მოიძებნა 668045 ჩანაწერი
101821.
ორლანდო | კარი პირველი
მწვანის შუქჩრდილმა, რომელიც ორლანდომ დაინახა, რითმა გაუფუჭა და ლექსის ზომა დაურღვია.
The shade of green Orlando now saw spoilt his rhyme and split his metre.
101822.
ორლანდო | კარი პირველი
მეტიც, ბუნებას თავისი საკუთარი ოინები აქვს.
Moreover, nature has tricks of her own.
101823.
ორლანდო | კარი პირველი
საკმარისია, გაიფიქრო – „ვინ იცის, კიდევ რამდენ მზის ჩასვლას ვნახავ“, და სხვადასხვა ასეთი, რომ მაშინვე ხელიდან გააგდებ კალამს, აიღებ მოსასხამს, ოთახიდან გახვალ და აუცილებლად წამოჰკრავ ფეხს მოხატულ სკივრს.
Once think "Who knows how many more suns shall I see set", etc. and one drops the pen, takes one’s cloak, strides out of the room, and catches one’s foot on a painted chest as one does so.
101824.
ორლანდო | კარი პირველი
ეს ფიქრი იმდენად ცნობილია, რომ ჩაწერას იმსახურებს.
The thought is too well known to be worth writing out.
101825.
ორლანდო | კარი პირველი
ორლანდო ხომ, ცოტა არ იყოს, ტლანქი გახლდათ.
For Orlando was a trifle clumsy.
101826.
ორლანდო | კარი პირველი
ფრთხილობდა, არ უნდოდა, ვინმეს გადაჰყროდა.
He was careful to avoid meeting anyone.
101827.
ორლანდო | კარი პირველი
ბილიკზე სტაბსი მოაბიჯებდა, მებაღე.
There was Stubbs, the gardener, coming along the path.
101828.
ორლანდო | კარი პირველი
ორლანდო ხის უკან დაიმალა და დაელოდა, ვიდრე სტაბსი ჩაივლიდა.
Orlando hid behind a tree till Stubbs had passed.
101829.
ორლანდო | კარი პირველი
ბაღის გალავნის პაწია ჭიშკარში გავიდა.
He let himself out at a little gate in the garden wall.
101830.
ორლანდო | კარი პირველი
შემოურბინა ყველა საჯინიბოს, ძაღლის ყველა ხუხულას, ყველა ლუდსახარშს, ყველა სადურგლოს, ყველა სამრეცხაოს, ადგილებს, სადაც სანთელს ამზადებენ, ხარებს კლავენ, ცხენის ნალს ჭედავენ, ქურთუკებს კერავენ.
He skirted all stables, kennels, breweries, carpenters’ shops, washhouses, places where they make candles, kill oxen, forge horse-shoes, stitch jerkins.
101831.
ორლანდო | კარი პირველი
მათი სახლი მთელი ერთი ქალაქი იყო, რომელშიც ფუსფუსებდნენ სხვადასხვა ხელობის ადამიანები – და აუყვა გვიმრით დაფარულ ბილიკს, რომელიც, უხილავი პარკისკენ ადიოდა.
Their house was a town ringing with men at work at their various crafts — and gained the ferny path leading uphill through the park unseen.
101832.
ორლანდო | კარი პირველი
თვისებებს შორის ალბათ არსებობს რაღაც კავშირი; ერთი მეორეს იწვევს.
There is perhaps a kinship among qualities; one draws another along with it.
101833.
ორლანდო | კარი პირველი
ჟამთააღმწერელმა ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიაპყროს იმას, რომ სიტლანქე ხშირად სიმარტოვის სიყვარულთანაა შეუღლებული.
The biographer should here call attention to the fact that this clumsiness is often mated with a love of solitude.
101834.
ორლანდო | კარი პირველი
რაკი ფეხი სკივრს წამოჰკრა, ორლანდოს, ბუნებრივია, უკაცრიელი ადგილები იზიდავდა, ვრცელი ხედები, რომ თავი ყოველთვის, ყველგან, მარადის, სულ მარტოდ ეგრძნო.
Having stumbled over a chest, Orlando naturally loved solitary places, vast views, and to feel himself for ever and ever and ever alone.
101835.
ორლანდო | კარი პირველი
ასე რომ, კარგა ხნის სიჩუმის მერე, ბოლოს აღმოხდა, „მარტო ვარ“, და პირი პირველად გააღო ამის სათქმელად.
So, after a long silence, "I am alone", he breathed at last, opening his lips for the first time in this record.
101836.
ორლანდო | კარი პირველი
აღმართი ისე მარდად აირბინა გვიმრის და კუნელის ბუჩქებს შორის, რომ ირმები და გარეული ფრინველები დააფრთხო, და შემაღლებულ ადგილს მიაღწია, სადაც განმარტოებით მდგომი ბერმუხა იდგა.
He had walked very quickly uphill through ferns and hawthorn bushes, startling deer and wild birds, to a place crowned by a single oak tree.
101837.
ორლანდო | კარი პირველი
მდინარეებიც ჩანდა და ზედ მოცურავე იალქნიანი ნავებიც; და ზღვაში შესაცურად გამზადებული გალეონებიც; და არმადებიც, კვამლის ბოლქვებით, რასაც ზარბაზნის ყრუ ზათქი მოჰყვებოდა ხოლმე.
Rivers could be seen and pleasure boats gliding on them; and galleons setting out to sea; and armadas with puffs of smoke from which came the dull thud of cannon firing.
101838.
ორლანდო | კარი პირველი
ფორტები სანაპიროზე; და ციხე-ქალაქები მინდვრებზე; აქ – საგუშაგო კოშკი; იქ – ციხესიმაგრე.
Forts on the coast; and castles among the meadows; and here a watch tower; and there a fortress.
101839.
ორლანდო | კარი პირველი
და აი, კვლავ უშველებელი სასახლე, ორლანდოს მამის სასახლესავით გალავნით შემოზღუდულ ხეობაში, ქალაქის მსგავსად შენობებით შემოჯარული.
And again some vast mansion like that of Orlando’s father, massed like a town in the valley circled by walls.
101840.
ორლანდო | კარი პირველი
აღმოსავლეთით ლონდონის შპილები და ქალაქის ბუღი მოჩანდა.
To the east there were the spires of London and the smoke of the city.