მოიძებნა 668045 ჩანაწერი
100261.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
ძია ვერნონის სურსათ-სანოვაგე სულ ერთი პარკი ხრაშუნა კარტოფილი და ოთხი ბანანი აღმოჩნდა.
Uncle Vernon’s rations turned out to be a packet of crisps and four bananas.
100262.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
მან კარტოფილის ცარიელი პარკებით ცეცხლის დანთება სცადა, მაგრამ პარკები მხოლოდ შეიჭმუჭნა და აბოლდა.
He tried to start a fire but the empty crisp packets just smoked and shrivelled up.
100263.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
არაჩვეულებრივ გუნებაზე იყო.
He was in a very good mood.
100264.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
აშკარაა, ფიქრობდა, რომ აქ ასეთ შტორმში არავინ ეცდებოდა წერილების მოტანას.
Obviously he thought nobody stood a chance of reaching them here in a storm to deliver post.
100265.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
გუნებაში ჰარიც ეთანხმებოდა, თუმცა მას ეს აზრი სრულებითაც არ ახალისებდა.
Harry privately agreed, though the thought didn’t cheer him up at all.
100266.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
ღამით მართლაც ატყდა დაპირებული ქარიშხალი.
As night fell, the promised storm blew up around them.
100267.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
ძლიერი, აქაფებული ტალღები ქოხის კედლებს ეხეთქებოდა და მძვინვარე ქარი ჭუჭყიანი ფანჯრებს არყევდა.
Spray from the high waves splattered the walls of the hut and a fierce wind rattled the filthy windows.
100268.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
დეიდა პეტუნიამ ერთ ოთახში დაობებული საბნები იპოვა და ჩრჩილნაჭამ დივანზე დადლის ლოგინი მოუწყო.
Aunt Petunia found a few mouldy blankets in the second room and made up a bed for Dudley on the moth-eaten sofa.
100269.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
ის და ძია ვერნონი გვერდით ოთახში, ოღროჩოღრო საწოლზე დაწვნენ.
She and Uncle Vernon went off to the lumpy bed next door.
100270.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
ჰარის სხვა რა გზა ჰქონდა, იატაკზე შედარებით მყუდრო ადგილი უნდა ეპოვა და სიფრიფანა, დაფლეთილ საბანში გახვეულიყო.
Harry was left to find the softest bit of floor he could and to curl up under the thinnest, most ragged blanket.
100271.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
ქარიშხალი უფრო და უფრო მრისხანედ გამძვინვარდა.
The storm raged more and more ferociously.
100272.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
ჰარი ვერ იძინებდა.
Harry couldn’t sleep.
100273.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
ის კანკალებდა და მუცელი შიმშილისაგან ბუყბუყებდა.
He shivered and his stomach was rumbling with hunger.
100274.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
თითქმის შუაღამისას დაწყებულმა ჭექა-ქუხილის ხმამ დადლის ხვრინვა გადაფარა.
Dudley’s snores were drowned by the rolls of thunder that started near midnight.
100275.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
ხუთი წუთი დარჩა.
Five minutes to go.
100276.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
ჰარიმ გარედან ტკაცანი გაიგონა.
Harry heard something creak outside.
100277.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
ნუთუ ეს ზღვა იყო, ძლიერად რომ უტყაპუნებდა კლდეზე?
Was that the sea, slapping hard on the rock like that?
100278.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
მთელი ქოხი შეზანზარდა და ჰარი წამოჯდა, კარს მიაჩერდა.
The whole shack shivered and Harry sat bolt upright, staring at the door.
100279.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მესამე
გარეთ ვიღაც იდგა და კარზე აბრახუნებდა.
Someone was outside, knocking to come in.
100280.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეოთხე
გასაღებების მცველი.
The Keeper of the Keys.