მოიძებნა 668045 ჩანაწერი
100201.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
შეძრწუნებულმა ჰარიმ გააანალიზა, რომ ის რაღაც დიდი და ფუმფულა ძია ვერნონის სახე იყო.
To his horror Harry realised that the big squashy something had been his uncle’s face.
100202.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
ძია ვერნონი საძილე ტომარაში იწვა, კართან, იატაკზე.
Uncle Vernon had been lying at the foot of the front door in a sleeping bag.
100203.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
ნახევარი საათი უყვიროდა ჰარის და ბოლოს უთხრა, წადი ახლა, ჩაი მომიმზადეო.
He shouted at Harry for about half an hour and then told him to go and make a cup of tea.
100204.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
ჰარი საცოდავად გაიძურწა სამზარეულოში.
Harry shuffled miserably off into the kitchen.
100205.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
ძია ვერნონმა მის თვალწინ ნაკუწებად აქცია სამივე წერილი.
Uncle Vernon was tearing the letters into pieces before his eyes.
100206.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
ძია ვერნონი იმ დღეს სამსახურში არ წასულა, შინ დარჩა, საფოსტო ყუთi აჭედა.
Uncle Vernon didn’t go to work that day, he stayed at home and nailed up the letter-box.
100207.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
არა მგონია, მაგან გაჭრას, ვერნონ.
I’m not sure that’ll work, Vernon.
100208.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
პარასკევს, სულ ცოტა, თორმეტი წერილი მოუვიდა ჰარის.
On Friday, no fewer than twelve letters arrived for Harry.
100209.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
რაკი საფოსტო ყუთი აჭედილი დახვდათ, ზოგი წერილი კარის ქვეშ შემოაცოცეს, ზოგი კარის გვერდითა ღრიჭოში, ზოგიც პირველი სართულის ტუალეტის ფანჯრიდან შემოყარეს.
As they couldn’t go through the letter-box they had been pushed under the door, slotted through the sides and a few even forced through the small window in the downstairs toilet.
100210.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
ჩაქუჩი და ლურსმნები მოიმარჯვა და კარის გარშემო რაც ღიობი ნახა, საგულდაგულოდ დაგმანა.
He got out a hammer and nails and boarded up the cracks around the door.
100211.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
ძია ვერნონი ღიღინით მუშაობდა და პატარა გაფაჩუნებაზე შეკრთებოდა ხოლმე.
He hummed as he worked, and jumped at small noises.
100212.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
შაბათს სიტუაცია უმართავი შეიქნა.
On Saturday, things began to get out of hand.
100213.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
ოცდაოთხი წერილი ოცდაოთხ კვერცხში იყო დახვეული და ჩამალული.
Twenty-four letters were rolled up and hidden inside each of the two dozen eggs.
100214.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
გაცოფებული ძია ვერნონი ხან ფოსტაში რეკავდა და ხან მერძევესთან.
Uncle Vernon made furious telephone calls to the post office and the dairy.
100215.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
დეიდა პეტუნიამ წერილები ელექტროსაკეპით დაანაკუწა.
Aunt Petunia shredded the letters in her food mixer.
100216.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
ნეტა ვინ არის, ასე გამწარებით რომ ცდილობს, რაღაც შეგატყობინოს, შეეკითხა გაოცებული დადლი ჰარის.
Who on earth wants to talk to you this badly? Dudley asked Harry in amazement.
100217.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
კვირა დილით, ძია ვერნონი სამზარეულოს მაგიდასთან დაჯდა, გადაქანცულად და შეუძლოდ გამოიყურებოდა.
On Sunday morning, Uncle Vernon sat down at the breakfast table looking tired and rather ill.
100218.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
ის ჯანდაბის წერილები დღეს არ იქნება, სამზარეულოს საკვამურში რაღაცამ ჩამოიშხუილა და პირდაპირ მას ეტაკა კეფაში.
No damn letters today, something came whizzing down the kitchen chimney and caught him sharply on the back of the head.
100219.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
გასროლილი ტყვიის სისწრაფით მოქროდა ბუხრიდან წერილები.
Letters came pelting out of the fireplace like bullets.
100220.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
დერსლებმა მექანიკურად დახარეს თავი, ჰარი კი წამოხტა და სცადა, ერთი მაინც დაეჭირა.
The Dursleys ducked, but Harry leapt into the air trying to catch one.