მოიძებნა 668045 ჩანაწერი
101981.
ორლანდო | კარი პირველი
სიმართლის ცოდნის ისეთივე წყურვილით ივსებოდნენ, როგორც თავად ორლანდო.
They were quite as eager to come at the truth of the matter as Orlando himself.
101982.
ორლანდო | კარი პირველი
ხელსაყრელი პირობები კი არ აკლდათ.
Nor was opportunity lacking.
101983.
ორლანდო | კარი პირველი
ადრიანი დილიდან გვიან ღამემდე მდინარეს კატარღები, ორჩხომელები და გემების წარმოუდგენელი მრავალფეროვნება აჭრელებდა.
The river was astir early morning and late night with barges, wherries, and craft of all description.
101984.
ორლანდო | კარი პირველი
ყოველდღე რომელიმე დიდებული ხომალდი ინდოჩინეთისკენ იღებდა გეზს.
Every day sailed to sea some fine ship bound for the Indies.
101985.
ორლანდო | კარი პირველი
არავინ მოისაკლისებდა ბიჭსა თუ გოგოს, ოდნავ თუ შეაგვიანდებოდათ მდინარის პირას გასულებს მზის ჩასვლის შემდეგ.
No one missed a boy or girl if they dallied a little on the water after sunset.
101986.
ორლანდო | კარი პირველი
არც წარბს შეხრიდა ვინმე, თუ ჭორად გაიგონებდა – განძით სავსე ტომრებს შორის ტკბილად ჩახუტებულები ვნახეთო.
Nor they raised an eyebrow if gossip had seen them sleeping soundly among the treasure sacks safe in each other’s arms.
101987.
ორლანდო | კარი პირველი
ზუსტად ასეთი ამბავი შეემთხვათ ერთხელ ორლანდოს, სიუკის და კამბერლენდის გრაფს.
Such indeed was the adventure that befel Orlando, Sukey, and the Earl of Cumberland.
101988.
ორლანდო | კარი პირველი
ცხელი დღე იყო.
The day was hot.
101989.
ორლანდო | კარი პირველი
მათ ლალის თვლებს შორის ჩასძინებოდათ.
They had fallen asleep among the rubies.
101990.
ორლანდო | კარი პირველი
გვიან ღამით, გრაფმა, რომლის ქონება დიდად იყო დამოკიდებული ესპანეთის სარისკო ექსპედიციებზე, თავად ჩამოიარა იქაურობა ნაძარცვი ქონების შესამოწმებლად, მარტომ, ფარნით ხელში.
Late that night the Earl, whose fortunes were much bound up in the Spanish venture expedition, came to check the booty alone with a lantern.
101991.
ორლანდო | კარი პირველი
ფარანი კასრს მიანათა.
He flashed the light on a barrel.
101992.
ორლანდო | კარი პირველი
შეიკურთხა და უკან დაიხია.
He started back with an oath.
101993.
ორლანდო | კარი პირველი
კასრის გვერდით, ერთმანეთში ჩახვეული ორი სულიერი იწვა და ეძინა.
Twined about the cask two spirits lay sleeping.
101994.
ორლანდო | კარი პირველი
ბუნებით ეჭვიანმა, მრავალი დანაშაულით სინდისდამძიმებულმა გრაფმა მიიჩნია, რომ ეს წყვილი დამხრჩვალი მეზღვაურების საფლავებიდან მკვდრეთით აღმდგარი სულები იყვნენ.
Superstitious by nature, and his conscience laden with many a crime, the Earl took the couple for a phantom sprung from the graves of drowned sailors.
101995.
ორლანდო | კარი პირველი
ისინი ხომ წითელ მოსასხამში იყვნენ გახვეულები, სიუკის მკერდი კი ლამის ისეთივე ქათქათა თეთრი იყო, როგორიც მარადიული თოვლი ორლანდოს ლექსებში.
They were wrapped in a red cloak, and Sukey’s bosom was almost as white as the eternal snows of Orlando’s poetry.
101996.
ორლანდო | კარი პირველი
პირჯვარი გამოისახა. შენდობა ითხოვა.
He crossed himself. He vowed repentance.
101997.
ორლანდო | კარი პირველი
უპოვართა სახლების მწკრივი, დღესაც რომ დგას „შინ როუდზე“, სწორედ იმ წამიერი თავზარის ხილული ნაყოფია.
The row of alms houses still standing in the Sheen Road is the visible fruit of that moment’s panic.
101998.
ორლანდო | კარი პირველი
თორმეტი ღატაკი დედაბერი ეკლესიის თავშესაფრიდან დღისით ჩაის სვამს და ღამით ლოცვა-კურთხევას უთვლის მის ბრწყინვალებას, იმისათვის, რომ ჭერი აქვთ თავზე.
Twelve poor old women of the parish today drink tea and tonight bless his Lordship for a roof above their heads.
101999.
ორლანდო | კარი პირველი
ასე რომ, იმ აკრძალულმა ვნებამ განძეულით დატვირთულ გემზე – თუმცა ზნეობაზე მსჯელობას გამოვტოვებთ.
So that illicit love in a treasure ship — but we omit the discission about moral.
102000.
ორლანდო | კარი პირველი
რადგან უნდა გახსოვდეს, რომ ელისაბედის ეპოქაში დანაშაულსა და სიღატაკეს არ ჰქონდა ის ხიბლი, რაც დღეს აქვს ჩვენთვის.
For it has to be remembered that crime and poverty had none of the attraction for the Elizabethans that they have for us.