მოიძებნა 668045 ჩანაწერი
101021.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მერვე
სნეიპმა, ფლიტვიკის მსგავსად, ჟურნალის ამოკითხვით დაიწყო გაკვეთილი და ფლიტვიკივით ჰარის გვარზე შეჩერდა.
Snape, like Flitwick, started the class by taking the register, and like Flitwick, he paused at Harry’s name.
101022.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მერვე
დრაკო მალფოიმ და მისმა მეგობრებმა, კრაბმა და გოილმა ჩაიხითხითეს.
Draco Malfoy and his friends Crabbe and Goyle sniggered.
101023.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მერვე
სნეიპმა სიის ამოკითხვა დაასრულა და კლასს გადახედა.
Snape finished calling the names and looked up at the class.
101024.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მერვე
თვალები ჰაგრიდივით შავი ჰქონდა, ისინი ცივი და ცარიელი იყო და ბნელ გვირაბებს მოგაგონებდათ.
His eyes were black like Hagrid’s, they were cold and empty and made you think of dark tunnels.
101025.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მერვე
აქ იმისათვის ხართ, რომ შეისწავლოთ დახვეწილი მეცნიერება და წამლის მომზადების ზუსტი ხელოვნება.
You are here to learn the subtle science and exact art of potionmaking.
101026.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მერვე
არ მოველი, რომ გაიგებთ მთელ სიმშვენიერეს ნაზად მოჩუხჩუხე ქვაბისა, ციმციმა ოხშივარი რომ ასდის, სითხის დახვეწილ ძალას ადამიანის სისხლძარღვებს რომ დაუვლის, რომელიც მოაჯადოვებს გონებას, შებოჭავს გრძნობებს.
I don’t expect you will really understand the beauty of the softly simmering cauldron with its shimmering fumes, the delicate power of liquids that creep through human veins, bewitching the mind, ensnaring the senses.
101027.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მერვე
მე შემიძლია, გასწავლოთ, როგორ ჩამოასხათ წამლის შუშებში პატივმოყვარეობა, მოადუღოთ დიდება.
I can teach you how to bottle fame, brew glory.
101028.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მერვე
ჰარიმ და რონმა ერთმანეთს გადახედეს აწეული წარბებით.
Harry and Ron exchanged looks with raised eyebrows.
101029.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მერვე
ჰერმიონ გრეინჯერი სკამის კიდეზე დაძაბული იჯდა და ერთი სული ჰქონდა, დაემტკიცებინა, რომ არ იყო ხისთავიანი.
Hermione Granger was on the edge of her seat and looked desperate to start proving that she wasn’t a dunderhead.
101030.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მერვე
რას მივიღებთ, თუკი ასფოდელოს დაფქულ ფესვს ჩავუმატებთ აბზინდის ნაყენს?
What would I get if I added powdered root of asphodel to an infusion of wormwood?
101031.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მერვე
რის დაფქულ ფესვს, რის ნაყენში?
Powdered root of what to an infusion of what?
101032.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მერვე
ისიც ისევე დაბნეული ჩანდა, როგორც ის იყო.
He looked as stumped as he was.
101033.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მერვე
ჰერმიონის ხელი ჰაერში აიჭრა.
Hermione’s hand had shot into the air.
101034.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მერვე
ნწუ, ნწუ, ნწუ, სახელგანთქმულობა ყველაფერს როდი ნიშნავს.
Tut, tut, fame clearly isn’t everything.
101035.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მერვე
პოტერ, მე რომ დაგავალოთ, ბეზოარს სად მომიძებნით?
Potter, where would you look if I told you to find me a bezoar?
101036.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მერვე
ჰერმიონმა იმ სიმაღლეზე ატყორცნა ხელი, სადამდეც შეეძლო.
Hermione stretched her hand as high into the air as it would go.
101037.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მერვე
ჰარის კი ნამდვილად არ ჰქონდა წარმოდგენა, რა იყო ეს ბეზოარი.
Harry didn’t have the faintest idea what a bezoar was.
101038.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მერვე
სკოლაში ისე მობრძანდით, რომ წიგნის გადაშლა არც გიფიქრიათ, პოტერ?
Thought you wouldn’t open a book before coming, Potter?’
101039.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მერვე
ჰარიმ ძალა მოიკრიბა და ორ ცივ ხვრელს მზერა გაუსწორა.
Harry forced himself to keep looking straight into those cold eyes.
101040.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მერვე
სნეიპი კვლავ არ აქცევდა ყურადღებას ჰერმიონის მოქანავე ხელს.
Snape was still ignoring Hermione’s quivering hand.