მოიძებნა 668045 ჩანაწერი
101801.
ორლანდო | კარი პირველი
რა ვუყოთ, რომ ადამიანები იშვიათად იბადებიან ამ სამეულის გარეშე.
Alas, that people are seldom born devoid of all three.
101802.
ორლანდო | კარი პირველი
როცა ორლანდოს პირდაპირ ვუყურებთ, ფანჯარასთან მდგომს, უნდა ვაღიაროთ, მისი თვალები ახლად მორწყულ ორ იას ჰგავს, იმოდენას, გეგონებათ, წყალი ჩაგუბდა შიგ და გაუფართოვაო.
For directly we glance at Orlando standing by the window, we must admit that he had eyes like drenched violets, so large that the water seemed to have brimmed in them and widened them.
101803.
ორლანდო | კარი პირველი
ხოლო მისი შუბლი ჰგავს ორ ბრტყელ მედალიონს, ანუ საფეთქლებს შორის მომწყვდეულ გუმბათს.
And he had a brow like the swelling of a dome pressed between the two blank medallions which were his temples.
101804.
ორლანდო | კარი პირველი
თუ მის თვალებს და შუბლს პირდაპირ შევხედავთ, იმის აღიარება მოგვიწევს, რომ ვხედავთ ათას უხასიათობას, რის მიჩქმალვასაც ყოველთვის ცდილობს კარგი ჟამთააღმწერელი.
Directly we glance at eyes and forehead, we have to admit a thousand disagreeables which it is the aim of every good biographer to ignore.
101805.
ორლანდო | კარი პირველი
მის თვალს არ ეამებოდა ზოგი რამ, მაგალითად, დედამისის, უმშვენიერესი მანდილოსნის დანახვა, როცა მწვანე კაბაში გამოწყობილი, ფარშევანგების დასაპურებლად გამოდიოდა მოახლე ტვიჩეტის თანხლებით გარეთ.
Sights disturbed him, like that of his mother, a very beautiful lady in green walking out to feed the peacocks with Twitchett, her maid, behind her.
101806.
ორლანდო | კარი პირველი
ზოგი რამის ხილვა აღაგზნებდა – ფრინველების და ხეების.
Some sights exalted him — the birds and the trees.
101807.
ორლანდო | კარი პირველი
სპირალისებრი საფეხურების ავლით, ორლანდოს ტვინში – რომელიც ფრიად ტევადი გახლდათ – აღწევდა ყველა ეს ხილვა, ბაღის ჰანგები, ჩაქუჩის ცემა, შეშის ჩეხვა.
So, mounting up the spiral stairway into his brain — which was a roomy one — all these sights, and the garden sounds too, the hammer beating, the wood chopping.
101808.
ორლანდო | კარი პირველი
იღებდა რვეულს წარწერით „ეთელბერტი: ტრაგედია ხუთ ნაწილად“ და ძველ, დასვრილ ბატის ფრთას მელანში აწობდა.
He took out a writing book labelled "Aethelbert: A Tragedy in Five Acts", and dipped an old stained goose quill in the ink.
101809.
ორლანდო | კარი პირველი
ათი გვერდი და მეტიც, ლექსებით ივსებოდა სულ მალე.
Soon he had covered ten pages and more with poetry.
101810.
ორლანდო | კარი პირველი
მისი პიესის პერსონაჟები – მანკიერება, დანაშაული და სიღატაკე, წარმოუდგენელი ტერიტორიების მეფეები და დედოფლები იყვნენ.
Vice, Crime, Misery were the personages of his drama; there were Kings and Queens of impossible territories.
101811.
ორლანდო | კარი პირველი
მათ საზარელი შეთქმულებები უბნევდათ თავგზას; სენტიმენტები სძლევდათ.
Horrid plots confounded them; noble sentiments suffused them.
101812.
ორლანდო | კარი პირველი
არც ერთ პერსონაჟს არ დასცდებოდა არც ერთი სიტყვა ისე, როგორც თავად ორლანდო იტყოდა ამას.
There was never a word said by any personage as Orlando himself would have said it.
101813.
ორლანდო | კარი პირველი
მაგრამ ყველაფერს ისეთი სილაღითა და გულისხმიერებით აკეთებდა, რომ მისი ასაკის – მას ხომ ჯერ ჩვიდმეტიც არ შესრულებოდა – და იმის გათვალისწინებით, რომ მეთექვსმეტე საუკუნე ჯერ არ მიწურულიყო, მართლაც საუცხოო იყო.
But all was turned with a fluency and sweetness which, considering his age — he was not yet seventeen — and that the sixteenth century had still some years of its course to run, were remarkable enough.
101814.
ორლანდო | კარი პირველი
თუმცა ბოლოს შეწყვიტა.
At last, however, he came to a halt.
101815.
ორლანდო | კარი პირველი
როგორც ყველა ახალგაზრდა პოეტი, ის აღწერდა ბუნებას.
He was describing, as all young poets are for ever describing, nature.
101816.
ორლანდო | კარი პირველი
იმისათვის, რომ მწვანე ფერის შუქჩრდილის ზუსტი შესატყვისი მოენახა, პირდაპირ შეხედა აღსაწერ საგანს, დაფნის ბუჩქს, რომელიც მისი ფანჯრის ქვეშ ხარობდა.
In order to match the shade of green precisely he looked at the thing to be described itself, which happened to be a laurel bush growing beneath the window.
101817.
ორლანდო | კარი პირველი
ამის მერე, რა თქმა უნდა, ვეღარ შეძლო წერა.
After that, of course, he could write no more.
101818.
ორლანდო | კარი პირველი
ბუნებაში მწვანე ერთია, ლიტერატურაში მწვანე – სულ სხვაა.
Green in nature is one thing, green in literature another.
101819.
ორლანდო | კარი პირველი
ბუნებას და ასოებს თითქოს თანდაყოლილი ანტიპათია დაჰყვა.
Nature and letters seem to have a natural antipathy.
101820.
ორლანდო | კარი პირველი
საკმარისია, ერთად მოუყარო თავი, რომ უმალ ნაკუწებად აქცევენ ერთმანეთს.
Bring them together and they tear each other to pieces.