, გერმანული, შვედური ენების მასალაზე)
ჩვენი ნაშრომის თეორიული და მეთოდოლოგიური საფუძველი, თუ შეიძლება ასე ითქვას, სამი შრისგან შედგება.
Theoretical and methodological basis of the present paper consists, so to speak, of three layers.
99604.
ავტორეფერატი | ენობრივი ეკვივალენტობის საკითხები გერმანიკული წარმოშობის ლექსიკის მაგალითზე (ინგლისური, გერმანული, შვედური ენების მასალაზე)
პირველი ეს გახლავთ სიტყვის სემანტიკის კვლევა და სემანტიკის კვლევისადმი სხვადასხვა მიდგომები.
The first is the study of word semantics and different approaches to semantic studies.
99605.
ავტორეფერატი | ენობრივი ეკვივალენტობის საკითხები გერმანიკული წარმოშობის ლექსიკის მაგალითზე (ინგლისური, გერმანული, შვედური ენების მასალაზე)
ამის მიზეზი ის არის, რომ ლექსიკური ეკვივალენტობა, ბუნებრივია, მნიშვნელობის ეკვივალენტობას გულისხმობს და ამდენად სემანტიკის ანალიზი სრულიად ბუნებრივი და აუცილებელი იყო.
This is caused by the fact that lexical equivalence means of course the equivalence of meaning, and so the analysis of semantics is quite natural and even necessary.
99606.
ავტორეფერატი | ენობრივი ეკვივალენტობის საკითხები გერმანიკული წარმოშობის ლექსიკის მაგალითზე (ინგლისური, გერმანული, შვედური ენების მასალაზე)
სემანტიკასთან დაკავშირებული საკითხების კვლევისას დავეყრდენით სამხრეთაფრიკელი ლექსიკოლოგის, დირკ გეერარტსის ნაშრომს, სადაც განხილულია სემანტიკის კვლევისადმი სხვადასხვა მიდგომები.
Doing research on the issues associated with semantics, we relied upon the piece of work by Dirk Geeraerts, a South African lexicologist, which discusses various approaches to study of semantics.
99607.
ავტორეფერატი | ენობრივი ეკვივალენტობის საკითხები გერმანიკული წარმოშობის ლექსიკის მაგალითზე (ინგლისური, გერმანული, შვედური ენების მასალაზე)
მეორე შრე გახლავთ ლექსიკოლოგიისა და ლექსიკოგრაფიის დარგში წამყვანი სპეციალისტების ნაშრომები.
The second layer is made up of the works of leading specialists in the fields of lexicology and lexicography.
99608.
ავტორეფერატი | ენობრივი ეკვივალენტობის საკითხები გერმანიკული წარმოშობის ლექსიკის მაგალითზე (ინგლისური, გერმანული, შვედური ენების მასალაზე)
ჩვენი კვლევა და მისი დასკვნები, გარკვეულწილად, ამ სპეციალისტების ნააზრევის ანალიზსა და შემოქმედებითად გააზრებას დაეფუძნა.
To some extent, our own research and its conclusions were based on the analysis and creative interpretation of the thoughts and views of the above scholars.
99609.
ავტორეფერატი | ენობრივი ეკვივალენტობის საკითხები გერმანიკული წარმოშობის ლექსიკის მაგალითზე (ინგლისური, გერმანული, შვედური ენების მასალაზე)
ჩვენი ნაშრომის თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძვლის მესამე შრეს წარმოადგენს ის ნაშრომები, რომლებიც ლექსიკოლოგია-ლექსიკოგრაფიის დარგის წამყვანმა სპეციალისტება ენათშორისი სინონიმების ეკვივალენტების ტიპებისა და ეკვივალენტობის ხარისხის კვლევას მიუძღვნეს.
The third layer of theoretical and methodological basis of our thesis is made up of the scholarly works dedicated by the leading specialists from the fields of lexicology and lexicography to the study of the types of equivalents and the degree of equivalence of interlingual synonyms.
99610.
ავტორეფერატი | ენობრივი ეკვივალენტობის საკითხები გერმანიკული წარმოშობის ლექსიკის მაგალითზე (ინგლისური, გერმანული, შვედური ენების მასალაზე)
ასხვავებდა მნიშვნელობის ეკვივალენტებს (სიტყვა-სტატიის მეთაურ სიტყვებად გამოსატან მნიშვნელობებს) და თარგმნით ეკვივალენტებს.
He distinguished between the equivalents of meaning or explanatory/descriptive equivalents (serving as headwords for dictionary entries) and translational equivalents.
99611.
ავტორეფერატი | ენობრივი ეკვივალენტობის საკითხები გერმანიკული წარმოშობის ლექსიკის მაგალითზე (ინგლისური, გერმანული, შვედური ენების მასალაზე)
ამგვარი მიდგომა განსაკუთრებით ახლოსაა ჩვენს მეთოდოლოგიასთან, რომელიც ლექსიკოგრაფიული ცენტრის წიაღში სპონტანურად შემუშავდა დიდ ინგლისურ-ქართულ ლექსიკონზე მუშაობის მრავალი წლის განმავლობაში.
Such approach shows especially close affinity with our own methodology, developed independently within the TSU Lexicographic Centre during many years of working on the Comprehensive English-Georgian Dictionary.
99612.
ავტორეფერატი | ენობრივი ეკვივალენტობის საკითხები გერმანიკული წარმოშობის ლექსიკის მაგალითზე (ინგლისური, გერმანული, შვედური ენების მასალაზე)
ამ და სხვა მეთოდოლოგიური კვლევების შედეგად მიღებული მეცნიერული მონაცემები გამოყენებული იქნება ჩვენს შემდგომ ლექსიკოგრაფიულ საქმიანობაში და ისინი, ბუნებრივია, გამოყენებულია ჩვენს წინამდებარე ნაშრომშიც.
Scientific data obtained as a result of this as well as other methodological studies will be used in our further lexicographic activities and they are, naturally, use in the present paper.
99613.
ავტორეფერატი | ენობრივი ეკვივალენტობის საკითხები გერმანიკული წარმოშობის ლექსიკის მაგალითზე (ინგლისური, გერმანული, შვედური ენების მასალაზე)
ლექსიკოგრაფია, ჩვენი ხედვით, ერთგვარად მეცნიერების წმინდა თეორიული და გამოყენებითი დარგების მიჯნაზე მდგომი დისციპლინაა.
Lexicography, as we see it, is a discipline sharing the features of purely theoretical and applied fields of scientific activity.
99614.
ავტორეფერატი | ენობრივი ეკვივალენტობის საკითხები გერმანიკული წარმოშობის ლექსიკის მაგალითზე (ინგლისური, გერმანული, შვედური ენების მასალაზე)
თეორიულ დონეზე ნაშრომის დადებით თვისებად მიგვაჩნია ის, რომ ჩვენი აზრით, ეკვივალენტობის საკითხის ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევა ხელს შეუწყობს პრობლემის შემდგომ კვლევას ჩვენს ქვეყანაში.
At the theoretical level, we regard as a positive quality of our thesis the fact that, in our opinion, our study of semantic equivalence may encourage the further research into the problem in our country.
99615.
ავტორეფერატი | ენობრივი ეკვივალენტობის საკითხები გერმანიკული წარმოშობის ლექსიკის მაგალითზე (ინგლისური, გერმანული, შვედური ენების მასალაზე)
პრაქტიკულ ასპექტში მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საკუთრივ ლექსიკონზე მუშაობის პროცესში ლექსიკურ ერთეულთა შორის ეკვივალენტობის ხარისხის დადგენისა და ეკვივალენტური ერთეულების მოძიების გზები.
At the practical level, we find it important that our thesis describes specific ways of determining the degree of semantic equivalence between lexical units.
99616.
ავტორეფერატი | ენობრივი ეკვივალენტობის საკითხები გერმანიკული წარმოშობის ლექსიკის მაგალითზე (ინგლისური, გერმანული, შვედური ენების მასალაზე)
იმედი გვაქვს აგრეთვე, რომ ნაშრომი ხელს შეუწყობს ლექსიკოლოგიისა და ლექსიკოგრაფიის, როგორც მეცნიერული დისციპლინების, შემდგომ პოპულარიზაციას ჩვენს ქვეყანაში.
We also hope that our paper will promote further popularization of lexicology and lexicography, as scholarly disciplines, in our country.
99617.
ავტორეფერატი | ენობრივი ეკვივალენტობის საკითხები გერმანიკული წარმოშობის ლექსიკის მაგალითზე (ინგლისური, გერმანული, შვედური ენების მასალაზე)
ვიმედოვნებთ აგრეთვე, რომ ჩვენს სადისერტაციო ნაშრომში გაშუქებული ზოგადლინგვისტური პრობლემები გაზრდის ინტერესს ენის, როგორც ანთროპოლოგიური ფენომენის, კვლევის მიმართ.
We also expect that general linguistic problems discussed in our thesis will increase the interest in the study of language as an anthropological phenomenon.
99618.
ავტორეფერატი | ენობრივი ეკვივალენტობის საკითხები გერმანიკული წარმოშობის ლექსიკის მაგალითზე (ინგლისური, გერმანული, შვედური ენების მასალაზე)
იგი შედგება შესავლის, მოკლე წინასიტყვაობის, ხუთი თავისა და დასკვნისაგან.
It consists of the Introduction, Brief Preface, five chapters and the Conclusion.
99619.
ავტორეფერატი | ენობრივი ეკვივალენტობის საკითხები გერმანიკული წარმოშობის ლექსიკის მაგალითზე (ინგლისური, გერმანული, შვედური ენების მასალაზე)
სადისერტაციო ნაშრომი შესრულებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ ლექსიკოგრაფიულ ცენტრში.
The thesis was executed in the Lexicographic Centre at the Ivanè Javakhishvili Tbilisi State University.
99620.
ავტორეფერატი | ენობრივი ეკვივალენტობის საკითხები გერმანიკული წარმოშობის ლექსიკის მაგალითზე (ინგლისური, გერმანული, შვედური ენების მასალაზე)
შესავალში წარმოდგენილი გვაქვს სადისერტაციო ნაშრომის ძირითადი საკვლევი თემა, მისი დაწერის მიზანი და ასევე შედეგები, რომელიც მან, როგორც ვიმედოვნებთ, უნდა მოიტანოს.
In the Introduction, we present the main research topic of the thesis, the purpose for which it was written as well as the results which, as we hope, it will produce.