მოიძებნა 668045 ჩანაწერი
102061.
ორლანდო | კარი პირველი
ვინაიდან, ყინულს ბზარიც არ ემჩნეოდა; ღამით სრულიად ირინდებოდა გარემო.
For the frost continued unbroken; the nights were of perfect stillness.
102062.
ორლანდო | კარი პირველი
მთვარე და ვარსკვლავები ალმასის მყარი უძრაობით ბრდღვიალებდნენ, ხოლო კარისკაცები ფლეიტისა და საყვირის უმშვენიერეს ჰანგებზე ცეკვავდნენ.
The moon and stars blazed with the hard fixity of diamonds, and to the fine music of flute and trumpet the courtiers danced.
102063.
ორლანდო | კარი პირველი
სიმართლე ითქვას, ორლანდო არ განეკუთვნებოდა იმათ რიგებს, ვინც მსუბუქი ნაბიჯით აჰყვებოდა ხოლმე კორანტოს და ლავოლტას რიტმებს.
Orlando, it is true, was none of those who tread lightly the corantoe and lavolta.
102064.
ორლანდო | კარი პირველი
ის ტლანქი იყო და, ცოტა არ იყოს, დაბნეულიც.
He was clumsy and a little absentminded.
102065.
ორლანდო | კარი პირველი
ამ ფანტასტიკურ უცხო რიტმებს ბევრად ერჩივნა მშობლიური სოფლის მარტივი ცეკვები, რომელთაც ბავშვობაში ცეკვავდა.
He much preferred the plain dances of his own country, which he danced as a child to these fantastic foreign measures.
102066.
ორლანდო | კარი პირველი
ეს არსება, სულ ერთია, რა ერქვა, ან რომელი სქესისა იყო, საშუალო სიმაღლის, მეტად მოხდენილი აღნაგობის და მთლიანად ხამანწკისფერ, უცხო, მომწვანო ბეწვით გაწყობილ ხავერდის სამოსში იყო გამოწყობილი.
The person, whatever the name or sex, was about middle height, very slenderly fashioned, and dressed entirely in oyster-coloured velvet, trimmed with some unfamiliar greenish-coloured fur.
102067.
ორლანდო | კარი პირველი
მაგრამ ყველა ამ წვრილმანს სრულიად აფერმკრთალებდა გასაკვირი მაცთუნებლობა, რომელსაც ეს პიროვნება მთელი არსებით ასხივებდა.
But these details were obscured by the extraordinary seductiveness which issued from the whole person.
102068.
ორლანდო | კარი პირველი
სრულიად უკიდურესობამდე მისული ხატები, მეტაფორები აიბურდა და ჩაიქსოვა ორლანდოს გონებაში.
Images, metaphors of the most extreme twined and twisted in Orlando's mind.
102069.
ორლანდო | კარი პირველი
ნესვი, ანანასი, ზეთისხილის ხე, ზურმუხტი და მელია თოვლში – ყველაფერმა ერთად გაუელვა გონებაში სულ რაღაც სამ წამში.
He called her a melon, a pineapple, an olive tree, an emerald, and a fox in the snow all in the space of three seconds.
102070.
ორლანდო | კარი პირველი
არ იცოდა, გაეგონა თუ არა მისი ხმა, გაესინჯა თუ არა მისი გემო, ენახა თუ არა ადრე, ანთუ სამივე ერთად.
He did not know whether he had heard her, tasted her, seen her, or all three together.
102071.
ორლანდო | კარი პირველი
მართალია, ჩვენ ერთი წამითაც არ უნდა შევყოვნდეთ თხრობისას, მაგრამ მაინც შეიძლება აქ ნაჩქარევად აღვნიშნოთ, რომ მისი ყველა ხატი იმ დროს უკიდურესად მარტივი იყო იმისათვის, რომ მის გრძნობებს მორგებოდა.
For though we must pause not a moment in the narrative we may here hastily note that all his images at this time were simple in the extreme to match his senses.
102072.
ორლანდო | კარი პირველი
ისინი უპირატესად იმ საგნებიდან იღებდა სათავეს, რის გასინჯვაც უყვარდა ბავშვობაში.
They were mostly taken from things he had liked the taste in his Childhood.
102073.
ორლანდო | კარი პირველი
მაგრამ, რამდენადაც მარტივი იყო მისი გრძნობები, იმდენადვე ძლიერი.
But if his senses were simple they were at the same time strong.
102074.
ორლანდო | კარი პირველი
ამდენად, ახლა შეყოვნება და ამ ყოველივეს მიზეზთა ძიება, ნამდვილად გამორიცხულია.
To pause therefore and seek the reasons of things is out of the question.
102075.
ორლანდო | კარი პირველი
ნესვი, ზურმუხტი, მელია თოვლში – ასე აბოდებდა, ასე უმზერდა.
A melon, an emerald, a fox in the snow — so he raved, so he stared.
102076.
ორლანდო | კარი პირველი
როდესაც ვაჟმა, რადგან ვაი, რომ ის ალბათ ბიჭი იყო, ლამის თითის წვერებზე მდგომმა ჩაუქროლა, ორლანდო მზად იყო, თავზე თმა დაეგლიჯა ბრაზისგან, იმის გამო, რომ ის მისივე სქესისა იყო, და ამდენად, მასთან ტრფიალი, ალერსი გამოირიცხა.
When the boy, for alas, a boy it must be, swept almost on tiptoe past him, Orlando was ready to tear his hair with vexation that the person was of his own sex, and thus all embraces were out of the question.
102077.
ორლანდო | კარი პირველი
ვერც ერთი ქალი ვერ იციგურავებს ასე სწრაფად და უშიშრად.
No woman could skate with such speed and vigour.
102078.
ორლანდო | კარი პირველი
მაგრამ აი, მოციგურავე მიუახლოვდა.
But the skater came closer.
102079.
ორლანდო | კარი პირველი
ფეხები, ხელები, ტანადობა – ბიჭისა ჰქონდა, მაგრამ შეუძლებელია, ბიჭს ასეთი პირი ჰქონდეს.
Legs, hands, carriage, were a boy’s, but no boy ever had a mouth like that.
102080.
ორლანდო | კარი პირველი
შეუძლებელია, ბიჭს ასეთი მკერდი ჰქონდეს; შეუძლებელია, ბიჭს ასეთი თვალები ჰქონდეს, თვალები, რომლებიც თითქოს ეს-ესაა ანკესით ამოეგდოთ ზღვის ფსკერიდან.
No boy had those breasts; no boy had eyes which looked as if they had been fished from the bottom of the sea.