მოიძებნა 668045 ჩანაწერი
101841.
ორლანდო | კარი პირველი
როცა ქარი სათანადო მიმართულებით უბერავდა, შეიძლება თავად გოროზი სნოუდონის კლდოვანი და დაკბილული ფერდობებიც ამოზიდულიყო ზედ ცის კიდეზე, ღრუბლებიდან.
When the wind was in the right quarter, the craggy top and serrated edges of Snowdon herself showed mountainous among the clouds.
101842.
ორლანდო | კარი პირველი
ორლანდო წამით შეყოვნდა, აკვირდებოდა, ითვლიდა, არკვევდა.
For a moment Orlando stood counting, gazing, recognizing.
101843.
ორლანდო | კარი პირველი
ეს მამამისის სახლია; ის – ბიძამისის.
That was his father’s house; that his uncle’s.
101844.
ორლანდო | კარი პირველი
მამიდამისს კი ის ვეება კოშკები ეკუთვნის, აგე, იმ ხეებს შორის.
His aunt owned those three great turrets among the trees there.
101845.
ორლანდო | კარი პირველი
მთელი ეს ყანებიც მათია და ტყეებიც; ხოხობი და ირემიც, მელია, მაჩვი და პეპლებიც.
The heath was theirs and the forest; the pheasant and the deer, the fox, the badger, and the butterfly.
101846.
ორლანდო | კარი პირველი
ღრმად ამოიოხრა და დაენარცხა – მის მიხრა-მოხრაში ვნება იგრძნობოდა.
He sighed profoundly, and flung himself — there was a passion in his movements.
101847.
ორლანდო | კარი პირველი
ორლანდოს უყვარდა ზაფხულის სწრაფმდინარების მიღმა, დედამიწის ხერხემლის შეგრძნება ტანით; და ასეთად სწორედ ამ ბერმუხის სქელი ფესვი მიაჩნდა.
Orlando loved, beneath all this summer transiency, to feel the earth’s spine beneath him; for such he took the hard root of the oak tree to be.
101848.
ორლანდო | კარი პირველი
რაკი სურათს სურათი ცვლიდა, ეს შეიძლება დაკუნთული ცხენის ქედი ყოფილიყო, რომელსაც მიაჭენებდა ხოლმე, ან ჩასაძირად განწირული ხომალდის გემბანი.
For image followed image, it was the back of a great horse that he was riding, or the deck of a tumbling ship.
101849.
ორლანდო | კარი პირველი
ალბათ ასე, ერთი საათის შემდეგ, მზემ რომ ერთბაშად დაიწყო ჩასვლა, თეთრი ღრუბლები ალისფრად შეიფაკლა, გორები იასამნისფრად, ტყეები ძოწისფრად შეიფერა, ხეობები კი ჩაშავდა – ბუკის ხმა შემოესმა.
After an hour or so — the sun was rapidly sinking, the white clouds had turned red, the hills were violet, the woods purple, the valleys black — a trumpet sounded.
101850.
ორლანდო | კარი პირველი
ორლანდო ფეხზე წამოიჭრა.
Orlando leapt to his feet.
101851.
ორლანდო | კარი პირველი
ეს ყურისმომჭრელი ხმები ხეობიდან მოისმოდა.
The shrill sound came from the valley.
101852.
ორლანდო | კარი პირველი
ეტლებმა შემოუხვიეს და სასახლის შიდა ეზოში შემოგრიალდნენ.
Coaches turned and wheeled in the courtyard.
101853.
ორლანდო | კარი პირველი
აელვარდნენ ცხენების ჯიღები.
Horses tossed their plumes.
101854.
ორლანდო | კარი პირველი
დედოფალი მობრძანებულიყო.
The Queen had come.
101855.
ორლანდო | კარი პირველი
ორლანდომ ჭვრეტა შეწყვიტა.
Orlando looked no more.
101856.
ორლანდო | კარი პირველი
შურდულივით დაეშვა ბექობზე.
He dashed downhill.
101857.
ორლანდო | კარი პირველი
უკანა ჭიშკრით შეძვრა ეზოში.
He let himself in at a wicket gate.
101858.
ორლანდო | კარი პირველი
ბაკაბუკით აირბინა ხვეული კიბე.
He tore up the winding staircase.
101859.
ორლანდო | კარი პირველი
თავის ოთახში შევარდა.
He reached his room.
101860.
ორლანდო | კარი პირველი
წინდები იატაკის ცალ მხარეს მიყარა, მოკლე ქურთუკი მეორე მხარეს მიაგდო.
He tossed his stockings to one side of the room, his jerkin to the other.