მოიძებნა 668045 ჩანაწერი
100081.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეორე
პირსი და დადლი მინაზე იყვნენ აკრულნი, შემდეგ შემაძრწუნებელი კივილით დაიხიეს უკან.
Piers and Dudley were leaning right up close to the glass, next they had leapt back with howls of horror.
100082.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეორე
ბოა კონსტრიქტორის წინ მინა გამქრალიყო.
The glass front of the boa constrictor’s tank had vanished.
100083.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეორე
უზარმაზარი გველი სწრაფად იშლებოდა, უკვე იატაკზე მოსრიალებდა.
The great snake was uncoiling itself rapidly, slithering out on to the floor.
100084.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეორე
როცა გველმა გვერდით ჩაუსრიალა, ჰარის შეეძლო დაეფიცა, რომ სისინა ხმამ თქვა.
As the snake slid swiftly past him, Harry could have sworn a low, hissing voice said.
100085.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეორე
ქვეწარმავლების მომვლელი შოკში ჩავარდა.
The keeper of the reptile house was in shock.
100086.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეორე
ზოოპარკის დირექტორმა თავისი ხელით მოუმზადა დეიდა პეტუნიას მაგარი ტკბილი ჩაი და თან სულ ებოდიშებოდა.
The zoo director himself made Aunt Petunia a cup of strong sweet tea while he apologised over and over again.
100087.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეორე
გველს მათთვის არაფერი დაუშავებია, მხოლოდ ხუმრობით გაჰკრა პირი ქუსლზე, მაგრამ ძია ვერნონის მანქანაში რომ ჩასხდნენ, დადლი ყვებოდა, გველმა კინაღამ ფეხი როგორ მოაჭამა.
The snake hadn’t done anything except snap playfully at their heels as it passed, but by the time they were all back in Uncle Vernon’s car, Dudley was telling them how it had nearly bitten off his leg.
100088.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეორე
მაშინ, როცა პირსი კი იფიცებოდა, რომ მას მოხრჩობას უპირებდა.
While Piers was swearing it had tried to squeeze him to death.
100089.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეორე
ის ისეთი გაბრაზებული იყო, ძლივს ლაპარაკობდა.
He was so angry he could hardly speak.
100090.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეორე
დეიდა პეტუნია გაიქცა და დიდი ჭიქით ბრენდი მოუტანა.
Aunt Petunia ran and got him a large brandy.
100091.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეორე
ჰარი დიდხანს იწვა თავის ბნელ საკუჭნაოში.
Harry lay in his dark cupboard much later.
100092.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეორე
საჭმლისათვის სამზარეულოში შეპარვას ვერ გაბედავდა.
He couldn’t risk sneaking to the kitchen for some food.
100093.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეორე
ათი წელი გაატარა მან დერსლებთან.
He’d lived with the Dursleys almost ten years.
100094.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეორე
ათი უსიხარულო წელიწადი.
Ten miserable years.
100095.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეორე
ზოგჯერ როცა დაძაბავდა მეხსიერებას საკუჭნაოში, უცნაური ხილვა მოსდიოდა თავში: მწვანე შუქის დამაბრმავებელი გაელვება და მწვავე ტკივილი შუბლზე.
Sometimes, when he strained his memory in his cupboard, he came up with a strange vision: a blinding flash of green light and a burning pain on his forehead.
100096.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეორე
ალბათ, ეს იყო კატასტროფაო, ფიქრობდა, მაგრამ ის მწვანე შუქი საიდან მოდიოდა ვერ წარმოედგინა.
This, he supposed, was the crash, though he couldn’t imagine where all the green light came from.
100097.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეორე
მას მშობლები სულ არ ახსოვდა.
He couldn’t remember his parents at all.
100098.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეორე
დეიდა და ბიძა მათ არასოდეს ახსენებდნენ.
His aunt and uncle never spoke about them.
100099.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეორე
შეკითხვების დასმა, რა თქმა უნდა, ეკრძალებოდა.
Of course he was forbidden to ask questions.
100100.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეორე
სახლში მათი ფოტოებიც არ არსებობდა.
There were no photographs of them in the house.