მოიძებნა 668045 ჩანაწერი
102021.
ორლანდო | კარი პირველი
ეს, ქალის ახირებული და სასტიკი ბუნების უტყუარი მანიშნებელია.
That is a sure sign of a perverse and cruel disposition in women.
102022.
ორლანდო | კარი პირველი
ასე და ამგვარად, მასთან ნიშნობა იმავე ღამეს სამუდამოდ გააუქმა.
So he broke the engagement that very night for ever.
102023.
ორლანდო | კარი პირველი
წარმოშობით ირლანდიელი დესმონდების შთამომავალს, საკუთარი საგვარეულო ხეც ჰქონდა, ისეთივე ძველი და ღრმად ფესვგადგმული, როგორიც თავად ორლანდოსი.
She was by birth one of the Irish Desmonds and had therefore a family tree of her own as old and deeply rooted as Orlando’s itself.
102024.
ორლანდო | კარი პირველი
ქერა, ჭრელთვალა, ოდნავ ფლეგმატური.
She was fair, florid, and a trifle phlegmatic.
102025.
ორლანდო | კარი პირველი
კარგად ფლობდა იტალიურს; ზედა ყბაზე ქათქათა კბილების წყობას ვერაფერს დაუწუნებდით, ოღონდ ქვედა, ცოტა არ იყოს, გაცრეცილი ჰქონდა.
She spoke Italian well, had a perfect set of teeth in the upper jaw, though those on the lower were slightly discoloured.
102026.
ორლანდო | კარი პირველი
მუდამ მწევარი ან სპანიელი ეჯდა მუხლებთან; საკუთარი თეფშიდან აჭმევდა თეთრ პურს.
She was never without a whippet or spaniel at her knee; fed them with white bread from her own plate.
102027.
ორლანდო | კარი პირველი
საამურად მღეროდა ვერჯინელის თანხლებით.
They sang sweetly to the virginals.
102028.
ორლანდო | კარი პირველი
იმდენ ხანს ანდომებდა საკუთარ თავზე ზრუნვას, რომ შუადღის დადგომამდე გამოწყობილს ვერ ნახავდით.
She was never dressed before mid-day owing to the extreme care she took of her person.
102029.
ორლანდო | კარი პირველი
მოკლედ, ორლანდოსნაირ დიდგვაროვან ჭაბუკს უნაკლო ცოლობას გაუწევდა.
In short, she would have made a perfect wife for such a nobleman as Orlando.
102030.
ორლანდო | კარი პირველი
ის დიდი ყინვა, როგორც ისტორიკოსები გვაუწყებენ, უსასტიკესი იყო, რაც კი ოდესმე უნახავს ბრიტანეთის კუნძულებს.
The Great Frost was, historians tell us, the most severe that has ever visited British islands.
102031.
ორლანდო | კარი პირველი
ჩიტები ჰაერშივე იყინებოდნენ და კენჭებივით ცვიოდნენ მიწაზე.
Birds froze in mid-air and fell like stones to the ground.
102032.
ორლანდო | კარი პირველი
ნორვიჩში ახალგაზრდა გლეხის ქალი გზის გადასაკვეთად მოემზადა და მაყურებლებმა საკუთარი თვალით დაინახეს, როგორ იქცა უცებ მტვრის ქულად და როგორ აიტაცა ჰაერის ტალღამ სახურავების თავზე, როცა ცივმა ქარმა დაუქროლა ქუჩის კუთხეში მდგომს.
At Norwich a young countrywoman started to cross the road and was seen by the onlookers to turn visibly to powder and be blown in a puff of dust over the roofs as the icy blast struck her at the street corner.
102033.
ორლანდო | კარი პირველი
სიკვდილიანობა ცხვრებსა და მსხვილ რქოსან პირუტყვში აურაცხელი იყო.
The mortality among sheep and cattle was enormous.
102034.
ორლანდო | კარი პირველი
ლეში იყინებოდა და მიწას ვეღარ აძრობდნენ.
Corpses froze and could not be drawn from the ground.
102035.
ორლანდო | კარი პირველი
ხშირად მომხდარა, რომ გზაზე მიმავალი მთელი ღორის კოლტი ადგილზე გაყინულა და გაშეშებულა.
It was no uncommon sight to come upon a whole herd of swine frozen immovable upon the road.
102036.
ორლანდო | კარი პირველი
მინდვრები სავსე იყო იმწამიერ მდგომარეობაში გაყინული მეცხვარეებით, გუთნისდედებით, ცხენის რემებით, ჩიტებზე მონადირე ბიჭებით, რომელთაგან ერთს ხელი მიეტანა ცხვირთან, მეორეს – ბოთლი მიედო ტუჩებზე, მესამეს კენჭი შეემართა ყვავებისთვის სატყორცნად.
The fields were full of shepherds, ploughmen, teams of horses, and birdscaring boys all struck stark in the act of the moment, one with his hand to his nose, another with the bottle to his lips, a third with a stone raised to throw at the ravens.
102037.
ორლანდო | კარი პირველი
ყინვის სისასტიკე ისეთი საკვირველი იყო, რომ ერთგვარ განამარხებას იწვევდა.
The severity of the frost was so extraordinary that a kind of petrifaction sometimes ensued.
102038.
ორლანდო | კარი პირველი
საყოველთაოდ აღიარებულ ფაქტად მიიჩნიეს, რომ დერბიშირის ზოგ ნაწილში კლდეების უზომო ზრდა არანაირ ამოფრქვევას არ გამოუწვევია, არამედ, უბედურ ფეხით მოსიარულეთა გამყარებას მიაწერეს.
It was commonly supposed that the great increase of rocks in some parts of Derbyshire was due to no eruption, but to the solidification of unfortunate wayfarers.
102039.
ორლანდო | კარი პირველი
ისინი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გაქვავდნენ იქ, სადაც იდგნენ.
They had been turned literally to stone where they stood.
102040.
ორლანდო | კარი პირველი
ეკლესია დიდად ვერ შველოდა ხალხს ამ გაჭირვებაში და, მიუხედავად იმისა, რომ ზოგმა მიწათმფლობელმა ეს რელიქტები აკურთხებინა, უმეტესობამ ამჯობინა, ნიშანსვეტებად, ცხვრებისთვის ზურგის საფხან ბოძებად.
The Church could give little help in the matter, and though some landowners had these relics blessed, the most part preferred to use them either as landmarks, scratching-posts for sheep.