მოიძებნა 668045 ჩანაწერი
100221.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
ძია ვერნონი მაჯაში სწვდა ჰარის და დერეფანში გაისროლა.
Uncle Vernon seized Harry around the waist and threw him into the hall.
100222.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
როდესაც დეიდა პეტუნიამ და დადლიმ სახეზე ხელები აიფარეს და გარეთ გამოცვივდნენ, ძია ვერნონმა კარი მიაჯახუნა.
When Aunt Petunia and Dudley had run out with their arms over their faces, Uncle Vernon slammed the door shut.
100223.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
ესმოდათ, კვლავ როგორ ცვიოდა წერილები ოთახში, ხან კედლებს ეხეთქებოდა, ხან იატაკს.
They could hear the letters still streaming into the room, bouncing off the walls and floor.
100224.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
გადაწყდა, გამოაცხადა ძია ვერნონმა, ცდილობდა ვითომდა მშვიდად ესაუბრა, თან ულვაშს ბღუჯა-ბღუჯა იგლეჯდა.
That does it, said Uncle Vernon, trying to speak calmly but pulling great tufts out of his moustache at the same time.
100225.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
მივემგზავრებით.
We’re going away.
100226.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
უბრალოდ ჩაალაგეთ ცოტა ტანსაცმელი.
Just pack some clothes.
100227.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
ისეთი საშინელი სანახავი იყო შეთხელებული ულვაშით, რომ ხმის ამოღებას ვინ გაბედავდა.
He looked so dangerous with half his moustache missing that no one dared argue.
100228.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
ათ წუთში ჩამოგლიჯეს აჭედილი კარები და ჩასხდნენ მანქანაში, მთავარი მაგისტრალისკენ აიღეს გეზი.
Ten minutes later they had wrenched the boarded-up doors and were in the car, speeding towards the motorway.
100229.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
დადლი უკანა სკამზე ქსუტუნებდა.
Dudley was sniffling in the back seat.
100230.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
დეიდა პეტუნიაც კი ვერ ბედავდა, ეკითხა, საით მივდივართო.
Even Aunt Petunia didn’t dare ask where they were going.
100231.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
დროდადრო ძია ვერნონი მოულოდნელად უკან მოაბრუნებდა ხოლმე მანქანას და საპირისპირო მიმართულებით მიჰყავდა.
Every now and then Uncle Vernon would take a sharp turning and drive in the opposite direction for a while.
100232.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
არც საჭმელად ან დასალევად შეჩერებულან სადმე მთელი დღე.
They didn’t stop to eat or drink all day.
100233.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
შებინდებისას დადლი ყმუოდა.
By nightfall Dudley was howling.
100234.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
ასეთი საშინელი დღე ცხოვრებაში ჯერ არ ჰქონია.
He’d never had such a bad day in his life.
100235.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
ბოლოს, დიდი ქალაქის გარეუბანში ერთ ყოვლად უბადრუკ სასტუმროსთან შეჩერდნენ.
Uncle Vernon stopped at last outside a gloomy-looking hotel on the outskirts of a big city.
100236.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
დადლიმ მაშინვე ხვრინვა ამოუშვა, მაგრამ ჰარის არ ეძინა, ფანჯრის რაფაზე იჯდა, გამვლელი მანქანების შუქს უცქეროდა და ფიქრობდა.
Dudley snored but Harry stayed awake, sitting on the windowsill, staring down at the lights of passing cars and wondering.
100237.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
მეორე დილის საუზმედ გამხმარი სიმინდის ბურბუშელა და დაკონსერვებული ცივი პომიდორი გაფიცხებული პურზე მიირთვეს.
They ate stale cornflakes and cold tinned tomatoes on toast for breakfast next day.
100238.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
ის იყო, საუზმეს მორჩნენ, რომ სასტუმროს დიასახლისი მათ მაგიდას მიუახლოვდა.
They had just finished when the owner of the hotel came over to their table.
100239.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
მას წერილი ისე ეკავა, რომ გარკვევით იკითხებოდა მწვანე მელნით ნაწერი მისამართი.
She held up a letter so they could read the green ink address.
100240.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
ჰარი წერილს სწვდა, მაგრამ ძია ვერნონმა მკლავში ჩასცხო.
Harry made a grab for the letter but Uncle Vernon knocked his hand out of the way.