მოიძებნა 668045 ჩანაწერი
102041.
ორლანდო | კარი პირველი
მათი უმეტესობა, მართლაც, მშვენივრად ემსახურება ამ მიზანს დღემდე.
This purposes they serve, admirably for the most part, to this day.
102042.
ორლანდო | კარი პირველი
მაგრამ იმ დროს, როცა სოფლის მოსახლეობას უკიდურესად გაუჭირდა და ვაჭრობა შეწყდა ქვეყანაში, ლონდონში არნახული ბრწყინვალების კარნავალი გაიმართა.
But while the country people suffered the extremity of want, and the trade of the country was at a standstill, London enjoyed a carnival of the utmost brilliancy.
102043.
ორლანდო | კარი პირველი
სამეფო კარი გრინვიჩში იმყოფებოდა და ახალბედა მეფემ დრო იხელთა მოქალაქეებისთვის თავის მოსაქონად, რის საშუალებასაც მისი მეფედ კურთხევა იძლეოდა.
The Court was at Greenwich, and the new King seized the opportunity that his coronation gave him to curry favour with the citizens.
102044.
ორლანდო | კარი პირველი
მან ბრძანება გასცა, მდინარე, რომელიც ოციოდე ფუტის სიღრმეზე და ექვს თუ შვიდ მილზე მეტ სიგრძეზე გაიყინა, მოეწმინდათ, მოერთოთ და ყველანაირად დაემსგავსებინათ პარკისთვის, ფანჩატურებით, ლაბირინთებით, სასმელის გასაყიდი კიოსკებით და სხვა.
He directed that the river, which was frozen to a depth of twenty feet and more for six or seven miles on either side, should be swept, decorated and given all the semblance of a park with arbours, mazes, drinking booths, etc.
102045.
ორლანდო | კარი პირველი
თავისთვის და კარისკაცებისთვის კი ერთი ადგილი შეარჩია, უშუალოდ სასახლის ჭიშკრის პირდაპირ, რომელიც მხოლოდ ერთი აბრეშუმის თოკით იყო გამოყოფილი სახალხო ადგილისგან.
For himself and the courtiers, he reserved a certain space immediately opposite the Palace gates; which, railed off from the public only by a silken rope,
102046.
ორლანდო | კარი პირველი
ეს უმალ იქცა ინგლისის უბრწყინვალესი საზოგადოების თავშეყრის ადგილად.
It became at once the centre of the most brilliant society in England.
102047.
ორლანდო | კარი პირველი
სამხედროები მავრიტანიის დაპყრობას და თურქების დამხობას სირაქლემის ფრთებით დამშვენებულ ზოლიან ფანჩატურებში გეგმავდნენ.
Soldiers planned the conquest of the Moor and the downfall of the Turk in striped arbours surmounted by plumes of ostrich feathers.
102048.
ორლანდო | კარი პირველი
ადმირალები ბოლთას სცემდნენ ვიწრო ბილიკებზე, ჭიქებით ხელში, თვალს მოავლებდნენ ჰორიზონტს და ჩრდილო-დასავლეთ უღელტეხილისა და ესპანეთის „არმადის“ ამბებს ყვებოდნენ.
Admirals strode up and down the narrow pathways, glass in hand, sweeping the horizon and telling stories of the north-west passage and the Spanish Armada.
102049.
ორლანდო | კარი პირველი
შეყვარებულები სიასამურის ბეწვგადაფარებულ ტახტებზე ეარშიყებოდნენ ერთმანეთს.
Lovers dallied up on divans spread with sables.
102050.
ორლანდო | კარი პირველი
როცა დედოფალი და მისი ბანოვანები გარეთ გადიოდნენ, გაყინული ვარდების წვიმა იფრქვეოდა.
Frozen roses fell in showers when the Queen and her ladies walked abroad.
102051.
ორლანდო | კარი პირველი
ფერადი ბუშტები უძრავად იყინებოდა ჰაერში.
Coloured balloons were frozen motionless in the air.
102052.
ორლანდო | კარი პირველი
აქა-იქ დიდი კოცონები დაენთოთ, კედრის და მუხის ჭარბად მარილდაყრილი შეშით, რომ ცეცხლს მწვანე, ფორთოხლისფერი და იასამნისფერი ალი ჰქონოდა.
Here and there burnt vast bonfires of cedar and oak wood, lavishly salted, so that the flames were of green, orange, and purple fire.
102053.
ორლანდო | კარი პირველი
მაგრამ, რაც უნდა ძლიერ ეგიზგიზა კოცონს, მისი მხურვალება მაინც არ იყო საკმარისი ყინულის გასალღობად, რომელიც თუმც უჩვეულოდ გამჭვირვალე, მაინც ფოლადივით მყარი იყო.
But however fiercely they burnt, the heat was not enough to melt the ice which, though of singular transparency, was yet of the hardness of steel.
102054.
ორლანდო | კარი პირველი
და მართლაც, ყინული ისეთი გამჭვირვალე იყო, რომ შიგ, რამდენიმე ფუტის სიღრმეზე, აქ ზღვის ღორს, იქ კი – კამბალას დაინახავდით.
So clear indeed was ice that there could be seen, at a depth of several feet, here a porpoise, there a flounder.
102055.
ორლანდო | კარი პირველი
ლონდონის ხიდის მახლობლად, სადაც მდინარე ოციოდე საზღვაო საჟენამდე გაყინულიყო, მკაფიოდ დაინახავდით ჩაძირულ კატარღას, რომელიც მდინარის ფსკერზე იდო ვაშლებით დატვირთული, სწორედ იქ, სადაც შარშან შემოდგომაზე ჩაიძირა.
Near London Bridge, where the river had frozen to a depth of some twenty fathoms, a wrecked wherry boat was plainly visible, lying on the bed of the river where it had sunk last autumn, overladen with apples.
102056.
ორლანდო | კარი პირველი
სასურსათო კატარღის მომსახურე დედაკაცი, რომელსაც ხილი სარეის მხარეში, ბაზარში გასაყიდად მიჰქონდა, იჯდა იქ კუბოკრულ მოსასხამსა და კრინოლინში გამოწყობილი და კალთა ვაშლებით ჰქონდა სავსე, ზუსტად ისე, გეგონებოდათ, ცოტაც, და მუშტარს მოემსახურებაო.
The old bumboat woman, who was carrying her fruit to market on the Surrey side, sat there in her plaids and farthingales with her lap full of apples, for all the world as if she were about to serve a customer.
102057.
ორლანდო | კარი პირველი
მხოლოდ ტუჩების სილურჯე მიანიშნებდა, სინამდვილეს.
A certain blueness about the lips hinted the truth.
102058.
ორლანდო | კარი პირველი
ეს სწორედ ის სანახაობა გახლდათ, მეფე ჯეიმსს რომ ხიბლავდა განსაკუთრებით, და კარისკაცები ჯგუფ-ჯგუფად მოჰყავდა ამის საცქერლად.
This was a sight King James specially liked to look upon, and he would bring a troupe of courtiers to gaze with him.
102059.
ორლანდო | კარი პირველი
მოკლედ, ამ სანახაობის ბრწყინვალებასა და მხიარულებას დღისით არაფერი შეედრებოდა.
In short, nothing could exceed the brilliancy and gaiety of the scene by day.
102060.
ორლანდო | კარი პირველი
მაგრამ კარნავალი მხიარულების მწვერვალს სწორედ ღამით აღწევდა.
But it was at night that the carnival was at its merriest.