მოიძებნა 668045 ჩანაწერი
100801.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეექვსე
ჰარის აინტერესებდა, რას აკეთებდნენ ჯადოქრები სკოლის დამთავრების შემდეგ.
Harry was wondering what a wizard did once he’d finished school.
100802.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეექვსე
ჩარლი ახლა რუმინეთშია, დრაკონების შესასწავლად.
Charlie’s in Romania studying dragons.
100803.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეექვსე
ვიღაცას ზესაიდუმლო საცავის გაქურდვა უცდია.
Someone tried to rob a highsecurity vault.
100804.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეექვსე
მამაჩემმა თქვა, გრინგოტსში მხოლოდ ძალიან ძლიერი ბოროტი ჯადოქარი თუ შეაღწევდაო, მაგრამ უცნაური ისაა, რომ, როგორც ამბობენ, არაფერია წაღებული.
My dad says it must’ve been a powerful Dark wizard to get round Gringotts, but they don’t think they took anything, that’s what’s odd.
100805.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეექვსე
არც ერთი არ ვიცი, გამოტყდა ჰარი.
I don’t know any, Harry confessed.
100806.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეექვსე
რა? რონის განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა.
What? Ron looked dumbfounded.
100807.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეექვსე
ჩასკვნილი ბიჭები იყვნენ, საკმაოდ უსიამოვნო შესახედაობისა.
Both of them were thickset and looked extremely mean.
100808.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეექვსე
ფერმკრთალ ბიჭს აქეთ-იქიდან ედგნენ პირადი მცველებივით.
Standing either side of the pale boy they looked like bodyguards.
100809.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეექვსე
რონმა ჩაახველასავით, ალბათ, სიცილის დასაფარავად.
Ron gave a slight cough, which might have been hiding a snigger.
100810.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეექვსე
მამაჩემი ამბობს, ყველა უისლის წითელი თმა და ჭორფლები აქვთო.
My father told me all the Weasleys have red hair, freckles.
100811.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეექვსე
ჰარის ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად, მაგრამ ჰარის არ ჩამოურთმევია.
He held out his hand to shake Harry’s, but Harry didn’t take it.
100812.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეექვსე
ჩვენთან ჩხუბი გინდათ, არა? ჩაიცინა მალფოიმ.
You’re going to fight us, are you? Malfoy sneered.
100813.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეექვსე
გოილს თითზე ვირთხა ეკიდა, წვეტიანი პატარა კბილები შიგ სახსარში ჩაესო.
The rat was hanging off his finger, sharp little teeth sunk deep into Goyle’s knuckle.
100814.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეექვსე
შეიძლება, იფიქრეს, აქ კიდევ იქნებიან ტკბილეულში ჩასაფრებული ვირთხებიო, ან შეიძლება, ფეხის ხმა გაიგონეს, რადგან ზუსტად ერთ წამში ჰერმიონ გრეინჯერი შემოვიდა.
Perhaps they thought there were more rats lurking among the sweets, or perhaps they’d heard footsteps, because a second later, Hermione Granger had come in.
100815.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეექვსე
მამაჩემს არ სჯერა.
My dad doesn’t believe it.
100816.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეექვსე
მარტო იმიტომ მოვედი, რომ დერეფანში ზოგიერთები უაზროდ დარბიან, ბავშვურად იქცევიან, თქვა ჰერმიონმა დამცინავად.
I only came in here because people outside are behaving very childishly, racing up and down the corridors, said Hermione in a sniffy voice.
100817.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეექვსე
ჰარიმ ფანჯარაში გაიხედა.
Harry peered out of the window.
100818.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეექვსე
ბინდდებოდა.
It was getting dark.
100819.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეექვსე
მთებს და ტყეებს მუქი იისფერი ცა დაჰყურებდა.
He could see mountains and forests under a deep-purple sky.
100820.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეექვსე
მატარებელმა სიჩქარეს უკლო.
The train did seem to be slowing down.