მოიძებნა 668045 ჩანაწერი
102201.
ორლანდო | კარი პირველი
იქნებ არც უნდოდა მისი დამშვიდება, იქნებ ორლანდოს რისხვა სიამოვნებდა და განგებ აღიზიანებდა – ასეთია მოსკოველების ტემპერამენტის უცნაური გადახრა ზნეობის ნორმებიდან.
Perhaps she did not want to quiet him; perhaps his rages pleased her and she provoked them purposely — such is the curious obliquity of the Muscovitish temperament.
102202.
ორლანდო | კარი პირველი
თხრობა რომ განვაგრძოთ – იმ დღეს, ციგურაობისას უფრო შორს გავიდნენ, ვიდრე სჩვეოდათ და მდინარის იმ ნაწილს მიაღწიეს, სადაც გემებს ღუზა ჰქონდათ ჩაშვებული და გაყინულები იდგნენ შუა მდინარეში.
To continue the story — skating farther than their wont that day they reached that part of the river where the ships had anchored and been frozen in midstream.
102203.
ორლანდო | კარი პირველი
მათ შორის იყო რუსების გემიც, რომლის მთავარი ანძიდან ფრთაგაშლილი ორთავიანი შავი არწივის გამოსახულება გადმოკიდებულიყო, უშველებელი მოელვარე ლოლოებით გარშემოვლებული.
Among them was the ship of the Muscovites flying its double-headed black eagle from the main mast, which was hung with many-coloured icicles.
102204.
ორლანდო | კარი პირველი
საშას ტანსაცმლის ნაწილი გემზე დაეტოვებინა, და რადგან იფიქრეს, რომ გემი ცარიელი იქნებოდა, ტანსაცმლის მოსაძებნად გემბანზე აძვრნენ.
Sasha had left some of her clothing on board, and supposing the ship to be empty they climbed on deck and went in search of it.
102205.
ორლანდო | კარი პირველი
და მართლაც ასე მოხდა.
And so it turned out.
102206.
ორლანდო | კარი პირველი
დრო გადიოდა, და ორლანდო, საკუთარ ოცნებებში ჩაძირული, მხოლოდ ცხოვრებისეულ სიამეებზე ფიქრობდა.
Time went by, and Orlando, wrapped in his own dreams, thought only of the pleasures of life.
102207.
ორლანდო | კარი პირველი
ამ გზაზე დაბრკოლებებიც იყო და სირთულეების გადალახვაც მოუწევდა.
Obstacles there were and hardships to overcome.
102208.
ორლანდო | კარი პირველი
საშას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი რუსეთში ცხოვრება, სადაც, როგორც თქვა, დახვდებოდათ გაყინული მდინარეები და ველური ცხენები და ადამიანები, რომლებიც ყელს სჭრიდნენ ერთმანეთს.
Sasha was determined to live in Russia, where there were frozen rivers and wild horses and men, she said, who gashed each other’s throats open.
102209.
ორლანდო | კარი პირველი
და მაინც, მისი გულისთვის ამასაც, და ამაზე მეტსაც გააკეთებდა.
Still, all this and more than all this he would do for her sake.
102210.
ორლანდო | კარი პირველი
რადგან მისი ქორწინება ლედი მარგრეტთან, რომელიც უკვე ამ დღის სწორს იყო დანიშნული, მომავალ კვირაში, იმდენად აშკარა უაზრობად მიაჩნდა, რომ ამაზე ფიქრიც აღარ უნდოდა.
As for his marriage to the Lady Margaret, fixed though it was for this day sennight, the thing was so palpably absurd that he scarcely gave it a thought.
102211.
ორლანდო | კარი პირველი
მისი ნათესაობა დიდი ბანოვანის შეურაცხყოფას დააბრალებდა.
Her kinsmen would abuse him for deserting a great lady.
102212.
ორლანდო | კარი პირველი
მეგობრები აბუჩად აიგდებდნენ ამქვეყნად უბრწყინვალეს კარიერაზე უარის თქმის გამო ვიღაც კაზაკი ქალის გულისათვის.
His friends would deride him for ruining the finest career in the world for a Cossack woman.
102213.
ორლანდო | კარი პირველი
ამ ყოველივეს ჩალის ფასი ჰქონდა თავად საშასთან შედარებით.
It weighed not a straw in the balance compared with Sasha herself.
102214.
ორლანდო | კარი პირველი
პირველივე ბნელ ღამეს უნდა გაპარულიყვნენ.
On the first dark night they would fly.
102215.
ორლანდო | კარი პირველი
რუსეთისკენ გაცურავდნენ გემით.
They would take ship to Russia.
102216.
ორლანდო | კარი პირველი
ასე ფიქრობდა ორლანდო; ასეთ გეგმებს აწყობდა გონებაში, ვიდრე ბოლთას სცემდა გემბანზე.
So Orlando pondered; so he plotted as he walked up and down the deck.
102217.
ორლანდო | კარი პირველი
სისხლისფერი წითელი მზე სწრაფად ჩადიოდა.
The sun was blood-red and sinking rapidly.
102218.
ორლანდო | კარი პირველი
საღამო კარზე მომდგარიყო.
It must be almost evening.
102219.
ორლანდო | კარი პირველი
საშა უკვე ერთი საათის, ან მეტის წინ წავიდა.
Sasha had been gone this hour and more.
102220.
ორლანდო | კარი პირველი
მას შემდეგ, რაც ფეხი წამოჰკრა სიბნელეში კარადებსა და კასრებს, მკრთალ შუქზე გაარჩია, რომ ისინი კუთხეში მიყუჟულიყვნენ.
After stumbling among chests and barrels in the darkness, was made aware by a faint glimmer in a corner that they were seated there.