მოიძებნა 668045 ჩანაწერი
102141.
ორლანდო | კარი პირველი
მიუხედავად იმისა, რომ ბუნებით ფლეგმატური იყო და არც იოლად იცოდა წყენა და სხვებზე გაცილებით ნაკლებად სურდა იმის დაჯერება, რომ ამ ვიღაც უცხოელს მისთვის ორლანდოს სიყვარულის წართმევა შეეძლო.
Although she was naturally phlegmatic, slow to take offence, and more reluctant than most people to believe that a mere foreigner could oust her from Orlando’s affections.
102142.
ორლანდო | კარი პირველი
ლედი მარგრეტიც კი ბოლოს და ბოლოს იძულებული გახდა, დაეჭვებულიყო, რომ მისი სულიერი სიმშვიდის წინააღმდეგ რაღაც მზადდებოდა.
Lady Margaret herself was brought at last to suspect that something was brewing against her peace of mind.
102143.
ორლანდო | კარი პირველი
მართლაც, დღეები გადიოდა, ორლანდო კი სულ უფრო და უფრო ნაკლებად მალავდა თავის გრძნობას.
Indeed, as the days passed, Orlando took less and less care to hide his feelings.
102144.
ორლანდო | კარი პირველი
ხან რას მოიმიზეზებდა და ხან რას, და როგორც კი ისადილებდნენ, სუფრას მიატოვებდა, ან კადრილის საცეკვაოდ ჩამწკრივებულ მოციგურავეებს გაეპარებოდა.
Making some excuse or other, he would leave the company as soon as they had dined, or steal away from the skaters, who were forming sets for a quadrille.
102145.
ორლანდო | კარი პირველი
მეორე წამს შენიშნავდნენ, რომ მოსკოველიც არსად ჩანდა.
Next moment it would be seen that the Muscovite was missing too.
102146.
ორლანდო | კარი პირველი
მაგრამ სამეფო კარი ყველაზე მეტად იმან აღაშფოთა, და მის ყველაზე მგრძნობიარე ადგილს, რომ ეს ქალ-ვაჟი ხშირად იპარებოდა იმ აბრეშუმის ბაწარს იქით, რომელიც სამეფო სივრცეს მდინარის სანაპიროს საერთო-სახალხო სივრციდან ყოფდა, და მდაბიო ხალხში უჩინარდებოდნენ ხოლმე.
But what most outraged the Court, and stung it in its tenderest part, was that the couple was often seen to slip under the silken rope, which railed off the Royal enclosure from the public part of the river and to disappear among the crowd of common people.
102147.
ორლანდო | კარი პირველი
თავადის ქალი უცაბედად ბრაზიანად დააბაკუნებდა ფეხს და შესძახებდა: – წამიყვანე აქედან, ვერ ვიტან ინგლისელების ხალხმრავლობას, რაშიც ის თავად ინგლისის სამეფო კარს გულისხმობდა.
Suddenly the Princess would stamp her foot and cry, "Take me away I detest English mob", by which she meant the English Court itself.
102148.
ორლანდო | კარი პირველი
ამის ატანა აღარ შეეძლო.
She could stand it no longer.
102149.
ორლანდო | კარი პირველი
აქაურობა არამკითხე მოამბე დედაბრებითაა სავსე, თვალს რომ არ გვაცილებენ და კიდევ, ამ მამლაყინწა აყლაყუდებით, ფეხს რომ მაბიჯებენ.
It is full of prying old women, who stare in our face, and of bumptious young men who tread on my toes.
102150.
ორლანდო | კარი პირველი
მათ ცუდი სუნი უდიოდათ.
They smelt bad.
102151.
ორლანდო | კარი პირველი
მათი ძაღლები პირდაპირ ფეხებშუა ჩაურბენდნენ ხოლმე.
Their dogs ran between her legs.
102152.
ორლანდო | კარი პირველი
თავს ისე გრძნობდა, როგორც გალიაში.
She felt like being in a cage.
102153.
ორლანდო | კარი პირველი
რუსეთში ათი მილი სიგანის მდინარეები გვაქვს, რომელზეც ექვსი ჩამწკრივებული ცხენი ისე შეგიძლია ანავარდო მთელი დღე, რომ კაციშვილს არ გადაეყრები.
In Russia we have rivers ten miles broad on which one can gallop six horses abreast all day long without meeting a soul.
102154.
ორლანდო | კარი პირველი
გარდა ამისა, მას ტაუერის, ბიფიტერების, ტემპლ-ბარზე დაკიდებული თავების და ქალაქში საიუველირო მაღაზიების მონახულება სურდა.
Besides, she wanted to see the Tower, the Beefeaters, the Heads on Temple Bar, and the jewellers’ shops in the city.
102155.
ორლანდო | კარი პირველი
ისე მოხდა, რომ ორლანდომ იგი ქალაქში გაიყვანა, უჩვენა ბიფიტერები და ამბოხებულთა თავები, და უყიდა ყველაფერი, რასაც ქალმა თვალი დაადგა სამეფო ბირჟაზე.
Thus, it came about that Orlando took her into the city, showed her the Beefeaters and the rebels’ heads, and bought her whatever took her fancy in the Royal Exchange.
102156.
ორლანდო | კარი პირველი
მაგრამ ეს არ იყო საკმარისი.
But this was not enough.
102157.
ორლანდო | კარი პირველი
ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ ლონდონის გზას დასდგომოდნენ, გზიდან გადაუხვიეს და მალე მოყინული თემზის ირგვლივ შეგროვილ ხალხსაც გასცდნენ.
Instead of taking the road to London, therefore, they turned the other way about and were soon beyond the crowd among the frozen reaches of the Thames.
102158.
ორლანდო | კარი პირველი
ასე რომ, ორლანდოს და საშას სრულ განკარგულებაში დარჩათ მდინარე.
Hence, Orlando and Sasha had the river to themselves.
102159.
ორლანდო | კარი პირველი
და საშას ეცინებოდა მის მგზნებარებაზე და კიდევ ერთხელ ჩაეხვეოდა ხოლმე მკლავებში, და კვლავ ატკბობდა მიჯნურს ალერსით.
And laughing at his vehemence, Sasha would turn once more in his arms and give him for love’s sake, one more embrace.
102160.
ორლანდო | კარი პირველი
მერე კი უკვირდათ, როგორ არ გალღვა ყინული მათი სიმხურვალით, და ებრალებოდათ ის საცოდავი მოხუცი ქალი, რომელსაც არ გააჩნდა თოვლის ბუნებრივად გალღობის საშუალება.
And then they would marvel that the ice did not melt with their heat, and pity the poor old woman who had no such natural means of thawing the snow.