მოიძებნა 668045 ჩანაწერი
100421.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეოთხე
თბილი, სქელი პალტო გაიხადა და ჰარის გადაუგდო.
He took off his thick black coat and threw it to Harry.
100422.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
მეორე დილით ჰარის ადრე გაეღვიძა.
Harry woke early the next morning.
100423.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
იგრძნო, უკვე გათენებულიყო, მაგრამ თვალები მაგრად დაეხუჭა.
Although he could tell it was daylight, he kept his eyes shut tight.
100424.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
დამესიზმრა, რომ მოვიდა ერთი გოლიათი, სახელად ჰაგრიდი და მითხრა, ჯადოქრობის სკოლაში წახვალო.
I dreamed a giant called Hagrid came to tell me I was going to a school for wizards.
100425.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
თვალს რომ გავახელ, შინ, ჩემს საკუჭნაოში ვიქნები.
When I open my eyes I’ll be at home in my cupboard.
100426.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
უცებ ხმამაღალი კაკუნი მოესმა.
There was suddenly a loud tapping noise.
100427.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
და, ესეც დეიდა პეტუნია კარზე მიკაკუნებს, გული დასწყდა ჰარის.
And there’s Aunt Petunia knocking on the door, Harry thought, his heart sinking.
100428.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
კაკ-კუკ, კაკ-კუკ, ვდგები, ჩაილუღლუღა ჰარიმ.
Tap, tap, tap, I'm getting up, Harry mumbled.
100429.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
ჰაგრიდის მძიმე პალტო ძირს ჩამოსრიალდა.
Hagrid’s heavy coat fell off him.
100430.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
ქოხი მზის სინათლით იყო სავსე, ქარიშხალი ჩამდგარიყო, ჰაგრიდს ჩანგრეულ დივანზე ეძინა, ფანჯარას კი ბუ მოსდგომოდა, ბრჭყალებით აკაკუნებდა ფანჯარაზე, ნისკარტით გაზეთი ეკავა.
The hut was full of sunlight, the storm was over, Hagrid himself was asleep on the collapsed sofa and there was an owl rapping its claw on the window, a newspaper held in its beak.
100431.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
ფანჯარასთან მიირბინა და სასწრაფოდ გამოაღო.
He went straight to the window and jerked it open.
100432.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
ბუ ოთახში შემოფრინდა და გაზეთი ჰაგრიდს ზედ დააგდო.
The owl swooped in and dropped the newspaper on top of Hagrid.
100433.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
ბუ იატაკზე დაჯდა და ახლა მის პალტოს დაუწყო კორტნა.
The owl then fluttered on to the floor and began to attack Hagrid’s coat.
100434.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
ნისკარტი ავად ააკაწკაწა და ისევ პალტოს გლეჯა განაგრძო.
It snapped its beak fiercely at him and carried on savaging the coat.
100435.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
გადაუხადე, რა! ჩაიბურტყუნა ჰაგრიდმა.
Pay him! Hagrid grunted.
100436.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
გასამრჯელოს გთხოვს გაზეთის მოტანისთვის.
He wants paying for delivering the paper.
100437.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
ჯიბეებში ნახე.
Look in the pockets.
100438.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
გასაღებების აცმა, საწუწნი აბები, თოკის გორგლები, პიტნიანი კარამელი, ჩაის პაკეტები.
Bunches of keys, slug pellets, balls of string, mint humbugs, teabags.
100439.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
ბოლოს ჰარიმ მთელი მუჭა უცნაური მონეტები ამოიღო.
Finally, Harry pulled out a handful of strange-looking coins.
100440.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
ხუთი კნატი მიეცი, ძილბურანში ამოილაპარაკა ჰაგრიდმა.
Give him five Knuts, said Hagrid sleepily.