მოიძებნა 668045 ჩანაწერი
100921.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეშვიდე
ამდენი რამ მაგიდაზე არასოდეს ენახა: შემწვარი ხორცი, დაბრაწული წიწილა, ღორის კატლეტი და ბატკნის კატლეტი, სოსისი, ლორი და სტეიკი, მოხარშული კარტოფილი, შემწვარი კარტოფილი, ჩიპსი, იორკშირის პუდინგი, მუხუდო, სტაფილო, საწებლები, კეტჩუპი.
He had never seen so many things on one table: roast beef, roast chicken, pork chops and lamb chops, sausages, bacon and steak, boiled potatoes, roast potatoes, chips, Yorkshire pudding, peas, carrots, gravy, ketchup.
100922.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეშვიდე
დერსლები ჰარის შიმშილით ნამდვილად არ კლავდნენ, მაგრამ არც იმდენს აჭმევდნენ, რამდენიც უნდოდა.
The Dursleys had never exactly starved Harry, but he’d never been allowed to eat as much as he liked.
100923.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეშვიდე
ჰარიმ ცოტ-ცოტა ყველაფერი გადმოიღო თეფშზე და ჭამას შეუდგა.
Harry piled his plate with a bit of everything and began to eat.
100924.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეშვიდე
ყველაფერი გემრიელი იყო.
It was all delicious.
100925.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეშვიდე
არამგონია გაგცნობოდით.
I don’t think I’ve introduced myself.
100926.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეშვიდე
ვამჯობინებდი, გეწოდებინათ სერ ნიკოლას დე მიმსი... – ოფიციალური ტონით დაიწყო მოჩვენებამ, მაგრამ ჩალისფერთმიანმა სიმუს ფინიგანმა გააწყვეტინა.
I would prefer you to call me Sir Nicholas de Mimsy – the ghost began stiffly, but sandy-haired Seamus Finnigan interrupted.
100927.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეშვიდე
სერ ნიკოლასს გუნება წაუხდა, რადგან საუბარი იმ მიმართულებით არ მიდიოდა, როგორც სურდა.
Sir Nicholas looked extremely miffed, as if their little chat wasn’t going at all the way he wanted.
100928.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეშვიდე
მარცხენა ყურზე ხელი იტაცა და დაქაჩა.
He seized his left ear and pulled.
100929.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეშვიდე
თავი მაშინვე გადაქანდა და მხარზე დაეკიდა.
His whole head swung off his neck and fell on to his shoulder.
100930.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეშვიდე
ეტყობა, ვიღაცა თავის მოკვეთას უპირებდა.
Someone had obviously tried to behead him.
100931.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეშვიდე
იმედია, დაგვეხმარებით შიდა ჩემპიონატის მოგებაში.
I hope you’re going to help us win the Championship this year.
100932.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეშვიდე
ჰარიმ სლიზერინის მაგიდას გახედა და იქვე მჯდარი ამაზრზენი მოჩვენება დაინახა, ცარიელი, გაშტერებული თვალებით, გაძვალტყავებული სახით და ვერცხლისფერი სისხლით დალაქავებული მანტიით.
Harry looked over at the Slytherin table and saw a horrible ghost sitting there, with blank staring eyes, a gaunt face and robes stained with silver blood.
100933.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეშვიდე
არასოდეს მიკითხავს, დელიკატურად უპასუხა თითქმის უთავო ნიკმა.
I’ve never asked, said Nearly Headless Nick delicately.
100934.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეშვიდე
თეფშებიდან საჭმლის ნარჩენები გაქრა და ჭურჭელი კვლავინდებურად გაკრიალდა.
The remains of the food faded from the plates, leaving them sparkling clean as before.
100935.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეშვიდე
წუთის შემდეგ დესერტები გაჩნდნენ: ნაირნაირი ნაყინი, ვაშლის ღვეზელები, ბადაგის ტარტები, შოკოლადიანი ეკლერები და ჯემიანი ფუნთუშები.
A moment later the puddings appeared: blocks of icecream, apple pies, treacle tarts, chocolate éclairs and jam doughnuts.
100936.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეშვიდე
ჰარიმ ბადაგმოსხმული ტორტის ნაჭერი აიღო, საუბარი ახლა ოჯახებს შეეხო.
As Harry helped himself to a treacle tart, the talk turned to their families.
100937.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეშვიდე
რამდენი რამ გვაქვს სასწავლი, მე ყველაზე მეტად ტრანსფიგურაცია მაინტერესებს, ხომ იცი, ერთ რაღაცას სხვა რაღაცად რომ გადააქცევ.
There’s so much to learn, I’m particularly interested in Transfiguration, you know, turning something into something else.
100938.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეშვიდე
ჰარი ნელ-ნელა ჩათბა და ძილი მოერია, უფროსების მაგიდას გახედა.
Harry, who was starting to feel warm and sleepy, looked up at the High Table again.
100939.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეშვიდე
პროფესორი მაკგონაგელი პროფესორ დამბლდორს ელაპარაკებოდა.
Professor McGonagall was talking to Professor Dumbledore.
100940.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეშვიდე
იგი ერთ მასწავლებელს ესაუბრებოდა, რომელსაც გაქონილი შავი თმა, მოკაუჭებული ცხვირი და ავადმყოფური ფერის კანი ჰქონდა.
He was talking to a teacher, who had greasy black hair, a hooked nose and sallow skin.