მოიძებნა 668045 ჩანაწერი
102161.
ორლანდო | კარი პირველი
და მერე, სიასამურის ქურქში ჩაფუთნულები, ლაპარაკობდნენ ყველაფერზე ამ მზისქვეშეთში.
And then, wrapped in their sables, they would talk of everything under the sun.
102162.
ორლანდო | კარი პირველი
არაფერი იყო უმნიშვნელო ასეთი საუბრებისას, არც რამე იყო მეტისმეტად მნიშვნელოვანი.
Nothing was too small for such converse, nothing was too great.
102163.
ორლანდო | კარი პირველი
მერე, უცაბედად, ორლანდო მისთვის ჩვეულ სევდიან უგუნებობას მიეცემოდა ხოლმე.
Then suddenly, Orlando would fall into one of his moods of melancholy.
102164.
ორლანდო | კარი პირველი
შეიძლება ამის მიზეზი მოხუცი დედაკაცი ყოფილიყო, ყინულზე რომ მიბარბაცებდა, ან არაფერი.
The sight of the old woman hobbling over the ice might be the cause of it, or nothing.
102165.
ორლანდო | კარი პირველი
ორლანდო პირქვე დაემხობოდა ყინულზე, ჩასცქეროდა გაყინულ წყალს და სიკვდილზე ფიქრობდა.
Orlando would fling himself face downwards on the ice and look into the frozen waters and think of death.
102166.
ორლანდო | კარი პირველი
შემდეგ კი განაგრძობს და იმ თვალსაზრისამდე მიდის, რომ ერთიმეორის ტყუპის ცალია.
And he goes on to opine that one is twin fellow to the other.
102167.
ორლანდო | კარი პირველი
და გამოაქვს დასკვნა, რომ გრძნობის ყველა უკიდურესობა სიგიჟის მონათესავეა.
And draws from this the conclusion that all extremes of feeling are allied to madness.
102168.
ორლანდო | კარი პირველი
ამრიგად, მოგვიწოდებს, თავშესაფარი ვეძიოთ ჭეშმარიტ რწმენაში (მისი აზრით, ანაბაპტისტურში), რომელიც ერთადერთი ნავსაყუდელი, ერთადერთი თავშესაფარი, ერთადერთი სავანეა, და ასე და ასე შემდეგ.
So bids us take refuge in the true belief (in his view the Anabaptist), which is the only harbour, port, anchorage, etc.
102169.
ორლანდო | კარი პირველი
ყველაფრის ბოლო სიკვდილია, – იტყოდა ხოლმე ორლანდო, წამოჯდებოდა წელგამართული, სახეზე პირქუში ღრუბელი გადაურბენდა.
"All ends in death", Orlando would say, sitting upright, his face clouded with gloom.
102170.
ორლანდო | კარი პირველი
რადგან ასე მოქმედებდა ახლა მისი გონება, მძაფრ აიწონა-დაიწონასავით, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, და შუალედში არსად ჩერდებოდა, ამიტომ, არც ჟამთააღმწერელი უნდა შედრკეს, უნდა იფრინოს, რაც შეიძლება სწრაფად.
For that was the way his mind worked now, in violent see-saws from life to death, stopping at nothing in between, so that the biographer must not stop either, but must fly as fast as he can.
102171.
ორლანდო | კარი პირველი
ასე აჰყვეს და არ ჩამორჩეს დაუფიქრებელ, ჟინიან, ქარაფშუტულ მოქმედებებს და მოულოდნელ, ახირებულ სიტყვებს, რომლებითაც ორლანდო ტკბებოდა ცხოვრების ამ ეტაპზე.
So he must keep pace with the unthinking passionate foolish actions and sudden extravagant words in which Orlando at this time of his life indulged.
102172.
ორლანდო | კარი პირველი
მაგრამ საშა – მას ხომ, კაცმა რომ თქვას, ინგლისური სისხლი არ უდუღდა.
But Sasha who after all had no English blood in her.
102173.
ორლანდო | კარი პირველი
რუსეთიდან იყო, სადაც მზის ჩასვლა უფრო ხანგრძლივია და ცისკარი არც ისე უეცარი.
She was from Russia where the sunsets are longer, the dawns less sudden.
102174.
ორლანდო | კარი პირველი
წინადადებებს ხშირად დაუსრულებელს ტოვებენ, რადგან არ იციან, როგორ აჯობებს მათი დასრულება.
Sentences are often left unfinished from doubt as to how best to end them.
102175.
ორლანდო | კარი პირველი
საშა მიაჩერდებოდა ხოლმე ორლანდოს, იქნებ დამცინავადაც კი, რადგან ალბათ ბავშვად აღიქვამდა და არაფერს ამბობდა.
Sasha stared at Orlando, perhaps sneered at him, for he must have seemed a child to her, and said nothing.
102176.
ორლანდო | კარი პირველი
თოვლი, ნაღები, მარმარილო, ალუბლები, თაბაშირი, ოქროს მავთული?
Snow, cream, marble, cherries, alabaster, golden wire?
102177.
ორლანდო | კარი პირველი
არაფერი მსგავსი.
None of these.
102178.
ორლანდო | კარი პირველი
საშა მელია იყო, ანდა ზეთისხილის ხე.
She was like a fox, or an olive tree.
102179.
ორლანდო | კარი პირველი
ზღვის ტალღებს ჰგავდა, როცა სიმაღლიდან დაჰყურებ მათ; ზურმუხტს; მზეს მწვანე გორაკზე, ჯერ რომ ისევ ღრუბლებს ეფარება – არაფერს, რაც მას ენახა ან ცნობია ინგლისში.
She was like the waves of the sea when you look down upon them from a height; like an emerald; like the sun on a green hill which is yet clouded — like nothing he had seen or known in England.
102180.
ორლანდო | კარი პირველი
მას სხვა გარემო, სხვა ენა სჭირდებოდა.
He needed another landscape, and another tongue.