მოიძებნა 668045 ჩანაწერი
101741.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეჩვიდმეტე
ახლა კმარა კითხვები.
Now, enough questions.
101742.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეჩვიდმეტე
ჰაგრიდმა ცხვირი ხელის ზურგით მოიწმინდა.
Hagrid wiped his nose on the back of his hand.
101743.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეჩვიდმეტე
სავსე იყო ჯადოსნური ფოტოებით, ყოველი გვერდიდან ჰარის დედა და მამა უღიმოდნენ და ხელს უქნევდნენ.
It was full of wizard photographs, smiling and waving at him from every page were his mother and father.
101744.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეჩვიდმეტე
როდესაც ჰარი დარბაზში შევიდა, უცბად სიჩუმე ჩამოვარდა და მერე ყველა ერთად აყაყანდა.
When Harry walked in there was a sudden hush and then everybody started talking loudly at once.
101745.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეჩვიდმეტე
ჰარიმ დაინახა, როგორ არახუნებდა მალფოი თასს მაგიდაზე და ეს გულისამრევი სანახავი იყო.
Harry could see Draco Malfoy banging his goblet on the table and it was a sickening sight.
101746.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეჩვიდმეტე
მზეზე დახრუკულ ბოლოკს დაემსგავსა.
He looked like a radish with bad sunburn.
101747.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეჩვიდმეტე
მოჯადოებული ჭერიც კინაღამ ასწია გრიფინდორელთა შეძახილებმა.
Gryffindor cheers nearly raised the bewitched ceiling.
101748.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეჩვიდმეტე
ჰერმიონმა თავი მკლავებში ჩარგო.
Hermione buried her face in her arms.
101749.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეჩვიდმეტე
სუფთა ნებისყოფისა და არაჩვეულებრივი სიმამაცისთვის გრიფინდორს სამოც ქულას ვანიჭებ.
For pure nerve and outstanding courage, I award Gryffindor house sixty points.
101750.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეჩვიდმეტე
დამბლდორმა ასწია ხელი.
Dumbledore raised his hand.
101751.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეჩვიდმეტე
დიდი ვაჟკაცობაა წინ აღუდგე ჩვენს მტერს, მაგრამ არანაკლებია შეეწინააღმდეგო საკუთარ მეგობრებს.
‘It takes a great deal of bravery to stand up to our enemies, but just as much to stand up to our friends.
101752.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეჩვიდმეტე
ახლა ვინმე რომ მდგარიყო გარეთ, დარბაზის კართან, იფიქრებდა, შიგნით ნამდვილად რაღაც აფეთქდაო, ისეთი ამბავი ატყდა გრიფინდორის მაგიდასთან.
Someone standing outside the Great Hall might well have thought some sort of explosion had taken place, so loud was the noise that erupted from the Gryffindor table.
101753.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეჩვიდმეტე
სნეიპი საშინელი ნაძალადევი ღიმილით ართმევდა ხელს პროფესორ მაკგონაგელს.
Snape was shaking Professor McGonagall’s hand, with a horrible forced smile.
101754.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეჩვიდმეტე
ჰარის ეს სულაც არ ადარდებდა.
This didn’t worry Harry.
101755.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეჩვიდმეტე
როგორც ჩანს, მომავალ წელს ჰოგვორტსის ცხოვრება თავის ჩვეულ კალაპოტში ჩადგება.
It seemed as though life would be back to normal next year, or as normal as it ever was at Hogwarts.
101756.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეჩვიდმეტე
ჰარიმ და რონმა, მათდა გასაოცრად, კარგი ნიშნები მიიღეს.
To their great surprise, both he and Ron passed with good marks.
101757.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეჩვიდმეტე
ნევილიც კი გაძვრა როგორღაც.
Even Neville scraped through.
101758.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეჩვიდმეტე
გარდერობები წამში დაიცალა, ჩემოდნები ჩალაგდა; ნევილის გომბეშო ტუალეტის კუთხეში აღმოჩნდა მიყუჟული.
Their wardrobes were empty, their trunks were packed, Neville’s toad was found lurking in a corner of the toilets.
101759.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეჩვიდმეტე
ყველანი სიამოვნებით შეექცეოდნენ ბერტი ბოტის ყველანაირი გემოს კანფეტებს, ამასობაში ჩაუქროლეს მაგლების ქალაქებს.
They were eating Bertie Bott’s Every-Flavour Beans as they sped past Muggle towns.
101760.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეჩვიდმეტე
იქ ერთი მოხუცი მცველი იდგა, რომელიც მათ ორ-ორს და სამ-სამს უშვებდა მაგლების პლატფორმაზე, რომ კედლიდან უცებ ამდენი ბავშვის ერთად გამოცვენას მაგლების ყურადღება არ მიეპყრო.
A wizened old guard was up by the ticket barrier, letting them go through the gate in twos and threes so they didn’t attract attention by all bursting out of a solid wall at once and alarming the Muggles.