მოიძებნა 668045 ჩანაწერი
102081.
ორლანდო | კარი პირველი
ის ქალი იყო.
She was a woman.
102082.
ორლანდო | კარი პირველი
ორლანდო მიაჩერდა; აცახცახდა; მერე შესცივდა; ზაფხულის ჰაერში განავარდება მოუნდა; ფეხით რკოების გასრესა; წიფლის და მუხის ხეებისთვის მკლავების შემოჭდობა.
Orlando stared; trembled; turned cold; longed to hurl himself through the summer air; to crush acorns beneath his feet; to toss his arm with the beech trees and the oaks.
102083.
ორლანდო | კარი პირველი
ორლანდოს ტუჩები აეზნიქა წვრილი თეთრი კბილების თავზე; ალბათ ნახევარ დუიმზე გაეპო ბაგე, თითქოს კბენას აპირებსო; და ისევ დამუწა ისე, თითქოს უკვე ეკბინოს.
Orlando drew his lips up over his small white teeth; opened lips perhaps half an inch as if to bite; shut them as if he had bitten.
102084.
ორლანდო | კარი პირველი
ლედი იუფროსინი ეკიდა მკლავზე.
The Lady Euphrosyne hung upon his arm.
102085.
ორლანდო | კარი პირველი
უცნობის სახელი, როგორც შეიტყო, თავადის ქალი მარუშა სტანილოვსკა დაგმარ ნატაშა ილიანა რომანოვიჩი ყოფილა.
The stranger’s name, he found, was the Princess Marousha Stanilovska Dagmar Natasha Iliana Romanovitch.
102086.
ორლანდო | კარი პირველი
მოსკოველებზე თითქმის არაფერი იყო ცნობილი.
Very little was known of the Muscovites.
102087.
ორლანდო | კარი პირველი
უშველებელწვერიანები და ბეწვეულის ქუდებში ჩაფუთნულები თითქმის სულ ჩუმად ისხდნენ.
In their great beards and furred hats they sat almost silent.
102088.
ორლანდო | კარი პირველი
რაღაც შავ სასმელს სვამდნენ, რომელსაც წარამარა აპურჭყებდნენ ყინულზე.
They were drinking some black liquid which they spat out now and then upon the ice.
102089.
ორლანდო | კარი პირველი
ინგლისური არც ერთმა არ იცოდა, ხოლო ფრანგული, რომელიც მათგან რამდენიმემ მაინც იცოდა, იმ დროს ინგლისის სამეფო კარზე არ იყო დიდად მიღებული.
None spoke English, and French with which some at least were familiar was then little spoken at the English Court.
102090.
ორლანდო | კარი პირველი
სწორედ ამ შემთხვევის წყალობით მოხდა, რომ ორლანდომ და თავადის ქალმა ერთმანეთი გაიცნეს.
It was through this accident that Orlando and the Princess became acquainted.
102091.
ორლანდო | კარი პირველი
ისინი ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ დიდ სუფრაზე, რომელიც დიდი ტენტის ქვეშ გაეშალათ დიდგვაროვანთა გასართობად.
They were seated opposite each other at the great table spread under a huge awning for the entertainment of the notables.
102092.
ორლანდო | კარი პირველი
თავადის ქალი ორ ლორდს შორის აღმოჩნდა, მისგან მარცხნივ ლორდი ფრენსის ვერე, ხოლო მარჯვნივ ახალგაზრდა მორეის ჰერცოგი ისხდნენ.
The Princess was placed between two Lords, on the left - Lord Francis Vere and and on the roght - the young Earl of Moray.
102093.
ორლანდო | კარი პირველი
კომიკური იყო იმის ცქერა, რა დღეში ჩააგდო ისინი, რადგან, მართალია, ორივე თავისებურად მშვენიერი ჭაბუკი იყო.
It was laughable to see the predicament she soon had them in, for though both were fine lads in their way.
102094.
ორლანდო | კარი პირველი
მაგრამ ფრანგული ენისა იმდენივე გაეგებოდათ, რამდენიც ახალშობილს.
The baby had as much knowledge of the French tongue as they had.
102095.
ორლანდო | კარი პირველი
სადილის დაწყებისას თავადის ქალი გრაფს მიუბრუნდა და უთხრა, ისე თავაზიანად, რომ ორლანდოს აღტაცებით აღევსო გული.
At the beginning of dinner the Princess turned to the Earl and said, with a grace which ravished Orlando's heart.
102096.
ორლანდო | კარი პირველი
ორივე – ლორდი ფრენსისი და გრაფი – უკიდურესად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩდა.
Both Lord Francis and the Earl showed the highest embarrassment.
102097.
ორლანდო | კარი პირველი
პირველმა მაშინვე გულუხვად გადაუღო თავადის ქალს პირშუშხას საწებელი, მეორემ კი თავის ძაღლს მოუხმო სტვენით და იძულებით ააღებინა სახრავი ძვალი.
The one helped her largely to horse-radish sauce, the other whistled to his dog and made him beg for a marrow bone.
102098.
ორლანდო | კარი პირველი
ამის შემხედვარე თავადის ქალმა სიცილი ვეღარ შეიკავა, და ორლანდომაც, რომელმაც ტახის თავებისა და ფარშევანგების ფიტულებს გადაღმა მისი მზერა დაიჭირა, მასავით გაეცინა.
At this the Princess could no longer contain her laughter, and Orlando, catching her eyes across the boars’ heads and stuffed peacocks, laughed too.
102099.
ორლანდო | კარი პირველი
გაეცინა, თუმც კი სიცილი გაოცებისგან პირზე შეაშრა.
He laughed, but the laugh on his lips froze in wonder.
102100.
ორლანდო | კარი პირველი
ვინ გყვარებია, რა გყვარებია? – ჰკითხა თავის თავს, მოწოლილი გრძნობებით აფორიაქებულმა.
"Whom had you loved, what had you loved until now?" - he asked himself in a tumult of emotion.