მოიძებნა 668045 ჩანაწერი
100161.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
ხელი ყელზე მიიჭირა და ახროტინდა.
She clutched her throat and made a choking noise.
100162.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
ვერნონ! ღმერთო ჩემო, ვერნონ! ერთმანეთს მიაშტერდნენ, სულ გადაავიწყდათ, რომ ოთახში დადლი და ჰარიც იყვნენ.
Vernon! Oh my goodness, Vernon! They stared at each other, seeming to have forgotten that Harry and Dudley were in the room.
100163.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
დადლი მიჩვეული არ იყო რომ აიგნორებდნენ.
Dudley wasn’t used to being ignored.
100164.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
მინდა, ეგ წერილი წავიკითხო! ბრძანა ხმამაღლა.
I want to read that letter, he said loudly.
100165.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
თქვენ ორივე გადით აქედან! დაიხავლა ძია ვერნონმა და წერილი კონვერტში ჩაჩურთა.
Get out, both of you, croaked Uncle Vernon, stuffing the letter back inside its envelope.
100166.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
ჰარი არც კი განძრეულა.
Harry didn’t move.
100167.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
მე მაჩვენეთ! ითხოვდა დადლი.
Let me see it! demanded Dudley.
100168.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
გაადიიით! აღრიალდა ძია ვერნონი, ორივეს ქეჩოში ჩაავლო ხელი და დერეფანში გაისროლა, თან სამზარეულოს კარი უკნიდან მიუჯახუნა.
OUT! roared Uncle Vernon, and he took both Harry and Dudley by the scruffs of their necks and threw them into the hall, slamming the kitchen door behind them.
100169.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
ჰარიმ და დადლიმ მყისვე გააფთრებული, მაგრამ უხმო ბრძოლა გააჩაღეს კარის ჭუჭრუტანასთან ვინ მიაყურადებდა.
Harry and Dudley promptly had a furious but silent fight over who would listen at the keyhole.
100170.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
დადლიმ გაიმარჯვა, ასე რომ ცალ ყურზე სათვალეჩამოკონწიალებული ჰარი ძირს გართხმულიყო და კარსა და იატაკს შორის დარჩენილი ღრიჭოდან უგდებდა ყურს.
Dudley won, so Harry, his glasses dangling from one ear, lay flat on his stomach to listen at the crack between door and floor.
100171.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
ვერნონ, დეიდა პეტუნიას ხმა უკანკალებდა, მისამართს დახედე.
Vernon, Aunt Petunia was saying in a quivering voice, look at the address.
100172.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
რა ვქნათ, ვერნონ? მივწეროთ?
What should we do, Vernon? Should we write back?
100173.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
ჰარი ღრიჭოში ხედავდა, როგორ დადიოდა წინ და უკან ძია ვერნონის პრიალა შავი ფეხსაცმელი.
Harry could see Uncle Vernon’s shiny black shoes pacing up and down the kitchen.
100174.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
გახსოვს, ბავშვი რომ ავიყვანეთ, მაშინ დავიფიცეთ, რომ ამ საშინელ უაზრობას წერტილს დავუსვამდით.
Didn’t we swear when we took him in we’d stamp out that dangerous nonsense.
100175.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
იმავე საღამოს, სამსახურიდან დაბრუნდა თუ არა, ისეთი რამ მოიმოქმედა, რაც მანამდე არასოდეს გაუკეთებია: იგი ჰარის ესტუმრა საკუჭნაოში.
That evening when he got back from work, he did something he’d never done before: he visited Harry in his cupboard.
100176.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
სად არის ჩემი წერილი? იკითხა ჰარიმ, როგორც კი ძია ვერნონმა კარებში თავი შემოყო.
Where’s my letter? said Harry, the moment Uncle Vernon had squeezed through the door.
100177.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
სიჩუმე! იბღავლა ძია ვერნონმა და ერთი-ორი ობობა ჭერიდან მოწყდა.
SILENCE! yelled Uncle Vernon, and a couple of spiders fell from the ceiling.
100178.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
მერე რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა და ნაძალადევად გაიღიმა.
He took a few deep breaths and then forced his face into a smile.
100179.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
დერსლებს ოთხი საძინებელი ჰქონდათ: ერთი ძია ვერნონს და დეიდა პეტუნიას ეკავათ, ერთიც სტუმრებისთვის იყო განკუთვნილი (ძირითადად, ძია ვერნონის დისთვის, მარჯისთვის).
The Dursleys’ house had four bedrooms: one for Uncle Vernon and Aunt Petunia, one for visitors (usually Uncle Vernon’s sister, Marge).
100180.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
აქ თითქმის ყველაფერი დამტვრეული ელაგა.
Nearly everything in here was broken.