მოიძებნა 668045 ჩანაწერი
100441.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
ბრინჯაოს პატარა მონეტები.
The little bronze ones.
100442.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
ჰარიმ გადათვალა ხუთი ბრინჯაო და ბუმ ფეხი გაუწოდა, რომ მას ფული ფეხზე მიბმულ პატარა ტყავის ქისაში ჩაეყარა.
Harry counted out five little bronze coins and the owl held out its leg so he could put the money into a small leather pouch tied to it.
100443.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
ბუ ღია ფანჯარაში გაფრინდა.
An owl flew off through the open window.
100444.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
ჰაგრიდმა ხმამაღლა დაამთქნარა, წამოჯდა და გაიზმორა.
Hagrid yawned loudly, sat up and stretched.
100445.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
ჰარი ჯადოქრების ფულს ხელში ატრიალებდა და თვალს არ აცილებდა.
Harry was turning over the wizard coins and looking at them.
100446.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
უცებ ისეთი რაღაც მოაფიქრდა, რამაც თითქოს მახათივით უჩხვლიტა ბედნიერების ბუშტს.
He had just thought of something which made him feel as though the happy balloon had got a puncture.
100447.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
ჰაგრიდი თავის უზარმაზარ ჩექმებს იცვამდა.
Hagrid was pulling on his huge boots.
100448.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
ფული არა მაქვს, ძია ვერნონმა წუხელ რა თქვა, ხომ გაიგონეთ – არ გადამიხდის ფულს, რომ წავიდე და მაგია შევისწავლო.
I haven’t got any money and you heard Uncle Vernon last night – he won’t pay for me to go and learn magic.
100449.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
მაგის დარდი ნუ გაქვს, ჰაგრიდი წამოდგა და თავი მოიფხანა.
Don’t worry about that, said Hagrid, standing up and scratching his head.
100450.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
სახლში კი არ ინახავდნენ ოქროს, ბიჭო.
They did not keep their gold in the house, boy.
100451.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
გობლინები მართავენ.
Run by goblins.
100452.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
ჰარის სოსისი გაუვარდა ხელიდან.
Harry dropped the bit of sausage he was holding.
100453.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
ჰარი, გობლინების საქმეში ცხვირი არასდროს ჩაყო.
Never mess with goblins, Harry.
100454.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
ჰაგრიდი ამაყად გაიჯგიმა.
Hagrid drew himself up proudly.
100455.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
ცა მოწმენდილიყო და ზღვის ზედაპირი მზის შუქს ირეკლავდა.
The sky was quite clear now and the sea gleamed in the sunlight.
100456.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
ძია ვერნონმა რომ ნავი იქირავა, ისევ იქ იდგა, ქარიშხალს ბლომად წყალი ჩაეგუბებინა შიგ.
The boat Uncle Vernon had hired was still there, with a lot of water in the bottom after the storm.
100457.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
აქ როგორ მოხვდით? იკითხა ჰარიმ.
How did you get here? Harry asked.
100458.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
ნავში რომ სხდებოდნენ, ჰარი ჰაგრიდს უცქეროდა, ცდილობდა, წარმოედგინა, როგორ დაფრინავდა.
They settled down in the boat, Harry still staring at Hagrid, trying to imagine him flying.
100459.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
თქვა ჰაგრიდმა და ისევ ის ალმაცერი მზერა გააპარა ჰარისკენ.
Said Hagrid, giving Harry another of his sideways looks.
100460.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
ჰაგრიდმა ვარდისფერი ქოლგა ამოიღო და ნავს გვერდზე ორჯერ მიუკაკუნა და ნაპირისკენ სწრაფად გაცურეს.
Hagrid pulled out the pink umbrella again, tapped it twice on the side of the boat and they sped off towards land.