მოიძებნა 668045 ჩანაწერი
100461.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
გიჟი რატომ უნდა იყო, გრინგოტსის გაქურდვა რომ მოინდომო? დაინტერესდა ჰარი.
‘Why would you be mad to try and rob Gringotts? Harry asked.
100462.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
თქვა ჰაგრიდმა და თან გაზეთი გადაშალა, ამბობენ, ზესაიდუმლო საცავებს დრაკონები დარაჯობენო.
Said Hagrid, unfolding his newspaper as he spoke, they say dragons guard the high-security vaults.
100463.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
ჰარი იჯდა და ამაზე ფიქრობდა მაშინ, როცა ჰაგრიდი გაზეთს კითხულობდა.
Harry sat and thought about this while Hagrid read his newspaper.
100464.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
მაგიის სამინისტრო ისევ ინტრიგებს ხლართავს, ჩაილაპარაკა ჰაგრიდმა და გაზეთი გადაფურცლა.
Ministry of Magic messing things up as usual, Hagrid muttered, turning the page.
100465.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
ყოველ დილით ბუებით აკლებული ჰყავს დამბლდორი, რჩევას ეკითხება.
So he pelts Dumbledore with owls every morning, asking for advice.
100466.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
ამასობაში ნავი ნავსადგურის კედელს მსუბუქად მიეჯახა.
At this moment the boat bumped gently into the harbour wall.
100467.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
ჰაგრიდმა გაზეთი დაკეცა.
Hagrid folded up his newspaper.
100468.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
გამვლელები უცქეროდნენ ჰაგრიდს.
Passers-by stared at Hagrid.
100469.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
ჰარი ვერც გაამტყუნებდა მათ.
Harry couldn’t blame them.
100470.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
ჰაგრიდმა ორი კაცის ადგილი დაიკავა და იჯდა და ცირკის კარვის მსგავს რაღაცას ქსოვდა, მოყვითალო-მომწვანო ფერისას.
Hagrid took up two seats and sat knitting what looked like a canary-yellow circus tent.
100471.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
შეეკითხა ჰარის, თან ამოყვანილ თვლებს ითვლიდა.
He asked Harry as he counted stitches.
100472.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
ჰარიმ პერგამენტის კონვერტი ამოიღო ჯიბიდან.
Harry took the parchment envelope out of his pocket.
100473.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
ჰარიმ წერილის მეორე ფურცელი გაშალა, რომლისთვისაც წუხელ ყურადღება არ მიუქცევია, და წაიკითხა.
Harry unfolded a second piece of paper he hadn’t noticed the night before and read.
100474.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
ფორმა: პირველი კურსის მოსწავლეებს სჭირდებათ: სამი ცალი უბრალო სამუშაო მანტია (შავი).
Uniform First-year students will require: three sets of plain work robes (black).
100475.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
ერთი ცალი უბრალო წვეტიანი ქუდი (შავი), დღისით სატარებლად.
One plain pointed hat (black) for day wear.
100476.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
ერთი წყვილი დამცავი ხელთათმანი (დრაკონის ტყავის ან მსგავსი).
One pair of protective gloves (dragon hide or similar).
100477.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
ერთი ზამთრის მოსასხამი (შავი, ვერცხლისშესაკრავებიანი).
One winter cloak (black, silver fastenings)
100478.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
მირანდა გოშოკის შელოცვების ქრესტომათია, ბათილდა ბეგშოთის მაგიის ისტორია, ადალბერტ ვოფლინგის მაგიის თეორია, ემერიკ სვიჩის ტრანსფიგურაციის დამხმარე სახელმძღვანელო დამწყებთათვის.
The Standard Book of Spells by Miranda Goshawk, A History of Magic by Bathilda Bagshot, Magical Theory by Adalbert Waffling, A Beginner’s Guide to Transfiguration by Emeric Switch.
100479.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
ფილიდა სპორის ათასი სასწაულმოქმედი მცენარე და სოკო, არსენიუს ჯიგერის სასწაულმოქმედი წამლები და საწამლავები.
One Thousand Magical Herbs and Fungi by Phyllida Spore, Magical Drafts and Potions by Arsenius Jigger.
100480.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
სხვა აღჭურვილობა: 1 ჯადოსნური ჯოხი 1 ქვაბი (მოკალული, სტანდარტული, ზომა 2) 1 მინის ან ბროლის წამლის შუშების კომპლექტი 1 ტელესკოპი 1 თითბრის სასწორი.
Other Equipment: 1 wand 1 cauldron (pewter, standard size 2) 1 set glass or crystal phials 1 telescope 1 set brass scales.