მოიძებნა 668045 ჩანაწერი
102181.
ორლანდო | კარი პირველი
ინგლისური მეტისმეტად გულწრფელი, მეტად გულღია, მეტად დათაფლული ეჩვენებოდა საშასთან სალაპარაკოდ.
English was too frank, too candid, too honeyed a speech for Sasha.
102182.
ორლანდო | კარი პირველი
რადგან ყველაფერში, რასაც საშა ამბობდა, რაგინდ წრფელი და მგზნებარე მოგჩვენებოდათ, რაღაცა იმალებოდა.
For in all Sasha said, however open she seemed and voluptuous, there was something hidden.
102183.
ორლანდო | კარი პირველი
ყველაფერში, რასაც აკეთებდა, რაოდენ გაბედულიც უნდა ყოფილიყო, რაღაც იმალებოდა.
In all she did, however daring, there was something concealed.
102184.
ორლანდო | კარი პირველი
ასე ჩამალული გვეჩვენება მწვანე ალი ზურმუხტში, ანდა მზე, მთაში დატყვევებული.
So the green flame seems hidden in the emerald, or the sun prisoned in a mountain.
102185.
ორლანდო | კარი პირველი
სიცხადე მხოლოდ გარეგნული იყო; სიღრმეში მოხეტიალე ალი იმალებოდა.
The clearness was only outward; within was a wandering flame.
102186.
ორლანდო | კარი პირველი
საშა არასოდეს ბრწყინავდა ინგლისელი ქალისთვის დამახასიათებელი თანაბარი სხივით.
Sasha never shone with the steady beam of an Englishwoman.
102187.
ორლანდო | კარი პირველი
მაგრამ საშა დუმდა.
But Sasha was silent.
102188.
ორლანდო | კარი პირველი
როცა ორლანდომ დაამთავრა იმაზე ლაპარაკი, რომ მელიას, ან ზეთისხილის ხეს და მწვანე მთის მწვერვალს ჰგავდა, შემდეგ თავისი ოჯახის მთელი ისტორია უამბო.
When Orlando had done telling her that she was like a fox, an olive tree, or a green hill-top, and had given her the whole history of his family.
102189.
ორლანდო | კარი პირველი
ვინ არის მამაშენი?
Who is her father?
102190.
ორლანდო | კარი პირველი
გყავს თუ არა ძმები?
Have you brothers?
102191.
ორლანდო | კარი პირველი
რატომ ხარ აქ მარტო ბიძაშენთან ერთად?
Why are you here alone with your uncle?
102192.
ორლანდო | კარი პირველი
თუმცა მერე, როგორღაც, მიუხედავად იმისა, რომ საშამ საკმაოდ დროულად გასცა პასუხი, ერთგვარი უხერხულობა შეიქმნა მათ შორის.
Then, somehow, though she answered readily enough, an awkwardness would come between them.
102193.
ორლანდო | კარი პირველი
ორლანდომ თავიდან იეჭვა, ალბათ საშას გვაროვნობა ვერაა იმ სიმაღლისა, როგორსაც ისურვებდაო.
Orlando suspected at first that Sasha's rank is not as high as she would like.
102194.
ორლანდო | კარი პირველი
ანდა რცხვენია თავისი თანამემამულეების ქცევისა, რადგან ორლანდოს სმენოდა, რომ მოსკოვის სამეფოს ქალებს წვერი აქვთ მოშვებული და მამაკაცები წელს ქვემოთ ბანჯგვლიანები არიან.
Or she is ashamed of the savage ways of her people, for Orlando had heard that the women in Muscovy wear beards and the men are covered with fur from the waist down.
102195.
ორლანდო | კარი პირველი
ორივე სქესის წარმომადგენლები ტანზე ქონს იზელენ სიცივისგან თავის დასაცავად, ხორცს ხელით გლეჯენ და ისეთ ქოხმახებში ცხოვრობენ, რომელშიც ინგლისელი დიდგვაროვანი საქონელსაც არ დააყენებს.
Both sexes are smeared with tallow to keep the cold out, tear meat with their fingers and live in huts where an English noble would scruple to keep his cattle.
102196.
ორლანდო | კარი პირველი
მაგრამ, როცა დაფიქრდა, დაასკვნა, რომ საშას სიჩუმის მიზეზი ეს არიყო.
But on reflection, he concluded that Sasha's silence could not be for that reason.
102197.
ორლანდო | კარი პირველი
მას ნიკაპზე თმის ნასახი არ ჰქონდა; მარგალიტებით გაწყობილი ხავერდის სამოსი ეცვა და თავიც ისე ეჭირა, აშკარა იყო, გომურში არ გაზრდილა.
She herself was entirely free from hair on the chin; she dressed in velvet and pearls, and her manners were certainly not those of a woman bred in a cattle-shed.
102198.
ორლანდო | კარი პირველი
მაშ რას უმალავდა ორლანდოს?
What, then, did she hide from Orlando?
102199.
ორლანდო | კარი პირველი
უეცრად ტანჯვა დარევდა ხელს.
The agony would seize him suddenly.
102200.
ორლანდო | კარი პირველი
მაშინ ისეთ რისხვას აფრქვევდა, რომ საშამ აღარ იცოდა, როგორ დაეცხრო.
Then he would blaze out in such wrath that Sasha did not know how to quiet him.