მოიძებნა 668045 ჩანაწერი
99801.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
გარეთ, გალავანზე მჯდომ კატას კი რული არ ეკარებოდა.
Outside, the cat on the wall was showing no sign of sleepiness.
99802.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
ქანდაკებასავით გაქვავებული იჯდა.
It was sitting as still as a statue.
99803.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
მისი თვალები დაჟინებით დაუხამხამებლად გაჰყურებდა პრივიტ დრაივის შორეულ კუთხეს.
Its eyes fixed unblinkingly on the far corner of Privet Drive.
99804.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
არც მაშინ შერხეულა, როცა გვერდითა ქუჩაზე მანქანის კარმა გაიჯახუნა, არც მაშინ, ორმა ბუმ თავზე რომ გადაუფრინა.
It didn’t so much as quiver when a car door slammed in the next street, nor when two owls swooped overhead.
99805.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
ქუჩის კუთხეში, რომელსაც კატა დაჟინებით გასცქეროდა, ერთი კაცი ისე უეცრად და უჩუმრად გაჩნდა, იფიქრებდით თითქოს მიწიდან ამოძვრაო.
On the corner the cat had been watching, a man appeared appeared so suddenly and silently you’d have thought he’d just popped out of the ground.
99806.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
კატამ კუდი აათამაშა და თვალები დაავიწროვა.
The cat’s tail twitched and its eyes narrowed.
99807.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
მაღალი, თხელი და ძალზე ხანდაზმული კაცი ჩანდა, მისი შევერცხლილი თმა-წვერის მიხედვით თუ ვიმსჯელებდით.
He was tall, thin and very old, judging by the silver of his hair and beard.
99808.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
თმაც და წვერიც იმსიგრძე ჰქონდა, თავისუფლად ჩაიტანდა ქამარში.
Hair and beard were both long enough to tuck into his belt.
99809.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
მანტია ეცვა, რომელიც მიწაზე დასთრევდა.
He was wearing a cloak which swept the ground.
99810.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
მისი ლურჯი თვალები ნათელი, ელვარე და ციმციმა იყვნენ ნახევარმთვარისებრი სათვალის მიღმა.
His blue eyes were light, bright and sparkling behind half-moon spectacles.
99811.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
ცხვირი ჰქონდა გრძელზე გრძელი და ისეთი კეხიანი, თითქოს, სულ ცოტა, ორჯერ მაინც გაუტეხიაო.
His nose was very long and crooked, as though it had been broken at least twice.
99812.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
ამ კაცს ალბუს დამბლდორი ერქვა.
This man’s name was Albus Dumbledore.
99813.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
ალბუს დამბლდორს ალბათ აზრადაც არ მოსდიოდა, რომ ეს-ესაა ისეთ ქუჩაზე შემოაბიჯა, სადაც იგი, სახელით დაწყებული და ფეხსაცმლით დამთავრებული, არავის მოეწონებოდა.
Albus Dumbledore didn’t seem to realise that he had just arrived in a street where everything from his name to his boots was unwelcome.
99814.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
ის გულმოდგინედ იჩხრიკებოდა თავის მოსასხამში, რაღაცას ეძებდა.
He was rummaging in his cloak, looking for something.
99815.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
მაგრამ ეტყობა, იგრძნო რომ უყურებდნენ, რადგან სწრაფად აიხედა და კატას შეხედა, რომელიც ქუჩის ბოლოდან კვლავ თვალს არ აცილებდა.
But he did seem to realise he was being watched, because he looked up suddenly at the cat, which was still staring at him from the other end of the street.
99816.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
რატომღაც კატის დანახვამ კარგ გუნებაზე დააყენა.
For some reason, the sight of the cat seemed to amuse him.
99817.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
მან ჩაიხითხითა და ჩაიბუტბუტა.
He chuckled and muttered.
99818.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
გულისჯიბიდან ვერცხლის სანთებელა ამოიღო.
He took a silver cigarette lighter from the inside pocket.
99819.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
ტკაცუნით გახსნა, მაღლა ასწია და დააჩხაკუნა.
He flicked it open, held it up in the air and clicked it.
99820.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
უახლოესი ლამპიონი სუსტი ტკაცუნით ჩაქრა.
The nearest street lamp went out with a little pop.