მოიძებნა 668045 ჩანაწერი
99921.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
ჰაგრიდს მხრები უთრთოდა, პროფესორი მაკგონაგელი თვალებს ჩქარ-ჩქარა აფახურებდა და დამბლდორის თვალებიდან ციმციმა შუქი გამქრალიყო.
Hagrid’s shoulders shook, Professor McGonagall blinked furiously and the twinkling light from Dumbledore’s eyes seemed to have gone out.
99922.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
ჩვენ აქ საქმე აღარ დაგვრჩა.
We’ve no business staying here.
99923.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
ჰო, ყრუ ხმით თქვა ჰაგრიდმა.
Yeah, said Hagrid in a muffled voice.
99924.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
ღამე მშვიდობისა, პროფესორო მაკგონაგელ, პროფესორო დამბლდორ, სერ.
Good night, Professor McGonagall, Professor Dumbledore, sir.
99925.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
ჰაგრიდმა ცრემლიანი თვალები სახელოთი მოიწმინდა, მოტოციკლზე შეჯდა, ძრავა დაქოქა, გრუხუნით ავარდა ცაში.
Hagrid wiped his streaming eyes on his sleeve, swung himself on to the motorbike, kicked the engine and with a roar it rose into the air.
99926.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
პროფესორმა მაკგონელმა პასუხად ცხვირი მოიხოცა.
Professor McGonagall blew her nose in reply.
99927.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
დამბლდორი გატრიალდა და უკან ქუჩას ჩაუყვა.
Dumbledore turned and walked back down the street.
99928.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
კუთხესთან შედგა და ვერცხლის სანთებელა ამოიღო.
On the corner he stopped and took out the silver lighter.
99929.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
მან ერთი დააჩხაკუნა და პრივიტ დრაივი უეცრად ნარინჯისფრად აელვარდა.
He clicked it once and Privet Drive glowed suddenly orange.
99930.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
მან დალანდა, როგორ მიიპარებოდა ჭრელი კატა ქუჩის მეორე ბოლოში.
He could make out a tabby cat slinking around the other end of the street.
99931.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
ბედნიერებას გისურვებ, ჰარი, მან ჩაიბუტბუტა და ქუსლებზე შეტრიალდა.
Good luck, Harry, he murmured and turned on his heel.
99932.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
ნიავმა პრივიტ დრაივის კოხტა ცოცხალი ღობეები აწეწა, რომლებიც მელნისფერი ცის ქვეშ მშვიდად და სუფთად გაწოლილიყვნენ.
A breeze ruffled the neat hedges of Privet Drive, which lay silent and tidy under the inky sky,
99933.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
ჰარი პოტერმა სახვევებში გვერდი იცვალა.
Harry Potter rolled over inside his blankets.
99934.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
მას ეძინა, არ იცოდა, რომ იგი რჩეული იყო.
He slept on, not knowing he was special.
99935.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
მან არ იცოდა, რომ რამდენიმე საათში ქალბატონი დერსლის ყვირილი გააღვიძებდა, როდესაც ის წინა კარს გააღებდა რძის ბოთლების გარეთ გამოსადგმელად.
He did not know that he would be woken in a few hours’ time by Mrs Dursley’s scream as she opened the front door to put out the milk bottles.
99936.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი პირველი
მას არც ის შეეძლო, სცოდნოდა, რომ ხალხი მთელ ქვეყანაში საიდუმლოდ იკრიბებოდა, ჭიქებს მაღლა სწევდა და ჩურჩულით წარმოთქვამდა: გაუმარჯოს ჰარი პოტერს – ბიჭს, რომელიც ცოცხალი გადარჩა.
He couldn’t know that at this very moment, people meeting in secret all over the country were holding up their glasses and saying in hushed voices: To Harry Potter – the boy who lived!
99937.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეორე
გამქრალი მინა.
The Vanishing Glass.
99938.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეორე
თითქმის ათმა წელიწადმა განვლო, რაც დერსლებმა კართან პატარა დისწული ნახეს, პრივიტ დრაივზე კი ბევრი არაფერი შეცვლილა.
Nearly ten years had passed since the Dursleys found their nephew on the front step, but Privet Drive had hardly changed at all.
99939.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეორე
მზე იმავე მოვლილ წინა ბაღებს ეფინებოდა და ანათებდა დერსლების წინკარზე მიკრულ თითბრის ოთხიანსაც.
The sun rose on the same tidy front gardens and lit up the brass number four on the Dursleys’ front door.
99940.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეორე
უჩუმრად იპარებოდა მათ მისაღებ ოთახში, რომელიც თითქმის ისეთივე იყო, როგორიც იმ ღამეს, ბატონმა დერსლიმ ბუების საბედისწერო სიუჟეტი რომ მოისმინა ახალ ამბებში.
It crept into their living-room, which was almost exactly the same as it had been on the night when Mr Dursley had seen that fateful news report about the owls.