მოიძებნა 668045 ჩანაწერი
102121.
ორლანდო | კარი პირველი
და იმ გაბღენძილი ტიპებიდან რომელია ჯორჯ ვილერსი?
And which of those popinjays is George Villiers?
102122.
ორლანდო | კარი პირველი
მიუხედავად იმისა, რომ ამ კითხვებმა თავიდან საკმაოდ შეაშფოთა ორლანდო, სიცილი მაინც ვერ შეიკავა.
Though these questions rather discomposed Orlando at first he could not help but laugh.
102123.
ორლანდო | კარი პირველი
თან თანამეინახეების უმეტყველო სახეების შემხედვარე მიხვდა, რომ ერთი სიტყვაც კი ვერავინ გაიგო და პასუხი ისეთივე უშუალობით გასცა, როგორც კითხვა დაუსვეს, ანუ, თავადის ქალივით უნაკლო ფრანგულით.
And he saw from the blank faces of the company that nobody understood a word, he answered her as freely as she asked him, speaking, as Princess did, in perfect French.
102124.
ორლანდო | კარი პირველი
ასე ჩაისახა ახლობლობა ამ ორს შორის, რომელიც მალე იქცა სამეფო კარის სკანდალად.
Thus began an intimacy between the two which soon became the scandal of the Court.
102125.
ორლანდო | კარი პირველი
ცოტა ხანში ყველამ შენიშნა, რომ ორლანდო მოსკოველ თავადის ქალს გაცილებით დიდ ყურადღებას უთმობდა, ვიდრე ამას უბრალო თავაზიანობა მოითხოვდა.
Soon it was observed Orlando paid the Muscovite Princess far more attention than mere civility demanded.
102126.
ორლანდო | კარი პირველი
მათი საუბარი, თუმც კი სხვებისთვის გაუგებარი, ისეთი ხალისით გამოირჩეოდა, ისეთ ალმურს და სიცილს აღუძრავდა მოსაუბრეებს, რომ მთლად გონებაჩლუნგიც კი მიხვდებოდა მიზეზს.
Their conversation, though unintelligible to the rest, was carried on with such animation, provoked such blushes and laughter, that the dullest could guess the subject.
102127.
ორლანდო | კარი პირველი
მეტიც, თვით ორლანდოც გასაკვირად გარდაისახა.
Moreover, the change in Orlando himself was extraordinary.
102128.
ორლანდო | კარი პირველი
ასეთი გამოცოცხლებული ის არასოდეს ენახათ.
Nobody had ever seen him so animated.
102129.
ორლანდო | კარი პირველი
სულ რაღაც ერთ ღამეში ბიჭური სიტლანქეც შემოიძარცვა.
In one night he had thrown off his boyish clumsiness.
102130.
ორლანდო | კარი პირველი
გაბუსხული ჭაბუკი, რომელიც მანდილოსნების ოთახში ისე ვერ ჩაივლიდა, მაგიდიდან აქსესუარების ნახევარი მაინც არ მიეყარ-მოეყარა, არისტოკრატად იქცა, კეთილშობილი და ვაჟკაცური თავაზიანობით აღივსო.
He was changed from a sulky stripling, who could not enter a ladies’ room without sweeping half the ornaments from the table, to a nobleman, full of grace and manly courtesy.
102131.
ორლანდო | კარი პირველი
და მაინც, ამ ყოველივეს ღრუბლი ადგა თავს.
Yet over it all hung a cloud.
102132.
ორლანდო | კარი პირველი
უხუცესები მხრებს იჩეჩდნენ.
The old men shrugged their shoulders.
102133.
ორლანდო | კარი პირველი
ახალგაზრდები თითებშუა ხითხითებდნენ.
The young tittered between their fingers.
102134.
ორლანდო | კარი პირველი
ყველამ იცოდა, რომ ორლანდო სხვაზე იყო დანიშნული.
All knew that a Orlando was betrothed to another.
102135.
ორლანდო | კარი პირველი
სწორედ ეს იყო სონეტების იუფროსინის სრული სახელი და გვარი.
That was the proper name of Euphrosyne of the Sonnets.
102136.
ორლანდო | კარი პირველი
მარცხენა ხელის არათითს ორლანდოს დიდებული საფირონი უმშვენებდა.
Orlando wore a splendid sapphire on the second finger of her left hand.
102137.
ორლანდო | კარი პირველი
თუნდაც ყველა ცხვირსახოცი, რაც კი მოეპოვებოდა ყინულზე დავარდნოდა, ორლანდო არასოდეს დაიხრებოდა მათ ასაღებად.
Yet she might drop all the handkerchiefs in her wardrobe upon the ice and Orlando never stooped to pick them up.
102138.
ორლანდო | კარი პირველი
იუფროსინი შეიძლება ოც წუთს მდგარიყო იმის მოლოდინში, რომ ორლანდო ხელს გაუწვდიდა მარხილზე დასაბრძანებლად, მაგრამ ბოლოს იძულებული ხდებოდა, საკუთარი ზანგის დახმარებას დასჯერებოდა.
Euphrosyne might wait twenty minutes for Orlando to hand her to her sledge, and in the end have to be content with the services of her Blackamoor.
102139.
ორლანდო | კარი პირველი
როცა ციგურაობდა, რაც საკმაოდ ტლანქად გამოსდიოდა, არავინ ედგა მხარში, რომ გაემხნევებინა.
When she skated, which she did rather clumsily, no one was at her elbow to encourage her.
102140.
ორლანდო | კარი პირველი
თუ დაეცემოდა, რაც ხშირად და მძიმედ ხდებოდა, არავინ წამოაყენებდა ფეხზე და არავინ ჩამოფერთხავდა თოვლს კაბის ქობიდან.
If she fell, which she did rather heavily, no one raised her to her feet and dusted the snow from her petticoats.