მოიძებნა 668045 ჩანაწერი
99721.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
ბატონმა დერსლიმ თავი კიდევ ერთხელ გაიქნია და კატა მაშინვე დაავიწყდა.
Mr Dursley gave himself a little shake and put the cat out of his mind.
99722.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
ბურღები მას აღარც გახსენებია.
Drills were driven out of his mind.
99723.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
ირგვლივ უამრავი უჩვეულოდ ჩაცმული ხალხი ჩანდა.
There seemed to be a lot of strangely dressed people.
99724.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
როგორ ვერ იტანდა ბატონი დერსლი სასაცილოდ გამოწყობილ ტიპებს.
Mr Dursley couldn’t bear people who dressed in funny clothes.
99725.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
საჭეზე თითები აათამაშა და უცებ იქვე ახლოს, იმ ახირებულების ერთი ჯგუფი დაინახა.
He drummed his fingers on the steering wheel and saw the group of weirdos.
99726.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
აღელვებულები ეჩურჩულებოდნენ ერთმანეთს.
They were whispering excitedly together.
99727.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
მათ შორის ზოგი ნამდვილად არ იყო ახალგაზრდა.
A couple of them weren’t young at all.
99728.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
ის კაცი, მასზე უფროსიც იქნება და ზურმუხტისფერი მანტიით დადის.
That man had to be older than he was, and wearing an emerald-green cloak.
99729.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
უცებ ბატონ დერსლის აზრად მოუვიდა, შეიძლება, ესენი საქველმოქმედო შეწირულობებს აგროვებენო.
Then it struck Mr Dursley that this was probably these people were collecting for something.
99730.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
მალე გზა გაიხსნა და რამდენიმე წუთში ბატონი დერსლი ავტოსადგომში შევიდა.
The traffic moved on, and a few minutes later, Mr Dursley arrived in the car park.
99731.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
ბატონი დერსლი თავის ოფისში, მეცხრე სართულზე, ფანჯრისკენ ზურგშექცევით იჯდა.
Mr Dursley sat with his back to the window in his office on the ninth floor.
99732.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
ზოგს ბუ არასოდეს ენახა.
Some of them had never seen an owl.
99733.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
ბატონ დერსლის სავსებით ნორმალური, უბუო დილა ჰქონდა.
Mr Dursley had a perfectly normal, owl-free morning.
99734.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
ხუთ თანამშრომელს უღრიალა და ტელეფონით რამდენიმე მნიშვნელოვანი ზარი განახორციელა.
He yelled at five co-workers and he made several important telephone calls.
99735.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
სადილობამდე მშვენიერ გუნებაზე ბრძანდებოდა.
He was in a very good mood until lunch-time.
99736.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
მერე გადაწყვიტა, ცოტა ფეხს გავშლი, გარეთ გავალ და ფუნთუშას ვიყიდიო.
Then he thought he’d stretch his legs and walk across the road to buy himself a bun.
99737.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
ის მანტიამოსხმული ხალხი აღარც ახსოვდა, სანამ საფუნთუშესთან შეჯგუფებულები არ დაინახა.
He’d forgotten all about the people in cloaks until he passed a group of them near the baker’s.
99738.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
თვითონაც არ იცოდა, რატომ, მაგრამ ეს ხალხი ნერვებს უშლიდა.
He didn’t know why, but they made him uneasy.
99739.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
უკან რომ ბრუნდებოდა და ქაღალდის პარკით დიდი კრემიანი ფუნთუშა მოჰქონდა, ცალკეულ სიტყვებსაც მოჰკრა ყური, რასაც ლაპარაკობდნენ.
It was on his way back past them and clutching a large doughnut in a bag, he caught a few words of what they were saying.
99740.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
ბატონი დერსლი ადგილზე გაქვავდა.
Mr Dursley stopped dead.