მოიძებნა 668045 ჩანაწერი
102001.
ორლანდო | კარი პირველი
ადამიანებს არ ერცხვინებოდათ განათლების, როგორც დღესაა; არც იმას თვლიდნენ ბედნიერებად, თუ ყასბის შვილად დაბადებულმა წერა-კითხვა არ იცოდი.
People had none of our modern shame of book learning; none of our belief that to be born the son of a butcher is a blessing and to be unable to read and write.
102002.
ორლანდო | კარი პირველი
წარმოდგენაც არ ჰქონდათ, თუ ის, რასაც ჩვენ „სიცოცხლეს“ და „სინამდვილეს“ ვუწოდებთ, ერთგვარად დაკავშირებულია უმეცრებასთან და სისასტიკესთან; და ამ ორი სიტყვის არც არანაირი შესატყვისი არ ჰქონდათ.
They had no fancy that what we call "life" and "reality" are somehow connected with ignorance and brutality; nor, indeed, any equivalent for these two words at all.
102003.
ორლანდო | კარი პირველი
არც ორლანდო გარეულა მათში „სიცოცხლის“ ძიების მიზნით; არც „სინამდვილისკენ“ სწრაფვა გამხდარა მათი მიტოვების მიზეზი.
It was not to seek "life" that Orlando went among them; not in quest of "reality" that he left them.
102004.
ორლანდო | კარი პირველი
მაგრამ, ალბათ, როცა ოცჯერ მაინც მოისმინა ამბავი, როგორ დაკარგა ცხვირი ჯეიკსმა და უმანკოება სიუკიმ, ორლანდოს ცოტა არ იყოს, მოსწყინდა ერთისა და იმავეს მოსმენა.
But when he had heard a score of times how Jakes had lost his nose and Sukey her honour Orlando began to be a little weary of the repetition of one and the same ting.
102005.
ორლანდო | კარი პირველი
ცხვირი შეიძლება მხოლოდ ერთი ხერხით წარგკვეთონ, ქალწულობა კი მეორით.
A nose can only be cut off in one way and maidenhood lost in another.
102006.
ორლანდო | კარი პირველი
ასე რომ, მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდა ტკბილ მოგონებებად ეს ყველაფერი და შეწყვიტა ლუდხანებსა და კეგლის სათამაშო ორღობეებში სტუმრობა.
So, always keeping them in happy memory, he left off frequenting the beer gardens and the skittle alleys.
102007.
ორლანდო | კარი პირველი
გაცვეთილი მოსასხამი ტანსაცმლის კარადაში დაკიდა, ისევ აუბრწყინდა ვარსკვლავი ყელზე და აუელვარდა წვივსაკრავი მუხლქვეშ და კიდევ ერთხელ გამოცხადდა მეფე ჯეიმსის კარზე.
He hung his grey cloak in his wardrobe, let his star shine at his neck and his garter twinkle at his knee, and appeared once more at the Court of King James.
102008.
ორლანდო | კარი პირველი
ორლანდო ახალგაზრდა იყო, მდიდარი, დიდებული შესახედავი.
Orlando was young, he was rich, he was handsome.
102009.
ორლანდო | კარი პირველი
შეუძლებელია, ვინმეს მეტი სიხარულით შეგებებოდნენ სამეფო კარზე, ვიდრე მას.
No one could have been received with greater acclamation than he was.
102010.
ორლანდო | კარი პირველი
სულ ცოტა, სამი მათგანის სახელთან აწყვილებდნენ ხშირად ორლანდოს სახელს; ესენი იყვნენ ქლორინდა, ფავილა, იუფროსინი – ასე მოიხსენიებდა მათ ორლანდო სონეტებში.
The names of three at least were freely coupled with Orlando in marriage — Clorinda, Favilla, Euphrosyne — so he called them in his sonnets.
102011.
ორლანდო | კარი პირველი
თანმიმდევრობით განვიხილოთ თითოეული: ქლორინდა ფრიად კეთილშობილი ზნის დახვეწილი მანდილოსანი გახლდათ.
To discuss them in order; Clorinda was a sweet-mannered gentle lady enough.
102012.
ორლანდო | კარი პირველი
ორლანდო მან დიდად გაიტაცა ექვსთვე-ნახევრის განმავლობაში; მაგრამ მას თეთრი წამწამები ჰქონდა და სისხლის დანახვაზე ცუდად ხდებოდა.
Indeed Orlando was greatly taken with her for six months and a half; but she had white eyelashes and could not bear the sight of blood.
102013.
ორლანდო | კარი პირველი
მამამისის სუფრაზე შემოტანილი შემწვარი კურდღლის შემხედვარეს გული წაუვიდა.
A hare brought up roasted at her father’s table turned her faint.
102014.
ორლანდო | კარი პირველი
თანაც, სამღვდელოების დიდ გავლენას განიცდიდა და ეკონომიას სწევდა საცვლებზე, რათა ამის ხარჯზე ღარიბ-ღატაკებს დახმარებოდა.
She was much under the influence of the Priests too, and stinted her underlinen in order to give to the poor.
102015.
ორლანდო | კარი პირველი
თავის მოვალეობად მიიჩნია ორლანდოს ცოდვებისაგან განწმენდა, რამაც ისე გააღიზიანა იგი, რომ ქორწინებაზე უარი თქვა და დიდად აღარც უნაღვლია, როცა სულ ცოტა ხანში ქლორინდა ჩუტყვავილათი გარდაიცვალა.
She took it on her to reform Orlando of his sins, which sickened him, so that he drew back from the marriage, and did not much regret it when Clorinda died soon after of the small-pox.
102016.
ორლანდო | კარი პირველი
შემდეგი, ფავილა, სრულიად განსხვავებული ბუნების იყო.
Favilla, who comes next, was of a different sort altogether.
102017.
ორლანდო | კარი პირველი
წარმოშობით ღარიბი სამერსეტშირელი არისტოკრატის ქალიშვილი იყო და მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი გულმოდგინებისა და თვალის წყალობით გაიკვლია გზა სამეფო კარისკენ.
She was the daughter of a poor Somersetshire gentleman; who, by sheer assiduity and the use of her eyes had worked her way up at court.
102018.
ორლანდო | კარი პირველი
მისმა ოსტატობამ ცხენოსნობაში, უბადლო კანჭებმა და მოხდენილმა ცეკვამ საყოველთაო თაყვანისცემა მოუპოვა.
Her address in horsemanship, her fine instep, and her grace in dancing won the admiration of all.
102019.
ორლანდო | კარი პირველი
თუმცა, ერთხელ ისეთი წინდაუხედაობა გამოიჩინა, რომ სპანიელს, რომელმაც ცალი აბრეშუმის წინდა დაუგლიჯა, კინაღამ სული ამოხადა მათრახის ცემით, ზედ ორლანდოს ფანჯრის ქვეშ.
Once, however, she was so ill-advised as to whip a spaniel that had torn one of her silk stockings, within an inch of its life beneath Orlando’s window.
102020.
ორლანდო | კარი პირველი
ორლანდომ, რომელსაც ძლიერ უყვარდა ცხოველები, ამის შემდეგ ისიც შენიშნა, რომ თურმე მას უსწორმასწორო კბილები ჰქონია, წინა ორი კბილი კი – შეზნექილი.
Orlando, who was a passionate lover of animals, now noticed that her teeth were crooked, and the two front turned inward.