მოიძებნა 668045 ჩანაწერი
101941.
ორლანდო | კარი პირველი
დედოფალმა ხელი დაავლო ოქროსტარიან ხანჯალს და მთელი ძალით ჩასცხო სარკეს.
Snatching at her golden-hilted sword the Queen struck violently at the mirror.
101942.
ორლანდო | კარი პირველი
მინა დაიმსხვრა; ხალხი შემოცვივდა; დედოფალი ხელში აიყვანეს და ისევ თავის სავარძელში ჩააბრძანეს.
The glass crashed; people came running; the Queen was lifted and set in her chair again.
101943.
ორლანდო | კარი პირველი
მაგრამ ამის შემდეგ სულ შეწუხებული იყო და გმინავდა ხშირად, რადგანაც უკვე დღეებიც დათვლილი ჰქონდა.
But she was stricken after that and groaned much, as her days wore to an end.
101944.
ორლანდო | კარი პირველი
ეს შეიძლება ორლანდოს ბრალიც იყო; თუმცა, კაცმა რომ თქვას, რატომ უნდა დავდოთ ბრალი ორლანდოს?
It was Orlando’s fault perhaps; yet, after all, are we to blame Orlando?
101945.
ორლანდო | კარი პირველი
ეს ხომ ელისაბედის ხანა იყო; ზნეობა მათი ჩვენსას არ ჰგავდა; არც მაშინდელი პოეტები ჰგავდნენ დღევანდელ პოეტებს; არც მათი ჰავა ჰგავდა ჩვენეულ ჰავას; არც ბოსტნეული.
The age was the Elizabethan; their morals were not ours; nor their poets; nor their climate; nor their vegetables even.
101946.
ორლანდო | კარი პირველი
ყველაფერი განსხვავებული იყო.
Everything was different.
101947.
ორლანდო | კარი პირველი
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თავად ამინდიც, ზაფხულის თუ ზამთრის სულ სხვა ზნით გამოირჩეოდა.
The weather itself, the heat and cold of summer and winter, was, we may believe, of another temper altogether.
101948.
ორლანდო | კარი პირველი
ბრწყინვალე, სიყვარულით სავსე დღე ისე მკვეთრად განსხვავდებოდა ღამისგან, როგორც ხმელეთი ზღვისგან.
The brilliant amorous day was divided as sheerly from the night as land from water.
101949.
ორლანდო | კარი პირველი
ალიონი – უფრო თეთრი და მოციაგე.
Dawns were whiter and more auroral.
101950.
ორლანდო | კარი პირველი
ჩვენეული მწუხრის მილეული შუქჩრდილები და გაწელილი ბინდბუნდი უცხო იყო მათთვის.
Of our crepuscular half-lights and lingering twilights they knew nothing.
101951.
ორლანდო | კარი პირველი
წვიმა ან თავსხმად იღვრებოდა, ან სულაც არ წვიმდა.
The rain fell vehemently, or not at all.
101952.
ორლანდო | კარი პირველი
მზე ან ცეცხლივით ბრდღვიალებდა, ანდა ბნელოდა.
The sun blazed or there was darkness.
101953.
ორლანდო | კარი პირველი
როცა პოეტებს ეს ყოველივე სულიერ სფეროში გადაჰქონდათ, როგორც მათ სჩვევიათ, სადიდებელს უმღეროდნენ ვარდის ჭკნობას, ფოთოლცვენას.
Translating this to the spiritual regions as their wont is, the poets sang beautifully how roses fade and petals fall.
101954.
ორლანდო | კარი პირველი
წამი მოკლეა, მღეროდნენ ისინი; წამი ილევა; მაშ, გამოდის, ყველას ერთი გრძელი ღამე ელოდება.
The moment is brief they sang; the moment is over; one long night is then to be slept by all.
101955.
ორლანდო | კარი პირველი
რაც შეეხება სათბურის ან ორანჟერეის გამოყენებას, ქორფა მიხაკების თუ ვარდების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად თუ შესანარჩუნებლად, მათ ეს არ იცოდნენ.
As for using the greenhouse or conservatory to prolong or preserve these fresh pinks and roses, that was not their way.
101956.
ორლანდო | კარი პირველი
ჩვენი უფრო დინჯი და ეჭვიანი ეპოქის ძარღვგამოცლილი თავსატეხები და ორაზროვნებები არც კი გაეგოთ.
The withered intricacies and ambiguities of our more gradual and doubtful age were unknown to them.
101957.
ორლანდო | კარი პირველი
ცხოველმყოფლობა განსაზღვრავდა ყველაფერს.
Violence determined all.
101958.
ორლანდო | კარი პირველი
ყვავილი ყვავილობდა და ჭკნებოდა.
The flower bloomed and faded.
101959.
ორლანდო | კარი პირველი
მზე ამოდიოდა და ჩადიოდა.
The sun rose and sank.
101960.
ორლანდო | კარი პირველი
მიჯნური შეიყვარებდა და გადაიყვარებდა.
The lover loved and went.