მოიძებნა 668045 ჩანაწერი
102101.
ორლანდო | კარი პირველი
ვიღაც დედაბერი, ძვალი და ტყავი.
An old woman, all skin and bone.
102102.
ორლანდო | კარი პირველი
წითურლოყება კახპები, იმდენი, რომ ჩამოთვლადაც არ ღირს.
Red-cheeked trulls too many to mention.
102103.
ორლანდო | კარი პირველი
წუწუნა მონაზონი.
A puling nun.
102104.
ორლანდო | კარი პირველი
მაქმანების კვერის დამკვრელთა მარაქა.
A nodding mass of lace.
102105.
ორლანდო | კარი პირველი
მაშ გამოდის, სიყვარული მხოლოდ ნახერხი და ფერფლი ყოფილა მისთვის.
Love had meant to him nothing but sawdust and cinders.
102106.
ორლანდო | კარი პირველი
გაოცებული დაფიქრდა, მაინც, როგორ მოვახერხე ამ ყოველივეს დაუმთქნარებლად გადატანაო.
He marvelled how he could have gone through with it without yawning.
102107.
ორლანდო | კარი პირველი
რადგან ახლა, როცა მას უყურებდა, ბლანტი სისხლი გაულღვა ძარღვებში; ყინული ღვინოდ გადაიქცა; წყლის ჩუხჩუხი მოესმა და ჩიტების გალობა.
For as he looked her the thickness of his blood melted; the ice turned to wine in his veins; he heard the waters flowing and the birds singing.
102108.
ორლანდო | კარი პირველი
გაზაფხული აყვავილდა მკაცრი ზამთრის პეიზაჟზე; მასში მამაკაცობამ გაიღვიძა.
Spring broke over the hard wintry landscape; his manhood woke.
102109.
ორლანდო | კარი პირველი
ხელი ხმალს იკრა; ღრმა წყალში ჩაყვინთა; დაინახა სიკვდილის ყვავილი უფსკრულის პირზე.
He grasped a sword in his hand; he dived in deep water; he saw the flower of death growing in a crevice.
102110.
ორლანდო | კარი პირველი
ხელი გაიწვდინა – სინამდვილეში აქ ორლანდომ შეთხზა ერთ-ერთი ყველაზე ვნებიანი გზნებით აღბეჭდილი სონეტი, როცა თავადის ქალმა მიმართა: – გეთაყვა, მარილს ხომ ვერ მომაწოდებდით?
He stretched his hand — in fact Orlando was rattling off one of his most impassioned sonnets when the Princess addressed him, "Would you have the goodness to pass the salt"?
102111.
ორლანდო | კარი პირველი
ორლანდო ჭარხალივით გაწითლდა.
Orlando blushed deeply.
102112.
ორლანდო | კარი პირველი
უდიდესი სიამოვნებით, მადამ, – მიუგო და უბადლო ფრანგულ კილოზე გაუბა საუბარი.
"With all the pleasure Madame", he replied, speaking French with a perfect accent.
102113.
ორლანდო | კარი პირველი
მადლობა ღმერთს, ამ ენაზე ისე ლაპარაკობდა, როგორც მშობლიურზე; დედამისის მოახლემ ასწავლა.
Heaven be praised, he spoke the tongue as his own; his mother’s maid had taught him.
102114.
ორლანდო | კარი პირველი
და მაინც, იქნებ ჯობდა, საერთოდ არ ესწავლა ეს ენა; არასოდეს გაეცა პასუხი ამ ხმისთვის, არასოდეს გაჰყოლოდა ამ თვალთა ნათებას...
Yet perhaps it would have been better for him had he never learnt that tongue; never answered that voice; never followed the light of those eyes.
102115.
ორლანდო | კარი პირველი
თავადის ქალმა განაგრძო.
The Princess continued.
102116.
ორლანდო | კარი პირველი
მითხარით, ვინ არიან ეს მეჯინიბისმანერებიანი ტეტიები, გვერდით რომ მისხედან?
"Who are those bumpkins", she asked him, "who sat beside me with the manners of stablemen"?
102117.
ორლანდო | კარი პირველი
ეს რა გულისამრევი ნაზავი დამისხეს თეფშზე?
What is the nauseating mixture they had poured on my plate?
102118.
ორლანდო | კარი პირველი
ნუთუ ინგლისში ადამიანები ძაღლებს საკუთარი თეფშიდან აჭმევენ საჭმელს?
Did the dogs eat at the same table with the men in England?
102119.
ორლანდო | კარი პირველი
და, აი, ის სასაცილო არსება, სუფრის ბოლოში, მაისის ხესავით რომ მოურთავს თმა, მართლა ინგლისის დედოფალია?
Is that figure of fun at the end of the table with her hair rigged up like a Maypole really the Queen?
102120.
ორლანდო | კარი პირველი
და მეფე ყოველთვის ასე იდორბლება?
And does the King always slobber like that?