მოიძებნა 668045 ჩანაწერი
99961.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეორე
მაგიდა დადლის დაბადების დღის საჩუქრებით თითქმის დამალულიყო.
The table was almost hidden beneath all Dudley’s birthday presents.
99962.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეორე
მგონი, იმ ახალ კომპიუტერსაც ჩუქნიდნენ, ასე რომ ოცნებობდა დადლი, რომ აღარაფერი ვთქვათ მეორე ტელევიზორსა და სპორტულ ველოსიპედზე.
It looked as though Dudley had got the new computer he wanted, not to mention the second television and the racing bike.
99963.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეორე
ზუსტად რაში სჭირდებოდა სპორტული ველოსიპედი დადლის ჰარისთვის გამოცანა იყო, რადგან დადლი ძალიან მსუქანი იყო და ვარჯიში სძულდა.
Exactly why Dudley wanted a racing bike was a mystery to Harry, as Dudley was very fat and hated exercise.
99964.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეორე
ასაკთან შედარებით პატარა და გამხდარი იყო.
He was small and skinny for his age.
99965.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეორე
იგი კიდევ უფრო პატარა და მოცუცქნული ჩანდა ვიდრე იყო, რადგან დადლის გამონაცვალი ტანსაცმელი ეცვა და დადლი ოთხჯერ დიდი იყო ჰარიზე.
He looked even smaller and skinnier than he really was because he had to wear old clothes of Dudley’s and Dudley was about four times bigger than he was.
99966.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეორე
ჰარის გამხდარი სახე, ამოყრილი მუხლები, შავი თმა და ღია მწვანე თვალები ჰქონდა.
Harry had a thin face, knobbly knees, black hair and bright-green eyes.
99967.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეორე
მას ეკეთა მრგვალი სათვალე ბევრი სკოჩით გადაწებებული, რადგან დადლი ცხვირში ურტყამდა ხოლმე მუშტებს.
He wore round glasses held together with a lot of Sellotape because Dudley had punched him on the nose.
99968.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეორე
ერთადერთი, რაც ჰარის საკუთარ თავში მოსწონდა, იყო ძალიან წვრილი ნაიარევი შუბლზე, რომელსაც ელვის კლაკნილის ფორმა ჰქონდა.
The only thing Harry liked about his own appearance was a very thin scar on his forehead which was shaped like a bolt of lightning.
99969.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეორე
ავტოკატასტროფაში, როდესაც შენი მშობლები დაიღუპნენ, მან თქვა.
In the car crash when your parents died, she had said.
99970.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეორე
ნუ სვამ კითხვებს, ეს იყო პირველ წესი დერსლების ოჯახში მშვიდი ცხოვრებისათვის.
Don’t ask questions, that was the first rule for a quiet life with the Dursleys.
99971.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეორე
სამზარეულოში ძია ვერნონი შემოვიდა.
Uncle Vernon entered the kitchen.
99972.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეორე
ჰარი ბეკონს აბრუნებდა.
Harry was turning over the bacon.
99973.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეორე
თმა დაივარცხნე, შეუღრინა ძია ვერნონმა.
Comb your hair, Uncle Vernon barked.
99974.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეორე
კვირაში ერთხელ მაინც ძია ვერნონი გაზეთს ზემოდან ამოიხედავდა და დაიღრიალებდა რომ ჰარი გასაკრეჭი იყო.
About once a week, Uncle Vernon looked over the top of his newspaper and shouted that Harry needed a haircut.
99975.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეორე
ჰარის კრეჭდნენ უფრო ხშირად, ვიდრე ყველა მის თანაკლასელს ერთად აღებულს, მაგრამ აზრი არ ჰქონდა.
Harry must have had more haircuts than the rest of the boys in his class put together, but it made no difference.
99976.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეორე
ჰარი უკვე კვერცხს წვავდა, როდესაც დადლი დედასთან ერთად სამზარეულოში შემობრძანდა.
Harry was frying eggs by the time Dudley arrived in the kitchen with his mother.
99977.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეორე
მას პუტკუნა, ვარდისფერი სახე, მოკლეკისერა, პატარა, წყალწყალა ცისფერი თვალები და მსუქან თავზე გადაგლესილი ქერა თმა ჰქონდა.
He had a large, pink face, not much neck, small, watery blue eyes and thick, blond hair that lay smoothly on his fat head.
99978.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეორე
დეიდა პეტუნია ხშირად ამბობდა, რომ დადლი პატარა ანგელოზს ჰგავდა.
Aunt Petunia often said that Dudley looked like a baby angel.
99979.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეორე
ჰარი ხშირად ამბობდა, რომ დადლი პარიკიან ღორს ჰგავდა.
Harry often said that Dudley looked like a pig in a wig.
99980.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეორე
ჰარიმ კვერცხისა და ბეკონის თეფშები მაგიდაზე გადმოიღო.
Harry put the plates of egg and bacon on the table.