მოიძებნა 668045 ჩანაწერი
101521.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეთოთხმეტე
უნდა გენახა, რამდენი დამწვრობა მიიღო ჩარლიმ გარეული დრაკონებისაგან რუმინეთში!
You should see the burns Charlie’s got off wild ones in Romania!
101522.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეთოთხმეტე
მაგიის სამინისტრო მათ მიჩუმათებაზე მუშაობს.
The Ministry of Magic has a job hushing them up.
101523.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეთოთხმეტე
შიგნით სულის შემხუთველად ცხელოდა.
It was stiflingly hot inside.
101524.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეთოთხმეტე
ჰაგრიდმა ჩაი გაუმზადა და სიასამურის ხორცის სენდვიჩი შესთავაზა მათ.
Hagrid made them tea and offered them stoat sandwiches.
101525.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეთოთხმეტე
ჰარი დარწმუნებული იყო, რომ რონიც და ჰერმიონიც ახლა იმასვე ფიქრობდნენ, რასაც თვითონ.
Harry knew Ron and Hermione were thinking the same as he was.
101526.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეთოთხმეტე
შუა ცეცხლში, დაკიდებული ჩაიდნის ქვეშ, ვეებერთელა შავი კვერცხი იდო.
In the very heart of the fire, underneath the kettle, was a huge, black egg.
101527.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეთოთხმეტე
რომ გამოიჩეკება, მერე რას აპირებ?
What are you going to do with it when it’s hatched?
101528.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეთოთხმეტე
იგი ბედნიერად ღიღინებდა და ცეცხლს აღვივებდა.
He was humming merrily as he stoked the fire.
101529.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეთოთხმეტე
მშვიდი ცხოვრება რას ნიშნავს, აღარც მახსოვს, ამოიოხრა რონმა.
Wonder what it’s like to have a peaceful life, Ron sighed.
101530.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეთოთხმეტე
ჰაგრიდი მათ აღელვებული და აწითლებული შეეგება.
Hagrid greeted them looking flushed and excited.
101531.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეთოთხმეტე
სკამები ახლოს მისწიეს მაგიდასთან და სულგანაბულები მაგიდას შემოუსხდნენ.
They all drew their chairs up to the table and watched with bated breath.
101532.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეთოთხმეტე
უცებ გატკაცუნების ხმა გაისმა და კვერცხი გადაიხსნა.
All at once there was a scraping noise and the egg split open.
101533.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეთოთხმეტე
პატარა დრაკონი მაგიდაზე გადმობობღდა.
The baby dragon flopped on to the table.
101534.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეთოთხმეტე
ლამაზი ნამდვილად არ ეთქმოდა.
It wasn’t exactly pretty.
101535.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეთოთხმეტე
დააცემინა და დრუნჩიდან ნაპერწკლები გაყარა.
It sneezed and a couple of sparks flew out of its snout.
101536.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეთოთხმეტე
იატაკი ბრენდის ცარიელი ბოთლებითა და ქათმის ბუმბულით იყო მოფენილი.
There were empty brandy bottles and chicken feathers all over the floor.
101537.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეთოთხმეტე
შემდეგი კვირა მილასლასებდა.
The following week dragged by.
101538.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეთოთხმეტე
კედლის საათმა თორმეტჯერ ჩამოჰკრა, როცა პორტრეტის ხვრელი გაიხსნა.
The clock on the wall had just chimed midnight when the portrait hole burst open.
101539.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეთოთხმეტე
ეს დრაკონი ყველაზე საშინელი მხეცია, რაც კი მინახავს, მაგრამ ჰაგრიდი ისე ექცევა, თითქოს ბუნჩულა პატარა ბაჭია იყოს.
That dragon’s the most horrible animal I’ve ever met, but the way Hagrid goes on about it, you’d think it was a fluffy little bunny rabbit.
101540.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეთოთხმეტე
რომ მოვდიოდი, იავნანას უმღეროდა.
And when I left, he was singing it a lullaby.