მოიძებნა 668045 ჩანაწერი
99761.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
აცხა! ხმამაღლა შეუძახა ბატონმა დერსლიმ.
Shoo! said Mr Dursley loudly.
99762.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
კატა არ განძრეულა.
The cat didn’t move.
99763.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
მხოლოდ მკაცრად გამოხედა.
It just gave him a stern look.
99764.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
შეეცადა თავს მორეოდა და შინ შევიდა.
He tried to pull himself together and he let himself into the house.
99765.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
კვლავ მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ცოლისთვის არაფერი ეთქვა.
He was still determined not to mention anything to his wife.
99766.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
სადილობისას ქმარს დაწვრილებით მოახსენა, მეზობელი ქალბატონისა და მისი ქალიშვილის პრობლემების შესახებ.
She told her husband over dinner all about Mrs Next Door’s problems with her daughter.
99767.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
ბატონი დერსლი ცდილობდა ბუნებრივად მოქცეულიყო.
Mr Dursley tried to act normally.
99768.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
დადლი რომ დასაძინებლად დააწვინეს, ის სასტუმრო ოთახში ზუსტად იმ დროს გამოვიდა, რათა საღამოს ახალი ამბების უკანასკნელი სიუჟეტისათვის მიესწრო.
When Dudley had been put to bed, he went into the living-room in time to catch the last report on the evening news.
99769.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
დაბოლოს, თვითმხილველები გვარწმუნებენ, რომ დღეს ჩვენი ბუები ფრიად უცნაურად იქცეოდნენ.
And finally, bird-watchers everywhere have reported that our owls have been behaving very unusually today.
99770.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
ექსპერტები ვერ ხსნიან თუ რატომ იცვალეს მათ ძილ-ღვიძილის ჩვეული წესი.
Experts are unable to explain why the owls have changed their sleeping pattern.
99771.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
დიქტორმა თავს ჩაღიმების უფლება მისცა.
The news reader allowed himself a grin.
99772.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
ამაღამ ბუების წვიმას ხომ არ ველოდებით, ჯიმ?
Going to be any more showers of owls tonight, Jim?
99773.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
რა გითხრათ, ტედ, თქვა ამინდის კაცმა, ეგ არ ვიცი, მაგრამ მარტო ბუები არ იქცეოდნენ უცნაურად დღეს.
Well, Ted, said the weatherman, I don’t know about that, but it’s not only the owls that have been acting oddly today.
99774.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
მაყურებლებმა, ერთმანეთისგან საკმაოდ დაცილებული ადგილებიდან: კენტი, იორკშირი და დანდი, მაცნობეს, რომ ნაცვლად ჩემ მიერ გუშინ შეპირებული წვიმისა, ციდან ვარსკვლავებს უწვიმია.
Viewers as far apart as: Kent, Yorkshire and Dundee have been phoning in to tell me that instead of the rain I promised yesterday, there has been a downpour of shooting stars.
99775.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
ალბათ ხალხმა ჭიაკოკონობა იზეიმა.
Perhaps people have been celebrating Bonfire Night.
99776.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
ბატონი დერსლი სავარძელს მიეყინა.
Mr Dursley sat frozen in his armchair.
99777.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
ბუები დღისით დაფრინავდნენო?
Owls flying by daylight?
99778.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
და ის ჩურჩულიც, ის ჩურჩული პოტერებზე.
And a whisper, a whisper about the Potters.
99779.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
მისაღებ ოთახში ქალბატონი დერსლი შემოვიდა.
Mrs Dursley came into the living-room.
99780.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
არა, ასე არ ივარგებს, მას რაღაც უნდა უთხრას.
It was no good, he’d have to say something to her.