მოიძებნა 668045 ჩანაწერი
101861.
ორლანდო | კარი პირველი
თავი წყალში ჩარგო.
He dipped his head.
101862.
ორლანდო | კარი პირველი
ხელები გაიხეხა და ფრჩხილები დაიჭრა.
He scoured his hands and pared his finger nails.
101863.
ორლანდო | კარი პირველი
სულ რაღაც ექვსდუიმიანი სარკით და ორად ორი ჩამდნარი სანთლის დახმარებით ჟოლოსფერი ბრიჯის, მაქმანის საყელოს, ტაფტის ჟილეტის მორგებას და ორი გეორგინისხელა როზეტებიანი ფეხსაცმელების ჩაცმას ათ წუთზე ნაკლები მოანდომა, თუ საჯინიბოს საათს ვენდობით.
With no more than six inches of looking-glass and a pair of old candles to help him, he had thrust on crimson breeches, lace collar, waistcoat of taffeta, and shoes with rosettes on them as big as double dahlias in less than ten minutes by the stable clock.
101864.
ორლანდო | კარი პირველი
და, აი, მზად იყო.
And he was ready.
101865.
ორლანდო | კარი პირველი
ლოყები ალეწვოდა.
He was flushed.
101866.
ორლანდო | კარი პირველი
აღტყინებული იყო, მაგრამ საშინლად დაიგვიანა.
He was excited, But he was terribly late.
101867.
ორლანდო | კარი პირველი
მისთვის ნაცნობი მოკლე გზით გადაირბინა უთვალავი უშველებელი ოთახის წყება და კიბეებით დაეშვა საბანკეტო დარბაზისაკენ, ხუთი აკრის სავალზე სახლის მეორე ნაწილიდან.
By short cuts known to him, he made his way now through the vast congeries of rooms and staircases to the banqueting-hall, five acres distant on the other side of the house.
101868.
ორლანდო | კარი პირველი
მაგრამ იქ, სადაც მსახურები ცხოვრობდნენ, ნახევარგზაზე შეყოვნდა.
But half-way there, in the back quarters where the servants lived, he stopped.
101869.
ორლანდო | კარი პირველი
მისიზ სტიუკლის მისაღები ოთახის კარი ღია იყო – უეჭველია, ქალბატონის მისახმარებლად იქნებოდა გასული მთელი გასაღებების აცმით ხელში.
The door of Mrs Stewkley’s sittingroom stood open — she was gone, doubtless, with all her keys to wait upon her mistress.
101870.
ორლანდო | კარი პირველი
მაგრამ იქ, მსახურების სასადილო მაგიდასთან, გვერდით მიდგმული ლუდის მაღალი ტოლჩით და წინ გაშლილი საწერი ქაღალდით, იჯდა ვიღაც უცნობი, მსუქანი, ღარიბული იერის მამაკაცი.
But there, sitting at the servant’s dinner table with a tankard beside him and paper in front of him, sat a rather fat, shabby man.
101871.
ორლანდო | კარი პირველი
ხელში კალამი ეპყრა, მაგრამ არ წერდა.
He held a pen in his hand, but he was not writing.
101872.
ორლანდო | კარი პირველი
ეტყობა, რაღაც ფიქრს აწვალებდა გონებაში, ატრიალებდა, სანამ სათქმელს სასურველ ფორმას არ მოუნახავდა.
He seemed in the act of rolling some thought up and down, to and fro in his mind till it gathered shape or momentum to his liking.
101873.
ორლანდო | კარი პირველი
გაფართოებული თვალები, უცხო მწვანე ქვებივით დანისლული, ერთი წერტილისთვის მიეპყრო სივრცეში.
His eyes, globed and clouded like some green stone of curious texture, were fixed.
101874.
ორლანდო | კარი პირველი
ორლანდო არ შეუნიშნავს.
He did not see Orlando.
101875.
ორლანდო | კარი პირველი
მიუხედავად იმისა, რომ საშინლად ეჩქარებოდა, ორლანდო ადგილზე გაშეშდა.
For all his hurry, Orlando stopped dead.
101876.
ორლანდო | კარი პირველი
ვინ იყო ეს კაცი, პოეტი?
Was this man, a poet?
101877.
ორლანდო | კარი პირველი
ლექსს ხომ არ წერდა?
Was he writing poetry?
101878.
ორლანდო | კარი პირველი
უნდოდა ეთქვა, „მიამბეთ, ყველაფერი მიამბეთ, ამ სამყაროზე“, – რადგან ორლანდოს სრულიად აბსურდული, გაზვიადებული და ახირებული წარმოდგენა ჰქონდა პოეტებსა და პოეზიაზე.
"Tell me", he wanted to say, "everything in the whole world"— for he had the wildest, most absurd, extravagant ideas about poets and poetry.
101879.
ორლანდო | კარი პირველი
მაგრამ, როგორ უნდა ელაპარაკო კაცს, რომელიც ვერ გხედავს?
But how speak to a man who does not see you?
101880.
ორლანდო | კარი პირველი
იგი ურჩხულებს, სატირებს და იქნებ ზღვის ფსკერსაც კი ხედავს, ოღონდ შენ ვერა?
He sees ogres, satyrs, perhaps the depths of the sea but not you?