მოიძებნა 668045 ჩანაწერი
101881.
ორლანდო | კარი პირველი
ასე რომ, ორლანდო იდგა და უცქერდა, როგორ ათამაშებდა კაცი კალამს თითებში, აქეთ და იქით; უცქერდა და ოცნებებს მიეცა.
So Orlando stood gazing while the man turned his pen in his fingers, this way and that way; and gazed and mused.
101882.
ორლანდო | კარი პირველი
და მერე, უცაბედად, კაცმა ერთბაშად ექვსიოდე სტრიქონი დაწერა და, ამოიხედა.
And then, very quickly, wrote half-a-dozen lines and looked up.
101883.
ორლანდო | კარი პირველი
და ამ დროს ორლანდო, სიმორცხვით მოცული, ადგილს მოსწყდა, საბანკეტო დარბაზს მიაღწია და ძლივს მოასწრო მუხლებზე დაცემა, დაბნეულობისგან თავი ჩაქინდრა და ვარდისწყლიანი თასი გაუწოდა თავად ბრწყინვალე დედოფალს.
Whereupon Orlando, overcome with shyness, darted off and reached the banqueting-hall only just in time to sink upon his knees and, hanging his head in confusion, to offer a bowl of rose water to the great Queen herself.
101884.
ორლანდო | კარი პირველი
სიმორცხვე ისე მოერია, რომ მხოლოდ მის ბეჭდიან ხელებს ხედავდა წყალში; მაგრამ ესეც საკმარისი იყო.
Such was his shyness that he saw no more of her than her ringed hands in water; but it was enough.
101885.
ორლანდო | კარი პირველი
ეს იყო დაუვიწყარი ხელი.
It was a memorable hand.
101886.
ორლანდო | კარი პირველი
ხელი თხელი და თლილი თითებით, მუდამ მოხრილი, თითქოს კვერთხს შემოჭდობოდა.
A thin hand with long fingers always curling as if round sceptre.
101887.
ორლანდო | კარი პირველი
ნერვული, ფხუკიანი, ავადმყოფური ხელი; თან მბრძანებლურიც.
A nervous, crabbed, sickly hand; a commanding hand too.
101888.
ორლანდო | კარი პირველი
ის არასოდეს შედრკებოდა, თუნდ ათასობით შიშს შეებოჭა ერთდროულად.
She never flinched though strung together by a thousand fears.
101889.
ორლანდო | კარი პირველი
დედოფალს ღია ყვითელი თვალები ჰქონდა.
The Queen’s eyes were light yellow.
101890.
ორლანდო | კარი პირველი
ეს ყოველივე მან მაშინ იგრძნო, როცა დიდი ბეჭდები აელვარდა წყალში და მერე რაღაცა შეეხო თმაზე.
All this he felt as the great rings flashed in the water and then something pressed his hair.
101891.
ორლანდო | კარი პირველი
სინამდვილეში, მას ისეთი დაპირისპირებული ცნებების დომხალი უტრიალებდა გონებაში რომ ვერაფერს ხედავდა; ანთუ, მხოლოდ ხელს.
And in truth, his mind was such a welter of opposite concepts that he could see nothing; or only a hand.
101892.
ორლანდო | კარი პირველი
იმავე მიზეზით თავად დედოფალიც ვერაფერს დაინახავდა ორლანდოს თავის გარდა.
By the same showing, the Queen herself can have seen only a head of Orlando.
101893.
ორლანდო | კარი პირველი
თუკი მონასტერში შენახულ ცვილის გამოსახულებებს ვენდობით, თვალები ყოველთვის ფართოდ ჰქონდა გახელილი.
Her eyes were always wide open if the waxworks at the Abbey are to be trusted.
101894.
ორლანდო | კარი პირველი
გრძელი ხუჭუჭა თმა, მუქი თავი, ასეთი თაყვანისცემით, ასე უმანკოდ დახრილი დედოფლის წინაშე, ორ უბადლოდ ჩამოსხმულ ფეხზე მიანიშნებდა, რომელთა სადარზე არც ერთი დიდგვაროვანი არ მდგარა ამქვეყნად.
The long, curled hair, the dark head bent so reverently, so innocently before the Queen, implied a pair of the finest legs that a young nobleman has ever stood upright upon.
101895.
ორლანდო | კარი პირველი
იისფერი თვალები; და ოქროს გული; და ერთგულება და მამაკაცური ხიბლი – ყველა ის თვისება, რომელიც მოხუც დედოფალს უყვარდა.
Violet eyes; and a heart of gold; and loyalty and manly charm — all qualities which the old Queen loved.
101896.
ორლანდო | კარი პირველი
ის ხანში შედიოდა და გადაღლილი და დროზე ადრე წელში გატეხილი ჩანდა.
For she was growing old and worn and bent before her time.
101897.
ორლანდო | კარი პირველი
ყურში მუდამ ზარბაზნის ზათქი ჩაესმოდა.
The sound of cannon was always in her ears.
101898.
ორლანდო | კარი პირველი
მუდამ საწამლავის ლაპლაპა წვეთი და გრძელი ხმალი ედგა თვალწინ.
She saw always the glistening poison drop and the long stiletto.
101899.
ორლანდო | კარი პირველი
იჯდა მაგიდასთან და აყურადებდა.
As she sat at table she listened.
101900.
ორლანდო | კარი პირველი
ჩაესმოდა სრუტიდან ქვემეხების გრუხუნი; აიტანდა შიში – წყევლა მესმის თუ ჩურჩულიო?
She heard the guns in the Channel; she dreaded — was that a curse, was that a whisper?