მოიძებნა 668045 ჩანაწერი
101041.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მერვე
პოტერ, რა განსხვავებაა ტილჭირსა და აკონიტს შორის?
‘What is the difference, Potter, between monkshood and wolfsbane?
101042.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მერვე
ჰარი სიმუსის მზერას წააწყდა, სიმუსმა თვალი ჩაუკრა.
Harry caught Seamus’s eye and Seamus winked.
101043.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მერვე
ცნობისათვის, პოტერ, ასფოდელო და აბზინდა ერთად უძლიერეს საძილე საშუალებას გვაძლევს, რომელსაც ცოცხალი სიკვდილის წამალი ეწოდება.
For your information, Potter, asphodel and wormwood make a sleeping potion so powerful it is known as the Draught of Living Death.
101044.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მერვე
ბეზოარი კენჭია, მას თხის კუჭიდან ვიღებთ და ცნობილი შხამსაწინააღმდეგო საშუალებაა.
A bezoar is a stone taken from the stomach of a goat and it will save you from most poisons.
101045.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მერვე
ხოლო ტილჭირი და აკონიტი ერთი და იგივე მცენარეა.
As for monkshood and wolfsbane, they are the same plant.
101046.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მერვე
სნეიპმა მოსწავლეები წყვილ-წყვილად დასხა და მარტივი წამლის, ძირმაგარების მოსაშუშებელი მალამოს მომზადება დაავალა.
Snape put them all into pairs and set them to mixing up a simple potion to cure boils.
101047.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მერვე
ის აკვირდებოდა, როგორ წონიდნენ გამხმარ ჭინჭარს და ნაყავდნენ გველის კბილებს.
He was watching them weigh dried nettles and crush snake fangs.
101048.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მერვე
ყველას ეუბნებოდა, ნახეთ, რა ოსტატურად მოხარშა მალფოიმ საცეცებიანი ლოქორაო.
He was just telling everyone to look at the perfect way Malfoy had stewed his horned slugs.
101049.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მერვე
მათი ნაყენი ქვის იატაკზე გადმოიღვარა, ხალხს ფეხსაცმელი დაუწვა.
Their potion was seeping across the stone floor, burnt the people’s shoes.
101050.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მერვე
იდიოტო! იღრიალა სნეიპმა და ჯოხის გაქნევით დაღვრილი საწამლავი გააქრო.
You idiot! snarled Snape, clearing the spilled potion away with one wave of his wand.
101051.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მერვე
ალბათ მაჩვზღარბას ეკლები მანამდე დაამატე, სანამ ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგი.
‘I suppose you added the porcupine quills before taking the cauldron off the fire?’
101052.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მერვე
ნევილი საცოდავად ტიროდა, ძირმაგარები კი უკვე ცხვირზე უჩნდებოდა.
Neville whimpered as boils started to pop up all over his nose.
101053.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მერვე
მერე ჰარის და რონს მიუბრუნდა, რომლებიც ნევილის გვერდით ისხდნენ.
Then he rounded on Harry and Ron, who had been working next to Neville.
101054.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მერვე
ერთი საათის შემდეგ, როცა დილეგის კიბეებიდან ამოცოცდნენ, ჰარი ცუდ გუნებაზე იყო.
As they climbed the steps out of the dungeon an hour later, Harry’s spirits were low.
101055.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მერვე
ჰაგრიდი აკრძალული ტყის პირას ცხოვრობდა, ხის პატარა სახლში.
Hagrid lived in a small wooden house on the edge of the Forbidden Forest.
101056.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მერვე
კართან მშვილდ-ისარი ეკიდა და კალოშები ეწყო.
A crossbow and a pair of galoshes were outside the front door.
101057.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მერვე
როდესაც ჰარიმ დააკაკუნა შიგნიდან გააფთრებული ფხაჭუნი და რამდენიმე ხმამაღალი დაყეფება გაიგონეს.
When Harry knocked they heard a frantic scrabbling from inside and several booming barks.
101058.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მერვე
ოთახის ჭერში ხოხბები და შებოლილი ღორის ბარკლები ეკიდა.
Hams and pheasants were hanging from the ceiling.
101059.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მერვე
ცეცხლზე შემოდგმული სპილენძის ჩაიდანი უკვე დუღდა.
A copper kettle was boiling on the open fire.
101060.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მერვე
თავი ისე იგრძენით, როგორც საკუთარ სახლში.
Make yourselves at home.