მოიძებნა 668045 ჩანაწერი
100141.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
მისცხე ეგ შენი სმელტინგსის ჯოხი, დადლი.
Poke him with your Smeltings stick, Dudley.
100142.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
ჰარიმ ჯოხი აიცდინა და ფოსტის მოსატანად წავიდა.
Harry dodged the stick and went to get the post.
100143.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
იატაკზე სამი წერილი ეგდო: ღია ბარათი ძია ვერნონის დისგან მარჯისაგან, რომელიც კუნძულ უაიტზე ისვენებდა.
Three letters lay on the doormat: a postcard from Uncle Vernon’s sister Marge, who was holidaying on the Isle of Wight.
100144.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
მისთვის არასდროს არავის არაფერი მოუწერია.
No one, ever, in his whole life, had written to him.
100145.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
მას არც მეგობარი ჰყავდა, არც ნათესავი, არც ბიბლიოთეკის წევრი იყო.
He had no friends, no other relatives, he didn’t belong to the library.
100146.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
კონვერტი სქელი და მძიმე იყო, მოყვითალო პერგამენტისა და მისამართი ზურმუხტისფერი მელნით ეწერა.
The envelope was thick and heavy, made of yellowish parchment, and the address was written in emerald-green ink.
100147.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
მარკა არ ეკრა.
There was no stamp.
100148.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
ლომი, არწივი, მაჩვი და გველი დიდ ასო ჰ-ს შემოხვეოდნენ.
A lion, an eagle, a badger and a snake surrounding a large letter H.
100149.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
თავის ხუმრობაზე თვითონვე გაიცინა.
He chuckled at his own joke.
100150.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
ჰარი სამზარეულოში შევიდა.
Harry went back to the kitchen.
100151.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
ისევ თავის წერილს დასცქეროდა.
He was still staring at his letter.
100152.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
ძია ვერნონს ქვითრები და ღია ბარათი მიაწოდა, დაჯდა და აუჩქარებლად შეუდგა ყვითელი კონვერტის გახსნას.
He handed Uncle Vernon the bill and the postcard, sat down and slowly began to open the yellow envelope.
100153.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
ძია ვერნონმა სწრაფად გადახია კონვერტი, ზიზღით ჩაიფრუტუნა და ღია ბარათს თვალი გადაავლო.
Uncle Vernon ripped open the bill, snorted in disgust and flipped over the postcard.
100154.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
მარჯი ავად ყოფილა, აცნობა დეიდა პეტუნიას.
Marge’s ill, he informed Aunt Petunia.
100155.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
ჰარის, ის იყო, წერილი უნდა გაეშალა, რომელიც კონვერტის მსგავს ყვითელ პერგამენტზე იყო დაწერილი, რომ ძია ვერნონმა სასწრაფოდ ხელიდან გამოსტაცა.
Harry was on the point of unfolding his letter, which was written on the same heavy parchment as the envelope, when it was jerked sharply out of his hand by Uncle Vernon.
100156.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
ჩემი წერილია, თქვა ჰარიმ და შეეცადა, უკანვე წაერთმია.
That’s mine, said Harry, trying to snatch it back.
100157.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
შენ ვინ უნდა მოგწეროს, ჩაიცინა ძია ვერნონმა.
Who’d be writing to you, sneered Uncle Vernon.
100158.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
მისი სახე ჯერ წითლად აენთო, მერე მწვანედ, შუქნიშანზე სწრაფად.
His face went from red to green faster than a set of traffic lights.
100159.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
რამდენიმე წამში ის ძველი შვრიის ფაფასავით განაცრისფერდა.
Within seconds it was the greyish white of old porridge.
100160.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
დაინტერესებულმა პეტუნიამ გამოართვა და პირველი სტრიქონი წაიკითხა.
Aunt Petunia took it curiously and read the first line.