მოიძებნა 668045 ჩანაწერი
100281.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეოთხე
მათ ზურგს უკანაც რაღაც გაჯახუნდა და მეორე ოთახიდან ძია ვერნონი შემოვარდა.
There was a crash behind them and Uncle Vernon came skidding into the room.
100282.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეოთხე
ხელში თოფი ეჭირა.
He was holding a rifle in his hands.
100283.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეოთხე
გაფრთხილებ, იარაღი მაქვს!
I warn you, I’m armed!
100284.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეოთხე
ისეთი ძალით შემოიგლიჯა კარი, რომ ანჯამებიდან ამოვარდა და გამაყრუებელი ბრახუნით დაასკდა იატაკს.
The door was hit with such force that it swung clean off its hinges and with a deafening crash landed flat on the floor.
100285.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეოთხე
კარში ნამდვილი გოლიათი იდგა.
A giant of a man was standing in the doorway.
100286.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეოთხე
სახე თითქმის სრულად დაფარული იყო გრძელი, აჩეჩილი თმითა და გაბურძგნილი წვერით, მაგრამ მის თვალებს გაარჩევდით, ხოჭოსავით მბზინავ ორი შავი წერტილს.
His face was almost completely hidden by a long, shaggy mane of hair and a wild, tangled beard, but you could make out his eyes, glinting like black beetles.
100287.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეოთხე
გოლიათი ქოხში დიდი გაჭირვებით შემოეტია.
The giant squeezed his way into the hut.
100288.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეოთხე
ძირს დაიხარა, კარი აიღო და ხელად დაამაგრა თავის ადგილას.
He bent down, picked up the door and fitted it easily back into its frame.
100289.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეოთხე
ქარიშხლის ხმა შედარებით მიჩუმდა.
The noise of the storm outside dropped a little.
100290.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეოთხე
მერე შემოტრიალდა, რომ ისინი შეეთვალიერებინა.
He turned to look at them all.
100291.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეოთხე
დივნისკენ წავიდა, სადაც შიშისგან ადგილზე გაყინული დადლი წამომჯდარიყო.
He strode over to the sofa where Dudley sat frozen with fear.
100292.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეოთხე
იქით მიიწი, შე გაბერილო, უთხრა უცნობმა.
Budge up, yeh great lump, said the stranger.
100293.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეოთხე
დადლიმ წამოიკივლა და ამოეფარა დედის ზურგს.
Dudley squeaked and hid behind his mother.
100294.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეოთხე
დეიდა პეტუნია მოკუნტული, შეშინებული, ძია ვერნონის უკან მიმალულიყო.
Aunt Petunia was crouching, terrified, behind Uncle Vernon.
100295.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეოთხე
ჰარიმ ახედა მის მძვინვარე, ველურ, იდუმალ სახეს და დაინახა, როგორ დაუვიწროვა ღიმილმა ხოჭოთვალები.
Harry looked up into the fierce, wild, shadowy face and saw that the beetle eyes were crinkled in a smile.
100296.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეოთხე
თქვენ კარი შემოამტვრიეთ და შემოიჭერით!
You are breaking and entering!
100297.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეოთხე
მოკეტე, დერსლი, შე გამოქლიავებულო, შენა, თქვა გოლიათმა.
Ah, shut up, Dursley, yeh great prune, said the giant.
100298.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეოთხე
ძია ვერნონს თოფი გამოსტაცა, იოლად გადაკვანძა, თითქოს რეზინისა ყოფილიყოს, და ოთახის კუთხეში მიაგდო.
He jerked the gun out of Uncle Vernon’s hands, bent it into a knot as easily as if it had been made of rubber, and threw it into a corner of the room.
100299.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეოთხე
ჰო, მართლა, ჰარი, გოლიათმა დერსლებს ზურგი აქცია: დაბადების დღეს გილოცავ.
Anyway Harry, said the giant, turning his back on the Dursleys: a very happy birthday to yeh.
100300.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეოთხე
შავი პალტოს გულის ჯიბიდან ოდნავ შეჭყლეტილი ყუთი ამოიღო.
From an inside pocket of his black overcoat he pulled a slightly squashed box.