მოიძებნა 668045 ჩანაწერი
101781.
ორლანდო | კარი პირველი
ზოგჯერ თოკი გადაუჭრია ისე, რომ თავის ქალა იატაკს დანარცხებია.
Sometimes he cut the cord so that the skull bumped on the floor.
101782.
ორლანდო | კარი პირველი
იძულებული გამხდარა, ისევ თოკზე მიემაგრებინა და რაინდული სულისკვეთებით, თითქმის ხელშეუვლებლად შეუბამს და მოსისხლე მისი, გამარჯვებული იერით უღრეჯდა.
He had to string it up again, fastening it with some chivalry almost out of reach so that his enemy grinned at him through shrunk.
101783.
ორლანდო | კარი პირველი
თავის ქალა ქანქარებდა აქეთ და იქით, რადგან ის სახლი, რომლის სხვენშიც დაუდეს ბინა, იმხელა იყო, გეგონებოდათ, თავად ქარიც შიგ დამწყვდეულაო, და ქროდა, ქროდა, აქეთ და იქით, ზამთარ და ზაფხულ.
The skull swung to and fro, for the house, at the top of which he lived, was so vast that there seemed trapped in it the wind itself, blowing this way, blowing that way, winter and summer.
101784.
ორლანდო | კარი პირველი
გამუდმებით ირხეოდა მწვანე გობელენიც, ზედ გამოსახული მონადირეებითურთ.
The green arras with the hunters on it moved perpetually.
101785.
ორლანდო | კარი პირველი
მისი მამა დიდებული იყო ოდითგანვე.
His father had been noble since he had been at all.
101786.
ორლანდო | კარი პირველი
ჩრდილოეთის ნისლიდან გვირგვინოსნებად მოევლინნენ ქვეყანას.
They came out of the northern mists wearing coronets on their heads.
101787.
ორლანდო | კარი პირველი
აკი წყვდიადის ზოლები ოთახში, ყვითელი გუბეები, იატაკს გარდიგარდმო რომ კვეთდნენ, ისინიც ხომ საგვარეულო გერბის ვეება ვიტრაჟიდან შემოჭრილმა მზის სხივებმა შექმნეს!
Were not the bars of darkness in the room, and the yellow pools which chequered the floor, made by the sun falling through the stained glass of a vast coat of arms in the window?
101788.
ორლანდო | კარი პირველი
ორლანდო ახლა ჰერალდიკური ლეოპარდის ყვითელი სხეულის შუაგულში იდგა.
Orlando stood now in the midst of the yellow body of an heraldic leopard.
101789.
ორლანდო | კარი პირველი
როცა ხელი ფანჯრის გასაღებად რაფას დაადო, ის უმალ წითლად, ცისფრად და ყვითლად შეეფერა პეპლის ფრთასავით.
When he put his hand on the window-sill to push the window open, it was instantly coloured red, blue, and yellow like a butterfly’s wing.
101790.
ორლანდო | კარი პირველი
ასე რომ, ვისაც სიმბოლოები უყვარს და მათი ამოცნობა სწადია, ალბათ შეამჩნევდა, რომ, როცა ორლანდომ ფანჯარა გააღო, მისი ჩამოსხმული ფეხები, წარმოსადეგი აღნაგობა და მკვრივი მხრები ერთიანად ჰერალდიკური ნათების სხვადასხვა ფერით გაბრწყინდა.
Thus, those who like symbols, and have a turn for the deciphering of them, might observe that though the shapely legs, the handsome body, and the well-set shoulders were all of them decorated with various tints of heraldic light as Orlando threw the window open.
101791.
ორლანდო | კარი პირველი
ხოლო სახეს თავად მზე ანათებდა მხოლოდ.
His face was lit solely by the sun itself.
101792.
ორლანდო | კარი პირველი
ვერ ნახავდით მასზე წრფელ და პირქუშ სახეს.
A more candid, sullen face it would be impossible to find.
101793.
ორლანდო | კარი პირველი
ბედნიერია დედა, კიდევ უფრო ბედნიერია ჟამთააღმწერელი, რომელიც ასეთი ადამიანის ცხოვრებას აღწერს!
Happy the mother, happier still the biographer who records the life of such a one!
101794.
ორლანდო | კარი პირველი
დედას არასოდეს მოუწევს ღელვა, არც თვითონ მოუწევს მწერლის თუ პოეტის მოხმობა დასახმარებლად.
Never need mother vex herself, nor he invoke the help of novelist or poet.
101795.
ორლანდო | კარი პირველი
გმირობიდან გმირობამდე, დიდებიდან დიდებამდე, მიღწევიდან მიღწევამდე უნდა იაროს, კალმოსანი უნდა სდევდეს ფეხდაფეხ, ვიდრე არ ავლენ იმ სიმაღლემდე, რომლის დაპყრობასაც ესწრაფვიან.
From deed to deed, from glory to glory, from office to office he must go, his scribe following after, till they reach whatever seat it may be that is the height of their desire.
101796.
ორლანდო | კარი პირველი
შესახედაობით ორლანდო სწორედ ამგვარი ცხოვრებისთვის იყო მოწოდებული.
Orlando, to look at, was cut out precisely for some such career.
101797.
ორლანდო | კარი პირველი
წითელი ლოყები ატმისებრ ღინღლს დაეფარა.
The red of the cheeks was covered with peach down.
101798.
ორლანდო | კარი პირველი
ტუჩზე ღინღლი ოდნავ უფრო ხშირი ჰქონდა, ვიდრე ლოყებზე.
The down on the lips was only a little thicker than the down on the cheeks.
101799.
ორლანდო | კარი პირველი
კოხტა და ოდნავ ზეაპობილი ტუჩები თლილ, ნუშისებრ, თეთრ კბილებს აჩენდა.
The lips themselves were short and slightly drawn back over teeth of an exquisite and almond whiteness.
101800.
ორლანდო | კარი პირველი
მაგრამ, რა ვუყოთ, რომ ყმაწვილური სილამაზის ჩამონათვალი გვერდს ვერ აუვლის შუბლის და თვალების აღწერას.
But, alas, that these catalogues of youthful beauty can not end without mentioning forehead and eyes.