მოიძებნა 668045 ჩანაწერი
101961.
ორლანდო | კარი პირველი
და რასაც პოეტები ლექსად ამბობდნენ, ახალგაზრდები სინამდვილედ აქცევდნენ.
And what the poets said in rhyme, the young translated into reality.
101962.
ორლანდო | კარი პირველი
გოგონები ვარდები იყვნენ და მათაც ყვავილივით მოკლე ვადა ჰქონდათ დადგენილი.
Girls were roses, and their seasons were short as the flowers’.
101963.
ორლანდო | კარი პირველი
მათი მოწყვეტა დაღამებამდე უნდა მოესწროთ; რადგან დღე მოკლე იყო და დღე იყო ყველაფერი.
Plucked they must be before nightfall; for the day was brief and the day was all.
101964.
ორლანდო | კარი პირველი
ასე რომ, თუ ორლანდო იმდროინდელი ჰავის, იმდროინდელი პოეტების და თავად იმ ეპოქის დინებას მიჰყვებოდა, და თუ მან თავისი ყვავილი ფანჯრის სკამზე ჩამომჯდარმა მოწყვიტა, როცა მიწა ჯერ კიდევ თოვლით იყო დაფარული, არა მგონია, რაიმე გვქონდეს მისი გასამტყუნარი.
Thus, if Orlando followed the leading of the climate, of the poets, of the age itself, and plucked his flower in the window-seat even with the snow on the ground we can scarcely bring ourselves to blame him.
101965.
ორლანდო | კარი პირველი
ორლანდო ხომ ახალგაზრდა იყო; ჯერ კიდევ ჭაბუკი; იმას აკეთებდა, რასაც ბუნება უკარნახებდა.
Orlando was young; he was still boyish; he did as nature bade him to do.
101966.
ორლანდო | კარი პირველი
რაც შეეხება გოგოს, ჩვენ მასზე იმდენივე ვიცით, რამდენიც დედოფალმა, რომელმაც სახელიც კი არ იცოდა მისი.
As for the girl, we know no more than Queen herself did what her name was.
101967.
ორლანდო | კარი პირველი
იქნებ დორისი, იქნებ ქლორისი, იქნებ დელია, იქნებ დაიენა, რადგან ორლანდო მათ რიგრიგობით უძღვნიდა ლექსებს.
It may have been Doris, Chloris, Delia, or Diana, for Orlando made rhymes to them all in turn; equally.
101968.
ორლანდო | კარი პირველი
ის შეიძლება სეფექალიც ყოფილიყო, ანდა მოახლე.
She may have been a court lady, or some serving maid.
101969.
ორლანდო | კარი პირველი
რადგან ორლანდოს გემოვნება შეუზღუდავი იყო; ის მხოლოდ ბაღის ყვავილებს როდი ეტრფოდა.
For Orlando’s taste was broad; he was no lover of garden flowers only.
101970.
ორლანდო | კარი პირველი
მის თვალში ველურსაც და სარეველასაც თავისი ხიბლი ჰქონდა.
The wild and the weeds even had always a fascination for him.
101971.
ორლანდო | კარი პირველი
კენტური თუ სასექსური მიწა ფერმკრთალ, ნატიფ სისხლს შეერია, რომელიც ნორმანდიიდან მოსდგამდა.
Some grains of the Kentish or Sussex earth were mixed with the thin, fine fluid which came to him from Normandy.
101972.
ორლანდო | კარი პირველი
ორლანდოს აზრით, ყავისფერი მიწის და ცისფერი სისხლის შერევას სიკეთე მოაქვს.
Orlando held that the mixture of brown earth and blue blood was a good one.
101973.
ორლანდო | კარი პირველი
არც იმას დაგიმალავთ, რომ მდაბიო საზოგადოებისკენ ყოველთვის ისე მიუწევდა გული თითქოს სისხლისმიერი ურთიერთგაგება აკავშირებდა მათთან.
Certain it is that he had always a liking for low company as if there were the sympathy of blood between them.
101974.
ორლანდო | კარი პირველი
ცხოვრების იმ ეტაპზე, როცა გონება რითმებით უდუღდა და თვალს რული მანამ არ მიეკარებოდა, სანამ რამე ხატოვანს არ ჩაიწერდა.
At this season of his life, when his head brimmed with rhymes and he never went to bed without striking off some conceit.
101975.
ორლანდო | კარი პირველი
მას სასტუმროს მეპატრონის ქალიშვილის ლოყა უფრო ქორფა ეჩვენებოდა ვიდრე სასახლის ბანოვნებისა.
For him, the cheek of an innkeeper’s daughter seemed fresher than those of the ladies at Court.
101976.
ორლანდო | კარი პირველი
ამიტომაც მოუხშირა უოპინგ ოულდ სტეარზში სტუმრობას ღამღამობით, გაცვეთილ მოსასხამში შებურვილი – ყელზე ვარსკვლავისა და მუხლზე წვივსაკრავის დასამალად.
Hence, he began going frequently to Wapping Old Stairs at night, wrapped in a grey cloak to hide the star at his neck and the garter at his knee.
101977.
ორლანდო | კარი პირველი
იგი ისმენდა მეზღვაურების ამბებს ესპანეთის მეინზე გაბატონებული გაჭირვების, საშინელებების და სისასტიკის შესახებ.
He listened to sailors’ stories of hardship and horror and cruelty on the Spanish main.
101978.
ორლანდო | კარი პირველი
სიტყვიერი გადმოცემა არასოდესაა ისე ნატიფად შეფერილი, როგორც წერილობითი.
The spoken story was never so finely coloured as the written.
101979.
ორლანდო | კარი პირველი
არც ქალები გამოირჩეოდნენ ჩიტებზე ნაკლები გაბედულებით მეტყველებასა თუ ყოფაქცევაში.
The women were scarcely less bold in their speech and less free in their manner than the birds.
101980.
ორლანდო | კარი პირველი
მას მუხლზე შეასკუპდებოდნენ, კისერზე მკლავებს შემოხვევდნენ, ხვდებოდნენ, რომ რაღაცა უჩვეულო იმალებოდა მის სქელ მოსასხამქვეშ.
They perched on his knee, flung their arms round his neck and, guessing that something out of the common lay hid beneath his duffle cloak.