მოიძებნა 668045 ჩანაწერი
100661.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
რა თქმა უნდა, ეს იყო მისი საუკეთესო დაბადების დღე, მაგრამ ახლა, ჰამბურგერს ღეჭავდა და სიტყვებს ეძებდა.
He’d just had the best birthday of his life – and yet – he chewed his hamburger, trying to find the words.
100662.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
სახელგანთქმული ვარ და არც კი მახსოვს, რის გამო.
I’m famous and I can’t even remember what I’m famous for.
100663.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
ჰაგრიდი მაგიდის მეორე მხრიდან გადმოიხარა.
Hagrid leant across the table.
100664.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
ამ გაჩეჩილ, წარბებგაფარჩხულ გოლიათს საოცრად კეთილი ღიმილი ჰქონდა.
Behind the wild beard and eyebrows he wore a very kind smile.
100665.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
ჰაგრიდმა ჰარი მატარებელში ჩააბარგა, რომელსაც ისევ დერსლებთან უნდა წაეყვანა ბიჭი.
Hagrid helped Harry on to the train that would take him back to the Dursleys.
100666.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
დერსლებთან თუ რამე გაგიჭირდეს, მომწერე.
Any problems with the Dursleys, send me a letter.
100667.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
მატარებელი სადგურიდან დაიძრა.
The train pulled out of the station.
100668.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეხუთე
ჰარიმ იფიქრა, სანამ თვალს მიეფარება, მინდა, ჰაგრიდს ვუცქიროო, წამოდგა და ფანჯრის მინას მიადო ცხვირი, მაგრამ თვალი დაახამხამა და, ჰაგრიდიც გაქრა.
Harry wanted to watch Hagrid until he was out of sight; he rose in his seat and pressed his nose against the window, but he blinked and Hagrid had gone.
100669.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეექვსე
დერსლებთან გატარებული ჰარის ბოლო თვე სახალისო არ იყო.
Harry’s last month with the Dursleys wasn’t fun.
100670.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეექვსე
დეიდა პეტუნია და ძია ვერნონი ჰარის აღარც საკუჭნაოში კეტავდნენ, აღარც რაიმეს კეთებას აიძულებდნენ, აღარც უყვიროდნენ.
Aunt Petunia and Uncle Vernon didn’t shut Harry in his cupboard, force him to do anything or shout at him.
100671.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეექვსე
ნახევრად გაბრაზებულები, ნახევრად შეშინებულები იყვნენ.
They were half-furious and half-terrified.
100672.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეექვსე
ჰარი თავისი ოთახიდან არ გამოდიოდა.
Harry kept to his room.
100673.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეექვსე
მისი სასკოლო სახელმძღვანელოები ძალიან საინტერესო იყო.
His school books were very interesting.
100674.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეექვსე
კიდევ კარგი, დეიდა პეტუნია თავისი მტვერსასრუტით აღარ მოდიოდა.
It was lucky that Aunt Petunia didn’t come in to hoover any more.
100675.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეექვსე
აგვისტოს ბოლო დღეს მან გადაწყვიტა, დეიდამისისა და ბიძამისისათვის ეთქვა, ხვალ კინგს ქროსის სადგურში წასვლაზე.
On the last day of August he thought he’d better speak to his aunt and uncle about getting to King’s Cross station next day.
100676.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეექვსე
სასტუმრო ოთახში ჩავიდა, სადაც ყველანი ტელევიზორში ვიქტორინას უყურებდნენ.
He went down to the living-room, where they were watching a quiz show on television.
100677.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეექვსე
მან ჩაახველა.
He cleared his throat.
100678.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეექვსე
დადლიმ შეჰყვირა და ოთახიდან გავარდა.
Dudley screamed and ran from the room.
100679.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეექვსე
თუ შეიძლება, წამიყვანეთ?
Would it be all right if you gave me a lift?
100680.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეექვსე
უკან კიბეებზე ასვლას აპირებდა, რომ ძია ვერნონმა, როგორც იქნა, ხმა ამოიღო.
He was about to go back upstairs when Uncle Vernon actually spoke.