მოიძებნა 668045 ჩანაწერი
100821.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეექვსე
რონს მანტია მოკლე ჰქონდა, ქვემოდან ბოტასები მოუჩანდა.
Ron’s were a bit short for him, you could see his trainers underneath them.
100822.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეექვსე
გთხოვთ, ბარგი მატარებელში დატოვოთ, სკოლაში ცალკე წამოიღებენ!
Please leave your luggage on the train, it will be taken to the school separately!
100823.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეექვსე
ჰარის ნერვიულობისაგან მუცელი ასტკივდა, რონი კი ისე გაფითრდა, ჭორფლიც კი გაეცრიცა.
Harry’s stomach lurched with nerves and Ron, he saw, looked pale under his freckles.
100824.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეექვსე
დარჩენილი ტკბილეული ჯიბეებში ჩაიყარეს და ხალხით გაჭედილ დერეფანში გავიდნენ.
They crammed their pockets with the last of the sweets and joined the crowd thronging the corridor.
100825.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეექვსე
მატარებელი სვლას თანდათან ანელებდა, ბოლოს გაჩერდა.
The train slowed right down and finally stopped.
100826.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეექვსე
ხალხი კარს მიაწყდა და პაწაწინა, ბნელ ბაქანზე გადმოვიდნენ.
People pushed their way towards the door and out on to a tiny, dark platform.
100827.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეექვსე
ჰარის ღამის სიცივისაგან შეაჟრჟოლა.
Harry shivered in the cold night air.
100828.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეექვსე
გაბურძგნილი ჰაგრიდი გაბადრული დასცქეროდათ ზემოდან.
Hagrid’s big hairy face beamed over the sea of heads.
100829.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეექვსე
ფრთხილად იარეთ!
Mind your step!
100830.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეექვსე
ვიწრო ბილიკი უზარმაზარ შავ ტბასთან გასულიყო.
The narrow path had opened suddenly on to the edge of a great black lake.
100831.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეექვსე
მაღალი მთის წვერზე, ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ფონზე, წამომართულიყო უზარმაზარი ციხე-კოშკი, უამრავი კოშკურითა და ციმციმა ფანჯრით.
Perched atop a high mountain on the other side, its windows sparkling in the starry sky, was a vast castle with many turrets and towers.
100832.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეექვსე
პატარა ნავების ფლოტილია ერთბაშად დაიძრა და მოსარკული ტბის ზედაპირს გაუყვა.
The fleet of little boats moved off all at once, gliding across the lake, which was as smooth as glass.
100833.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეექვსე
გარინდულები უზარმაზარ ციხე-კოშკს თვალს არ აშორებდნენ.
Everyone was silent, staring up at the great castle overhead.
100834.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეექვსე
რაც უფრო უახლოვდებოდნენ, ისიც მით უფრო მაღლდებოდა და იზრდებოდა.
It towered over them as they sailed nearer and nearer to the cliff on which it stood.
100835.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეექვსე
ჰაგრიდმა ვეება მუშტი ასწია და ციხე-კოშკის კარზე სამჯერ დააბრახუნა.
Hagrid raised a gigantic fist and knocked three times on the castle door.
100836.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეშვიდე
გამანაწილებელი ქუდი.
The Sorting Hat.
100837.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეშვიდე
მაღალი, შავთმიანი, ზურმუხტისფერ მანტიაში გამოწყობილი ჯადოქარი იდგა.
A tall, black-haired witch in emerald-green robes stood there.
100838.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეშვიდე
პირველკურსელები, პროფესორო მაკგონაგელ! უთხრა ჰაგრიდმა.
The first-years, Professor McGonagall! said Hagrid.
100839.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეშვიდე
მათ აქედან მე წავიყვან.
I will take them from here.
100840.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეშვიდე
მან კარი ფართოდ გააღო.
She pulled the door wide.