მოიძებნა 668045 ჩანაწერი
101381.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეთორმეტე
ხელით გამოჩორკნილი ხის ფლეიტა იყო.
Inside was a roughly cut wooden flute.
101382.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეთორმეტე
ჰარიმ ჩაჰბერა – ბუს კივილივით ხმა გამოიღო.
Harry blew it – it sounded a bit like an owl.
101383.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეთორმეტე
მივიღეთ შენი მილოცვა და გიგზავნით საშობაო საჩუქარს.
We received your message and enclose your Christmas present.
101384.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეთორმეტე
ბარათზე სკოჩით ორმოცდაათპენსიანი იყო მიმაგრებული.
Sellotaped to the note was a fifty-pence piece.
101385.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეთორმეტე
რაღაც სიფრიფანა, გამჭვირვალე ვერცხლისფერი, თან ძალზე ჰაეროვანი გასხლტა და მსუბუქ ნაკეცებად დაეფინა იატაკს.
Something fluid and silvery grey went slithering to the floor, where it lay in gleaming folds.
101386.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეთორმეტე
უჩინმაჩინის მოსასხამია, მოისინჯე.
It’s an Invisibility Cloak, try it on.
101387.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეთორმეტე
სარკეს ეცა.
He dashed to the mirror.
101388.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეთორმეტე
ჰარიმ მოსასხამი მოიძრო და წერილს სწვდა.
Harry pulled off the Cloak and seized the letter.
101389.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეთორმეტე
წვრილი, ხუჭუჭა ასოებით ეწერა.
It was written in narrow, loopy writing.
101390.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეთორმეტე
სიკვდილის წინ მამაშენმა მე დამიტოვა.
Your father left this in my possession before he died.
101391.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეთორმეტე
დროა, დაგიბრუნო. ჭკუით იხმარე.
It is time it was returned to you. Use it well.
101392.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეთორმეტე
ბედნიერ შობას გისურვებ.
A Very Merry Christmas to you.
101393.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეთორმეტე
ხელს არავინ აწერდა.
There was no signature.
101394.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეთორმეტე
ვის უნდა გამოეგზავნა ეს მოსასხამი?
Who had sent the Cloak?
101395.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეთორმეტე
ნუთუ მართლა მამამისის ნაქონი იყო?
Had it really once belonged to his father?
101396.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეთორმეტე
საერთო საცხოვრებლის კარი ხმაურით გაიღო და ოთახში ტყუპი უისლები შემოცვივდნენ.
The dormitory door was flung open and Fred and George Weasley bounded in.
101397.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეთორმეტე
მიდი, ახლავე ჩაიცვი, ძალიან თბილი და ლამაზია.
Come on, get it on, they’re lovely and warm.
101398.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეთორმეტე
ვერ ვიტან წაბლისფერს, თავისთვის ჩაიდუდღუნა რონმა, როცა ჯემპრს იცვამდა.
‘I hate maroon,’ Ron moaned as he pulled it over his head.
101399.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეთორმეტე
კარებში პერსიმ შემოყო თავი, გამკიცხადავად გამოიყურებოდა.
Percy Weasley stuck his head through the door, looking disapproving.
101400.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეთორმეტე
უთვალავი მსუქანი შებრაწული ინდაური, შემწვარი და მოხარშული კარტოფილის გორები, ლანგრებზე დაწყობილი მსუქანი ძეხვები, კარაქში მოხრაკული მუხუდო, ვერცხლის ჯამებში ჩასხმული სქელი, ნოყიერი საწებლები და მოცვის სოუსი.
A hundred fat, roast turkeys, mountains of roast and boiled potatoes, platters of fat chipolatas, tureens of buttered peas, silver boats of thick, rich gravy and cranberry sauce.