მოიძებნა 668045 ჩანაწერი
101901.
ორლანდო | კარი პირველი
უმანკოება, სისადავე, ამ თვისებებს მით უფრო აფასებდა, როცა მათ ამ შავბნელ ფონზე განიხილავდა.
Innocence, simplicity, were all the more dear to her for the dark background she set them against.
101902.
ორლანდო | კარი პირველი
სწორედ იმ ღამით, როცა ორლანდოს ღრმა ძილით ეძინა, დედოფალმა ხელი დაადო და ბეჭედი დაასვა ეტრატს.
It was that same night, when Orlando was sound asleep, that the Queen put her hand and seal to the parchment.
101903.
ორლანდო | კარი პირველი
დედოფალმა ისე აკოცა, რომ ვერც კი გაიგო.
He had been kissed by a queen without knowing it.
101904.
ორლანდო | კარი პირველი
და იქნებ იმიტომ, რომ ქალის გული ასეთი ჩახლართულია, ან იმის გამო, რომ მისმა უმეცრებამ და შეკრთომამ, როცა ბაგე შეახო, ნორჩი ბიძაშვილის ხსოვნა დედოფალს სამუდამოდ ჩაუვარდა გულში.
And perhaps, for women’s hearts are intricate, it was his ignorance and the start he gave when her lips touched him that kept the memory of her young cousin green in her mind.
101905.
ორლანდო | კარი პირველი
ასეა თუ ისე, მშვიდი სოფლური ცხოვრების ორი წელიც არ იყო მას შემდეგ გასული, ორლანდომ კი სულ რაღაც ოციოდე ტრაგედიის დაწერაც ვერ მოასწრო, რომ შეტყობინება მოვიდა.
At any rate, two years of this quiet country life had not passed, and Orlando had written no more perhaps than twenty tragedies when a message came.
101906.
ორლანდო | კარი პირველი
ორლანდო დედოფალს უნდა ხლებოდა უაითჰოლში.
Orlando was to attend the Queen at Whitehall.
101907.
ორლანდო | კარი პირველი
აი, – თქვა მან, როცა დაინახა, როგორ შემოაბიჯა ორლანდომ მისკენ გრძელ გალერეაში, – ჩემი უმანკოებაც მობრძანებულა!
"Here", she said, watching him advance down the long gallery towards her, "comes my innocent"!
101908.
ორლანდო | კარი პირველი
მას მუდამ ერთგვარი უშფოთველობის იერი ედო, რომელიც უმანკოებად გამოიყურებოდა, თუმცა ეს სიტყვა უკვე აღარ მიესადაგებოდა.
There was a serenity about him always which had the look of innocence when the word was no longer applicable.
101909.
ორლანდო | კარი პირველი
ის იჯდა ბუხრის პირას, წელგამართული.
She was sitting upright beside the fire.
101910.
ორლანდო | კარი პირველი
და ორლანდო სულ ახლოს, ერთი ფუტის მანძილზე მიუშვა თავის სავარძელთან და თავით ფეხამდე შეათვალიერა.
And she held Orlando a foot’s pace from her chair and looked him up and down.
101911.
ორლანდო | კარი პირველი
იმ ღამის შთაბეჭდილებებს ხომ არ ადარებდა ახლა მის წინაშე ხილულ სინამდვილეს?
Was she matching her impressions the other night with the truth now visible?
101912.
ორლანდო | კარი პირველი
გამართლებულად მიიჩნია ადრინდელი გუმანი?
Did she find earlier guesses justified?
101913.
ორლანდო | კარი პირველი
ტუჩები აშკარად შეუკრთა თვალიერებისას; მაგრამ, როცა ორლანდოს ფეხებს შეხედა, ხმამაღლა გაიცინა.
Her lips twitched visibly as she looked; but when she saw Orlando's legs she laughed out loud.
101914.
ორლანდო | კარი პირველი
მის წინაშე ჭეშმარიტად დიდგვაროვანი ჯენტლმენის განსახიერება იდგა.
The very image of a noble gentleman was in front of her.
101915.
ორლანდო | კარი პირველი
მაგრამ შინაგანად?
But inwardly?
101916.
ორლანდო | კარი პირველი
შევარდენივით ყვითელი თვალები მიაშუქა, თითქოს ორლანდოს სულის გაბურღვას ლამობდა.
She flashed her yellow hawk’s eyes upon him as if she would pierce Orlando's soul.
101917.
ორლანდო | კარი პირველი
ჭაბუკმა გაუძლო მის მზერას.
The young man withstood her gaze.
101918.
ორლანდო | კარი პირველი
უმალ წაიძრო ბეჭედი თითიდან და როცა თითზე მოარგო ორლანდოს, სამეფო დარბაზთუხუცესად და მეჭურჭლეთუხუცესად გაამწესა.
Instantly she plucked a ring from her finger and as she fitted it to Orlando's finger, named him her Treasurer and Steward.
101919.
ორლანდო | კარი პირველი
სახსარი გვარიანად შეშუპებოდა.
The joint was swollen rather.
101920.
ორლანდო | კარი პირველი
დედოფალმა ის შოტლანდიის უბედურ დედოფალთან მიავლინა სამწუხარო ამბის მაცნედ.
The Queen sent him to Scotland on a sad embassy to the unhappy Queen.