მოიძებნა 668045 ჩანაწერი
99641.
ავტორეფერატი | ენობრივი ეკვივალენტობის საკითხები გერმანიკული წარმოშობის ლექსიკის მაგალითზე (ინგლისური, გერმანული, შვედური ენების მასალაზე)
პირველი ტიპი აერთიანებს მეტად სპეციფიკური / ინდივიდუალური სემანტიკური პროფილისა და ვიწრო სემანტიკური ველის მქონე ზედსართავებს.
The first type includes adjectives with very specific/individual semantic profiles and narrow semantic fields.
99642.
ავტორეფერატი | ენობრივი ეკვივალენტობის საკითხები გერმანიკული წარმოშობის ლექსიკის მაგალითზე (ინგლისური, გერმანული, შვედური ენების მასალაზე)
ამგვარ ზედსართავებს არცთუ იშვიათად მრავალი სინონიმი აქვთ და თითოეული კონკრეტული საგნისა თუ მოვლენისადმი ამ ზედსართავთა გამოყენებაში არაიზომორფულობა უფრო მეტია.
In the intermediary language such adjectives have many synonyms and there is significantly more anisomophism in the application of these adjectives to each particular object or event.
99643.
ავტორეფერატი | ენობრივი ეკვივალენტობის საკითხები გერმანიკული წარმოშობის ლექსიკის მაგალითზე (ინგლისური, გერმანული, შვედური ენების მასალაზე)
ეს ბუნებრივია, რამდენადაც მაგ. მძაღე უპირატესად აღნიშნავს ცხიმის შემცველი გაფუჭებული საკვები პროდუქტის თვისებას.
This is natural, since e.g. adjective rancid denotes the quality of a food product containing fat or oil, which has gone stale.
99644.
ავტორეფერატი | ენობრივი ეკვივალენტობის საკითხები გერმანიკული წარმოშობის ლექსიკის მაგალითზე (ინგლისური, გერმანული, შვედური ენების მასალაზე)
ასეთი ნიშან-თვისება ნაკლები რაოდენობის საგნებში გამოიყოფა და, შესაბამისად, მისი აღმნიშვნელი ზედსართავებიც სემანტიკური თვალსაზრისით ნაკლებად უნივერსალურია.
Such quality can be singled out in lesser number of objects and, consequently, adjectives denoting such quality are semantically less universal.
99645.
ავტორეფერატი | ენობრივი ეკვივალენტობის საკითხები გერმანიკული წარმოშობის ლექსიკის მაგალითზე (ინგლისური, გერმანული, შვედური ენების მასალაზე)
უმთავრესად განპირობებულია თითოეულ კონკრეტულ ენაში დაახლოებით ერთნაირი ლექსიკურ-სემანტიკური ღირებულების მქონე რამდენიმე ან სულაც მრავალი სინონიმის არსებობით.
It is mainly caused by the presence of several or multiple synonyms with approximately same lexical semantic valeur in each particular language.
99646.
ავტორეფერატი | ენობრივი ეკვივალენტობის საკითხები გერმანიკული წარმოშობის ლექსიკის მაგალითზე (ინგლისური, გერმანული, შვედური ენების მასალაზე)
ენათშორისი სინონიმების ლექსიკურ-სემანტიკური არაიზომორფულობის ამგვარი შემთხვევები, პრინციპში, შეიძლება პირველი ტიპის ქვეტიპადაც გამოიყოს.
As a matter of fact, such cases of lexical semantic anisomorphism of interlingual synonyms may be categorized as a sub-type of type one of adjectives.
99647.
ავტორეფერატი | ენობრივი ეკვივალენტობის საკითხები გერმანიკული წარმოშობის ლექსიკის მაგალითზე (ინგლისური, გერმანული, შვედური ენების მასალაზე)
მეორე ტიპის ზედსართავებმა გვაჩვენა ეკვივალენტობის მეტი ხარსხი ცალკეულ მნიშვნელობათა დონეზე.
Second type of adjectives have displayed greater degree of equivalence at the level of separate meanings.
99648.
ავტორეფერატი | ენობრივი ეკვივალენტობის საკითხები გერმანიკული წარმოშობის ლექსიკის მაგალითზე (ინგლისური, გერმანული, შვედური ენების მასალაზე)
ჩვენი აზრით, ეს იმით აიხსნება, რომ ამგვარი ზედსართავები აზრობრივად შედარებით უფრო ახლოს დგას მატერიალურ სამყაროსთან და მისი შემადგენელი საგნების ნიშან-თვისებებთან.
In our opinion, this is attributable to the fact that, as far as their sense is concerned, such adjectives are comparatively closer to the material world and the qualities and features of its component parts.
99649.
ავტორეფერატი | ენობრივი ეკვივალენტობის საკითხები გერმანიკული წარმოშობის ლექსიკის მაგალითზე (ინგლისური, გერმანული, შვედური ენების მასალაზე)
ამგვარი ტიპის ზედსართავი სახელები საგანთა სხვადასხვა კლასს ახასიათებს, ამდენად ისინი სემანტიკურად უფრო უნივერსალურიცაა.
Adjectives of this type are characteristic of different classes of objects, consequently, they are also more universal semantically.
99650.
ავტორეფერატი | ენობრივი ეკვივალენტობის საკითხები გერმანიკული წარმოშობის ლექსიკის მაგალითზე (ინგლისური, გერმანული, შვედური ენების მასალაზე)
ზოგადად, ზედსართავი სახელების, ისევე როგორც მეტყველების სხვა ნაწილების, ანალიზისას ეკვივალენტობის ხარისხის განსაზღვრის მიზნით, გამოვავლინეთ ერთგვარი, თუ შეიძლება ითქვას, დიქოტომია.
Generally, while analysing adjectives as well as other parts of speech with a view of determining the degree of lexical-semantic equivalence, we discovered some kind of, so to speak, dichotomy.
99651.
ავტორეფერატი | ენობრივი ეკვივალენტობის საკითხები გერმანიკული წარმოშობის ლექსიკის მაგალითზე (ინგლისური, გერმანული, შვედური ენების მასალაზე)
ეს არის დიქოტომია მნიშვნელობის ეკვივალენტსა და თარგმნით ეკვივალენტს შორის.
This is the dichotomy between the equivalents of meaning and translational equivalents.
99652.
ავტორეფერატი | ენობრივი ეკვივალენტობის საკითხები გერმანიკული წარმოშობის ლექსიკის მაგალითზე (ინგლისური, გერმანული, შვედური ენების მასალაზე)
ჩვენ მიერ შემჩნეული ეს დიქოტომია გულისხმობს იმ გარემოებას, რომ ენათშორის სინონიმებში ეკვივალენტობა შედარებით მეტია მნიშვნელობის ეკვივალენტების დონეზე.
This dichotomy, we have detected, implies that in interlingual synonyms there is comparatively more equivalence at the level of equivalents of meaning.
99653.
ავტორეფერატი | ენობრივი ეკვივალენტობის საკითხები გერმანიკული წარმოშობის ლექსიკის მაგალითზე (ინგლისური, გერმანული, შვედური ენების მასალაზე)
ჩვენ მიერ გამოვლენილი ამ კანონზომიერების უფრო დეტალური ანალიზი და ინტერპრეტაცია უშუალოდ სადისერტაციო ნაშრომშია მოყვანილი.
In more detail, this regularity, we have identified, is analysed and interpreted in our doctoral dissertation itself.
99654.
ავტორეფერატი | ენობრივი ეკვივალენტობის საკითხები გერმანიკული წარმოშობის ლექსიკის მაგალითზე (ინგლისური, გერმანული, შვედური ენების მასალაზე)
ენობრივი ეკვივალენტობის საკითხები გერმანიკული და სხვ. წარმოშობის არსებითი სახელების მაგალითზე.
Issues of Linguistic Equivalence on the Example of Nouns of Germanic and other Origin.
99655.
ავტორეფერატი | ენობრივი ეკვივალენტობის საკითხები გერმანიკული წარმოშობის ლექსიკის მაგალითზე (ინგლისური, გერმანული, შვედური ენების მასალაზე)
განხილული გვაქვს ეკვივალენტობის საკითხი ინგლისურ, ერთმხრივ, და, მეორე მხრივ, გერმანულ, ნიდერლანდურ, ნორვეგიულ, შვედურ (და ზოგიერთ სხვა ენიდან აღებულ) არსებით სახელებს შორის.
We discuss the issue of equivalence between English nouns, on the one hand, and, on the other hand, nouns from German, Dutch, Norwegian, Swedish (and some other) languages.
99656.
ავტორეფერატი | ენობრივი ეკვივალენტობის საკითხები გერმანიკული წარმოშობის ლექსიკის მაგალითზე (ინგლისური, გერმანული, შვედური ენების მასალაზე)
საინტერესო იყო ეტიმოლოგიური ფაქტორის გათვალისწინება და სინქრონიულ დონეზე სხვადასხვა ეტიმოლოგიის მქონე ენათშორისი სინონიმების სემანტიკის ურთიერთშედარებაც.
It was interesting to take into consideration the etymological factor and on the synchronic level to compare the semantics of interlingual synonyms with different etymologies.
99657.
ავტორეფერატი | ენობრივი ეკვივალენტობის საკითხები გერმანიკული წარმოშობის ლექსიკის მაგალითზე (ინგლისური, გერმანული, შვედური ენების მასალაზე)
ამისთვის, გასაანალიზებელი სიტყვები პირობითად ორ კატეგორიად დაიყო: საერთო-გერმანიკული სიტყვები და ერთი და იმავე მნიშვნელობის სიტყვები.
To this end, the words to be analyzed were conventionally divided into two categories: words with common Germanic origin and words with the same meanings.
99658.
ავტორეფერატი | ენობრივი ეკვივალენტობის საკითხები გერმანიკული წარმოშობის ლექსიკის მაგალითზე (ინგლისური, გერმანული, შვედური ენების მასალაზე)
თუმცა, უნდა ითქვას, რომ ჩვენი ანალიზის შედეგად, ენათშორისი სინონიმების მნიშვნელობათა ეკვივალენტობაზე მათი ეტიმოლოგიური წარმომავლობის რაიმე არსებითი ზეგავლენა არ გამოვლენილა.
It must be said, however, that our analysis did not reveal any significant influence of the etymological origin on the equivalence of meanings of the interlingual synonyms compared.
99659.
ავტორეფერატი | ენობრივი ეკვივალენტობის საკითხები გერმანიკული წარმოშობის ლექსიკის მაგალითზე (ინგლისური, გერმანული, შვედური ენების მასალაზე)
აღსანიშნავია, რომ ეკვივალენტობის არსებობა-არარსებობის საკითხი ჩვენ, როგორც ლექსიკოგრაფებს, უპირატესად მაინც გვაინტერესებს პოლისემიური სიტყვების ცალკეულ მნიშვნელობათა დონეზე.
It should be noted that the issue of existence or non-existence of semantic equivalence is primarily important to us, lexicographers, on the level of particular meanings of polysemous words.
99660.
ავტორეფერატი | ენობრივი ეკვივალენტობის საკითხები გერმანიკული წარმოშობის ლექსიკის მაგალითზე (ინგლისური, გერმანული, შვედური ენების მასალაზე)
ამით არის განპირობებული ჩვენ მიერ ჩატარებული ანალიზის ტიპი და პოლისემიური სიტყვებით ჩვენი უპირატესი დაინტერესება განსაკუთრებით არსებით სახელებთან მიმართებით.
This very circumstance determined the type of analysis we have conducted as well as our predominant interest in polysemous words, especially as far as nouns were concerned.