მოიძებნა 668045 ჩანაწერი
101761.
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | თავი მეჩვიდმეტე
მის უკან დეიდა პეტუნია და დადლი იდგნენ და შიშით უცქეროდნენ ჰარის.
Behind him stood Aunt Petunia and Dudley, looking terrified at the very sight of Harry.
101762.
ორლანდო | წინათქმა
ამ წიგნის დაწერაში ბევრი მეგობარი დამეხმარა.
Many friends have helped me in writing this book.
101763.
ორლანდო | წინათქმა
მათგან ზოგი ცოცხალი აღარ არის და ისეთი სახელოვანია, რომ მერიდება კიდეც დასახელება.
Some are no longer alive and so illustrious that I scarcely dare name them.
101764.
ორლანდო | წინათქმა
თუმცა შეუძლებელია, რომ ადამიანი, რომელიც კითხულობს ან წერს, გამუდმებით არ გრძნობდეს თავს მათგან დავალებულად – დეფო, სერ თომას ბრაუნი, სტერნი, სერ უოლტერ სკოტი, ემილი ბრონტე და უოლტერ პეიტერი.
Yet no one can read or write without being perpetually in the debt of Defoe, Sir Thomas Browne, Sterne, Sir Walter Scott, Emily Bronte and Walter Pater.
101765.
ორლანდო | წინათქმა
დანარჩენები ცოცხლები არიან და, შესაძლოა, არანაკლებ ბრწყინავენ თავიანთ სფეროში, მაგრამ ამავე მიზეზით ნაკლებად მიუწვდომლები არიან.
Others are alive, and though perhaps as illustrious in their own way, are less formidable for that very reason.
101766.
ორლანდო | წინათქმა
განსაკუთრებით დავალებულად ვგრძნობ თავს მისტერ ჩ.პ. სენგერისაგან, რადგან მისი ღრმა ცოდნა რომ არა უძრავი ქონების სფეროში, ეს წიგნი ვერ დაიწერებოდა.
I am specially indebted to Mr C.P. Sanger, without whose knowledge of the law of real property this book could never have been written.
101767.
ორლანდო | წინათქმა
მისტერ სიდნი-თერნერის ფართო და სპეციფიკურმა ერუდიციამ კი, იმედი მაქვს, უხეში შეცდომებისგან მიხსნა.
Mr Sydney Turner’s wide and peculiar erudition has saved me, I hope, some lamentable blunders.
101768.
ორლანდო | წინათქმა
თუკი რამ გამეგება ფერწერის ხელოვნებაში, მისტერ როჯერ ფრაის სწორუპოვარ თანადგომასა და წარმოსახვის უნარს უნდა ვუმადლოდე.
To the unrivalled sympathy and imagination of Mr Roger Fry I owe whatever understanding of the art of painting I may possess.
101769.
ორლანდო | წინათქმა
არც მის მ.კ. სნოუდონის მიერ ჰაროგეითის და ჩელთნემის არქივებში გაწეული შრომატევადი კვლევა გამოდგა ფუჭი.
Miss M.K. Snowdon’s indefatigable researches in the archives of Harrogate and Cheltenham were none the less arduous for being vain.
101770.
ორლანდო | წინათქმა
სხვა მეგობრებმა კი იმდენნაირი დახმარება გამიწიეს, ვერც დავაკონკრეტებ.
Other friends have helped me in ways too various to specify.
101771.
ორლანდო | წინათქმა
ხოლო ჩემში თუ მხოლოდ სასიამოვნო მოგონებებს აღძრავს, მკითხველს აუცილებლად გაუღვივებს ისეთ მოლოდინს, რომლის გაცრუება მხოლოდ ამ წიგნს შეუძლია.
For while it rouses in me memories of the pleasantest kind it will inevitably wake expectations in the reader which the book itself can only disappoint.
101772.
ორლანდო | წინათქმა
ამიტომ აჯობებს, დავასრულო და დიდი მადლობა ვუძღვნა ბრიტანეთის მუზეუმის და სახელმწიფო არქივის მესვეურთ ჩვეული თავაზიანობისთვის; ჩემს დისწულს, მის ანჯელიკა ბელს სამსახურისთვის, რომელსაც მის გარდა ვერავინ გამიწევდა.
Therefore I will conclude by thanking the officials of the British Museum and Record Office for their wonted courtesy; my niece Miss Angelica Bell, for a service which none but she could have rendered.
101773.
ორლანდო | წინათქმა
დაბოლოს, მადლობას ვეტყოდი – ასავალ-დასავალი რომ არ დამეკარგა – ერთ ჯენტლმენს ამერიკაში.
Finally, I would thank, had I not lost his name and address, a gentleman in America.
101774.
ორლანდო | წინათქმა
მან უანგაროდ და დიდი გულისყურით შეასწორა პუნქტუაცია, ბოტანიკური, ენტომოლოგიური, გეოგრაფიული ტერმინები ჩემს ადრინდელ ნაწარმოებებში და იმედია, ამ შემთხვევაშიც მოიღებს მოწყალებას.
He has generously and gratuitously corrected the punctuation, botanical, entomological, geographical terms of previous works of mine and will, I hope, not spare his services on the present occasion.
101775.
ორლანდო | კარი პირველი
ფერით და ფორმით ის ფეხბურთის გაცვეთილ ბურთს წააგავდა, თუ არ ჩავთვლით ჩაცვენილ ლოყებს და ორიოდე შემხმარ, ხეშეშ ღინღლს, ქოქოსის კაკლის ბუსუსების მსგავსს.
It was the colour of an old football, and more or less the shape of one, save for the sunken cheeks and a strand or two of coarse, dry fuzz, like the hair on a cocoanut.
101776.
ორლანდო | კარი პირველი
ორლანდოს მამამ, ან იქნებ პაპამ, ის მხრებიდან წარკვეთა ერთ ახოვან წარმართს, რომელმაც აფრიკის ბერბერთა მთვარით გასხივოსნებულ ტრამალებზე აიდგა ფეხი.
Orlando’s father, or perhaps his grandfather, had struck it from the shoulders of a vast Pagan who had started up under the moon in the barbarian fields of Africa.
101777.
ორლანდო | კარი პირველი
ახლა კი ირწეოდა ნაზად, დაუსაბამოდ, ნიავში, დღენიადაგ რომ ქროდა იმ ლორდის კოლოსალური სასახლის სხვენში, ვინც სიცოცხლე მოუსწრაფა მას.
And now it swung, gently, perpetually, in the breeze which never ceased blowing through the attic rooms of the gigantic house of the lord who had slain him.
101778.
ორლანდო | კარი პირველი
ორლანდოს მამებმა ცხენებით გადასერეს ასფოდელოების ველები, კლდოვანი ველები, ველები, მორწყული უცხო მდინარეებით.
Orlando’s fathers had ridden in fields of asphodel, and stony fields, and fields watered by strange rivers.
101779.
ორლანდო | კარი პირველი
მრავალი ფერის თავი წარუკვეთიათ მრავალი მხრიდან და ჩამოუტანიათ სხვენის ნივნივებზე ჩამოსაკიდებლად.
They had struck many heads of many colours off many shoulders, and brought them back to hang from the rafters.
101780.
ორლანდო | კარი პირველი
მაგრამ, რადგან ჯერ მხოლოდ თექვსმეტი წლის იყო და, ამდენად, ჯერ კიდევ მოზარდი, მათთან ერთად აფრიკის თუ საფრანგეთის დასალაშქრავად, ფარშევანგების ბაღიდან დაუძვრებოდა ხოლმე დედას და ადიოდა სხვენში, თავის ოთახში.
But since he was sixteen only, and too young to ride with them in Africa or France, he would steal away from his mother and the peacocks in the garden and go to his attic room.