მოიძებნა 668045 ჩანაწერი
101921.
ორლანდო | კარი პირველი
ის იყო, პოლონეთის ომებში უნდა გამგზავრებულიყო, რომ დედოფალმა უკან გამოიხმო.
He was about to sail for the Polish wars when the Queen recalled him.
101922.
ორლანდო | კარი პირველი
აბა როგორ დაუშვებდა, რომ ეს ნორჩი სხეული დაეგლიჯათ, ან ეს ხუჭუჭა თავი მტვერში ეგორავებინათ?
For how could she bear to think of that tender flesh torn and that curly head rolled in the dust?
101923.
ორლანდო | კარი პირველი
ჰოდა, თავისთან დაიტოვა.
So she kept him with her.
101924.
ორლანდო | კარი პირველი
დიდების მწვერვალზე, როცა ქვემეხები გრგვინავდნენ ტაუერში და ჰაერი ისე გაეჯერებინა თოფისწამალს, რომ ადამიანებს ცემინება უტყდებოდათ, დედოფალმა ორლანდო თავისკენ მიიზიდა, ტახტზე, მუთაქებს შორის, რომელზეც სეფექალებმა დააწვინეს.
At the height of her triumph when the guns were booming at the Tower and the air was thick enough with gunpowder to make one sneeze, the Queen pulled Orlando down on the throne, among the cushions where her maids of honour had laid her.
101925.
ორლანდო | კარი პირველი
ის ხომ უზომოდ გადაღლილი და მოხუცებული იყო.
She was so worn and old.
101926.
ორლანდო | კარი პირველი
დედოფალს მთელი ერთი თვე არ გამოეცვალა კაბა.
the Queen had not changed her dress for a month.
101927.
ორლანდო | კარი პირველი
ესაა ჩემი გამარჯვება!
This is my victory!
101928.
ორლანდო | კარი პირველი
ფოიერვერკმა იქუხა და ალისფრად შეუფაკლა ლოყები.
A rocket roared up and dyed her cheeks scarlet.
101929.
ორლანდო | კარი პირველი
რადგან მოხუც ბანოვანს უყვარდა ორლანდო.
For the old lady loved Orlando.
101930.
ორლანდო | კარი პირველი
და დედოფალი, რომელიც ნამდვილ მამაკაცს დანახვისთანავე შეიცნობდა ბრწყინვალე კარიერას უმზადებდა ორლანდოს.
And the Queen, who knew a man when she saw one, plotted for Orlando a splendid career.
101931.
ორლანდო | კარი პირველი
მამულებს ჩუქნიდა, სასახლეები უბოძა.
Lands were given him, houses assigned him.
101932.
ორლანდო | კარი პირველი
ორლანდო მოხუცი მისი გვიანი შვილი უნდა გამხდარიყო; მისი უძლურების სახსარი; ბერმუხა, რომელსაც თავის სისუსტეს მიაყრდნობდა.
Orlando was to be the son of her old age; the limb of her infirmity; the oak tree on which she leant her degradation.
101933.
ორლანდო | კარი პირველი
ამ დაპირებებს და უცნაურად ქედმაღლურ სინაზეს ჩხავანა ხმით გამოხატავდა ხოლმე.
She croaked out these promises and strange domineering tendernesses.
101934.
ორლანდო | კარი პირველი
ახლა ისინი რიჩმონდში იყვნენ.
They were at Richmond now.
101935.
ორლანდო | კარი პირველი
წელგამართული იჯდა ბუხრის პირას, რომლის ცეცხლიც, რამდენიც უნდა შეეკეთებინათ, მაინც ვერ ათბობდა დედოფალს.
She was sitting bolt upright by the fireplace which, however high they piled it, never kept the Queen warm.
101936.
ორლანდო | კარი პირველი
ამასობაში, ზამთრის გრძელი თვეები გაიწელა.
Meanwhile, the long winter months drew on.
101937.
ორლანდო | კარი პირველი
მდინარე დუნედ მიედინებოდა.
The river ran sluggishly.
101938.
ორლანდო | კარი პირველი
ერთ დღეს, როცა მიწა თოვლმა დაფარა და მუქად მოპირკეთებული ოთახები ჩრდილებით აივსო და პარკიდან ხარირმების ყვირილი მოისმა, სარკეში, რომელსაც ყოველთვის თან დაატარებდა ჯაშუშების შიშით, კარს იქით, რომელსაც მუდამ ღიას ტოვებდა მკვლელების შიშით, დედოფალმა დაინახა, როგორ აკოცა ვიღაც ბიჭმა გოგოს.
One day when the snow was on the ground and the dark panelled rooms were full of shadows and the stags were barking in the Park, she saw in the mirror, which she kept for fear of spies always by her, through the door, which she kept for fear of murderers always open, she saw a boy kissig a girl.
101939.
ორლანდო | კარი პირველი
ნუთუ ეს ორლანდო იყო?
Could it be Orlando?
101940.
ორლანდო | კარი პირველი
ვინ ოხერი იყო ის უტიფარი კახპა?
Who in the Devil’s name was the brazen hussy?