მოიძებნა 668045 ჩანაწერი
99741.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
შიშმა აიტანა.
Fear flooded him.
99742.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
მოჩურჩულეებს გახედა, თითქოს რაღაცის თქმა უნდაო.
He looked back at the whisperers as if he wanted to say something to them.
99743.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
ქუჩაზე სწრაფად გადაირბინა, ოფისში ავარდა.
He dashed back across the road, hurried up to his office.
99744.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
ტელეფონს ეცა და სახლის ნომერი უკვე აკრეფილი ჰქონდა, რომ გადაიფიქრა.
He seized his telephone and had almost finished dialling his home number when he changed his mind.
99745.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
ალბათ, უამრავი ხალხია სახელად პოტერი, რომელთა ვაჟიშვილსაც ჰარი ჰქვია.
Probably there are lots of people called Potter who had a son called Harry.
99746.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
ისიც კი არ იცოდა დაბეჯითებით, ცოლის დისწულს ნამდვილად ჰარი ერქვა თუ არა.
He wasn’t even sure if his nephew was called Harry.
99747.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
მას ბიჭი არასოდეს ენახა.
He had never even seen the boy.
99748.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
ტყუილუბრალოდ რატომ ააფორიაქოს ქალბატონი დერსლი!
There was no point in worrying Mrs Dursley!
99749.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
მას ვერც ამტყუნებდა.
He didn’t blame her.
99750.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
თვითონ მას რომ ასეთი და ჰყოლოდა.
If he’d had a sister like that.
99751.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
როდესაც ხუთ საათზე შენობიდან გამოვიდა, ჯერ კიდევ ისე იყო აღელვებული, რომ იქვე, კართან, ვიღაცას შეასკდა.
When he left the building at five o’clock, he was still so worried that he walked straight into someone just outside the door.
99752.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
უკაცრავად, ჩაიბურტყუნა, რადგან ჩია ტანის მოხუცი დაბარბაცდა და კინაღამ ძირს დაენარცხა.
Sorry, he grunted, as the tiny old man stumbled and almost fell.
99753.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
ბატონმა დერსლიმ შეამჩნია, რომ ის კაცი იისფერ მანტიაში გამოწყობილიყო.
Mr Dursley realised that the man was wearing a violet cloak.
99754.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
ის სულაც არ გაბრაზებულა, პირიქით, გულთბილად გაუღიმა და ისეთი წრიპინა ხმით დაილაპარაკა, რომ გამვლელ-გამომვლელი, ყველა მას მიაჩერდა.
He didn’t seem at all upset, on the contrary, his face split into a wide smile and he said in a squeaky voice that made passers-by stare.
99755.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
ნუ წუხხართ, ჩემო ძვირფასო ბატონო.
Don’t be sorry, my dear sir.
99756.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
გიხაროდეთ, ის, ვისი სახელიც არ ითქმის, ბოლოს და ბოლოს, მოგვშორდა.
Rejoice, for You-Know-Who has gone at last.
99757.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
თქვენ, მაგლებმაც კი უნდა იზეიმოთ ეს ბედნიერი, ბედნიერი დღე!
Even Muggles like yourself should be celebrating, this happy happy day!
99758.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
მოხუცი ბატონ დერსლის წელზე მოეხვია და თავის გზაზე წავიდა.
The old man hugged Mr Dursley around the middle and walked off.
99759.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
ბატონი დერსლი სახტად დარჩა: სრულიად უცნობი კაცი გადაეხვია.
Mr Dursley stood rooted to the spot: he had been hugged by a complete stranger.
99760.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
თავი უხერხულად იგრძნო, სასწრაფოდ ჩაჯდა მანქანაში და შინისაკენ გაეშურა.
He was rattled, he hurried to his car and set off home.